შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული სხვაა


15-08-2018, 01:35
ავტორი iname123
ნანახია 1 662

როდესაც მეკითხებიან:
-ოდესმე ვინმე გყვარებია?
მე ძალიან ჩვეულებრივად ვპასუხობ:
-არა არ მყვარებია.
არა მყვარებია,რადგან რასაც შენს მიმართ ვგრძნობ ეს სულ სხვა გრძნობაა.სიყვარული არაა ეს.
ეს სიგიჟის ბოლო დონეა.
ეს სულის ტკივილამდე მონატრებაა.
ეს არააა სიყვარული.
სიყვარული სხვა რაღაცაა.
სიყავარული ხალხს აბედნიერებს და მე კი...
მე კი....
მე კი მასევდიანებს...
იცი რა მემართება შენს მსგავს ბიჭს,რომ დავინახავ?
ცუდად ვხდები.
ცახცახი მეწყება და თვალები ცრემლით მევსება.
გეძახი.
გიხმობ.
ჩემს გგონებაში შენს სახელს ვიტყვი და საუბარს გიწყებ.ხანდახან მგონია ვგიჟდები,მაგრამ ვგრძნობ,როგორ მცემ პასუხს.როგორც რეალურად მეძახი ჩემს სახელს ისე მეძახი ჩემს გონებაშიც.
რამდენჯერაც სხვა ადამიანით ჩანაცვლება გადავწყვიტე იმდენჯერ ვინანე.
იმდენჯერ მომიჭირა ყელში დანაშაულის გრძნობამ და იმდენჯერ ამოტივტივდნენ მოგონებები,შენი,ჩემი,ჩვენი მოგონებები.
ერთხელ მაინც თუ გიფიქრია,რომ მე შენზე ასე უგონოდ ვარ შეყვარებული?
როგორ გიხმობ ხოლმე.
როგორ მინდა ახლა აქ იყო.
არა არაფერი თქვა,უბრალოდ იყავი.
უბრალოდ იჯექი და გიყურებ რა.
ღმერთო გაგიგიათ ასეთი მტანჯველი გრძნობის შესახებ.
რა გამიხდი ერთი ადამიანი დასავიწყებლად.
ნეტავ ამნეზია დამემართოს და დამავიწყდე.
ნეტავ საერთოდ არ მომხდარიყო ის ყველაფერი ჩვენს შორის რაც იყო.
მაგრამ შენ,რომ არ იყო როგორ ვიცოცხლო?
გასაჭირში ვის მივმართო?
ჩემი სიხარული ვის გავუზიარო?
ისე ცხადად ვხედავ შენს თვალებს და შენს გამოხედვას სუნთქვა მეკვრის.
არ მინდა შემოგხედო.
არა არა...
ნუ....გთხოვ ნუ მიღიმი....
გთხოვ....
ან შენ წადი ან მე გამიშვი.
ორივე ცოდვები ვართ ამხელა სევდისთვის.
იცი უკვე მესამედ გავწყვიტე წერა.
რატომ ვერ გივიწყებ?
რატომ ვერ გთმობ?
რატომ ხარ გამუდმებით ჩემს გონებაში?!!!!!!!!!!
რატომ მიყვარხარ?
რატომ....
რისთვის....
შენც ხომ გიყვარვარ არა?
მეც ხომ მიყვარხარ?
აბა რა გვიშლის ხელს ერთად ყოფნაში?
ოჯახი? კი გვიშლის.
გარემო?კი გვიშლის.
მაგრამ....
ჩვენ თუ ერთად გვინდა ყოფნა ხომ შევძლებთ არა ვიყოთ?
ერთხელ მახსოვს...
მთელი ღამე გეუბნებოდი,რომ მოსულიყავი.
ნახევარი წელი ნანახი არ მყავდი.
წარმოგიდგენია?
ჰოდა ბოლოს მონატრება სულს მიძრავდა.
გიხმობდი.
გეხვეწებოდი ოღონდ ახლა მოდი და გეტყვი მიყვარხართქო.
იცი რა დამემართა,როდესაც მეორე დილით კარი შემოაღე?
იცი რა გამოიწვიე ჩემში?
წარმოდგენა არ გაქვს დარწმუნებული ვარ.
და რა საცოდაობააა.
სიყვარულის ახსნაზე როდისაა საუბარი,როდესაც ერთმანეთს არაფერი ვუთხარით.
და არც იყო საჭირო.
ჩვენ ხომ ვიცოდით.
ხომ ვგრძნობდით ერთმანეთს და სიტყვებს რა მნიშვნელობა ჰქონდათ?
ჰოდა ახლა.
ისე,როგორც არასდროს გეძახი.
გიხმობ.
მოდი.
მიყვარხარ,როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს.
მენატრები,ისე როგორც მომაკვდავს განვლილი დრო.
მენატრები ისე,,როგორც პატარა არსებას თავშესაფერი.
რას შევადარო?
როგორი პარალელი გავავლო,რომ მიხვდე როგორ მჭირდები და მენატრები.
ღმერთო შენს თვალებს ისე მკაფიოდ აღვიქვამ,თითქოს რეალურად აქ იყო და მიყურებდე ისეთი მზერით მე,რომ მიყვარდა.მე რომ თავი შემაყვარე იმ მზერით.
შეიძლება წლები გავიდეს.
სხვა სიყვარული ვიპოვო.
მაგრამ...
შენი სახელი ჩემს გულში ღრმად არის ჩაწერილი.
შეიძლება გაიცრიცოს,დაძველდეს,გაუფერულდეს,მაგრამ არასდროს წაიშლება.
შენ ამ სახელის დაწერისთვის არ იბრძოდი.
არ ვიცი,როდის მოახერხე და რა გააკეთე,მაგრამ ჩაწერე და იქედან არასდროს ამოიშლება.
მენატრები ისე,როგორც არასდროს.
ვერ გეტყვი სიტყვა მიყვარხარს,მაგრამ წამები დაგჭირდება იმისთვის,რომ მიხვდე რას ვგრძნობ შენს მიმართ,როდესაც მიყურებ და მიღიმი.
მოდი.
გეძახი.
გიხმობ.
მენატრები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent