გაცვეთილი ფრაზები
დღეში მხოლოდ ერთი სიახლის დადების უფლება მაქვს და მიუხედავად ამისა,ნაცვლად იმისა რომ ,დაწყებული მოთხრობის წერა განვაგრძო რომელიც უკვე მზად მაქვს, მინდა უბრალოდ გულახდილად, გადმოვცე ჩემი გრძნობები რომელიც, ყოველ ჩვენგანს არაერთხელ განუცდია და უღიარებია საკუთარ თავთან. გაცვეთილი ფრაზების გარეშე მინდა უბრალოდ ის ემოციები ავღწერო რომელიც ზოგჯერ, განსაკუთრებით მაწვება და სენტიმენტალურს მხდის, მიუხედავად იმისა რომ ჩემს ირგვლივ ყველამ ძალიან კარგად იცის, სულაც არ ვარ ემოციებს აყოლილი ადამიანი. ყოველთვის როცა ადამიანებს რამეს ვულოცავ, ხაზგასმით ბედნიერებას ვუსურვებ ხოლმე, ხო სწორედ ბედნიერებას რადგან, სწორედ ის არის ის ჯადოსნური სიტყვა რომელიც ერთად იტევს ყველაფერს. ჩვენ ხომ პრიორიტეტებით ვარსებობთ, ვიღაცისთვის თბილი კერა და ოჯახია ბედნიერება , ვიღაცისთვის ჯანმრთელობა, ვიღაცისთვის თუნდაც ერთი ლუკმა პური, პირდაპირი გაგებით რადგან ზოგს პურიც კი ენატრება, წარმოუდგენელია ? არა... სრულებით არა, რადგან მხოლოდ ის ადამიანები როდი კვდებიან შიმშილით გარეთ რომ მოწყალებას ითხოვენ, არამედ ბევრად ძლიერი ადამიანი ვინც გაჭირვებას ღირსეულად უმკლავდება და მშიერი კუჭით დაძინება ურჩევნია საკუთარ თავზე გადაბიჯებას, სხვისგან სამოწყალოდ გაღებულ ლუკმას ... ზოგისთვის კარიერაა ბედნიერება, ზოგისთვის მოგზაურობა, ზოგს ჰგონია რომ ბედნიერება ფულშია... ჩვენს ირგვლივ უამრავი ადამიანი დებს სოციალურ ქსელში ფოტოებს, და ჩვენც ბევრჯერ გულის სიღრმეში გვინატრია ვიღაცის ადგილას ყოფნა... იმ ადამიანების ადგილას , რომლებიც ბედნიერები ჩანან, თუმცა ღრმად რომ შეგახედონ საკუთარ ცხოვრებაში ნახავთ რომ იქ ბევრი შავი ლაქა დაგხვდებათ, ლაქები რომელსაც ვეღარაფერი ავსებს ...სწორედ ამიტომ ვუსურვებ ხოლმე ადამიანებს ბედნიერებას , რადგან ყველას მისეული აღქმა აქვს ამ სიტყვის... მერწმუნეთ არაფერი აბედნიერებს ადამიანს ისე როგორც საყვარელი ადამიანის გულისცემა.. ხო აი როცა შეგიძლია ადგე, მიხვიდე საყვარელ ადამიანთან, გულზე თავი დაადო, და მის რიტმულად აჩქარრებულ თუ შენელებულ გულისცემას უსმინო... მეც ავდექი , მივედი მასთან, უკვე იძინებდა... სახეზე ხელები მოვკიდე, ახალი გაპარსული ჰქონდა და საოცარი სიფაფუკე ვიგრძენი, მის თვალებში დიდი დარდი ამოვიკითხე , რომელიც 31 წლის ასაკის მიუხედავად, ბევრ ტკივილსა და ცუდ ისტორიას იტევდა... ბევრმა რამემ გადაიარა მის კისერზე მხოლოდ იმიტომ რომ ის ბიჭი იყო, გვარის გამგრძელებელი... გულზე თავი მივადე და ყველაფერს ვგრძნობდი რასაც ის განიცდიდა... - ყველაფერი კარგად იქნება... საოცრად გაცვეთილი ბანალური ფრაზა ვუთხარი და მაგრად მოვეხვიე. მიუხედავად ბევრი პრობლემისა , ბედნიერებამ დამიარა სხეულში რადგან იმის გულისცემას ვგრძნობდი ვისაც უპირობოდ ვუყვარვარ, რომელსაც ჩემი არსებობის პირველივე დღიდან ხელიხელჩაკიდებული დავყავარ და პირველივე დღიდან მხრებზე ვაწევარ, მიუხედავად ჩემი სიმძიმისა, ტვირთად არასდროს უგრძვნია ჩემი თავი, და ისე მიფრთხილდეება როგორც ბედის საჩუქარს,... ჩეემი არ ვიცი თუმცა ის კი ნამდვილად არის ჩემთვის ბედის საჩუქარი, რომელიც ჩემამდე 9 წლით ადრე მოავლინა უფალმა ქვეყანას, და შეამზადა რომ პატარა დაიკოსთვის ჩაეკიდა ხელი და მუდამ სწორ გზაზე ეტარებინა. მაშინ როდესაც ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა ხოლმე ჩემს გადაწყვეტილებას, ვბრაზობდი, შემდეგ მის აზრამდე მივდიოდი, დროის შემდეგ კი ყოველთვის მიღიარებია რომ , რომ არა ის უკვე ბევრი ცხოვრებისეული გადაწყვეტილება შეცდომით მექნებოდა მიღებული... ბევრი გაცვეთილი ფრაზა მომისმენია, როცა ამბობენ რომ, არ უნდა გაინტერესებდეს ის ვინც არ დაგაფასა, ზურგი გაქცია, და ასე შემდეგ, მომისმენია რომ უპირობოდ გაუშვებ ადამიანს, და ძლიერი ხარ როცა ფეხებზე გკიდია ის ვინც შენს ნდობას არ გაამართლებს. რატომღაც ყოველთვის გვავიწყდება რომ სამყაროში ერთადერთი ნამდვილი ფასეულობა , რაც კი არსებობს ადამიანია და, თუკი გულწრფელი სიყვარული გაკავშირებს მასთან, დედმამიშვილური, მშობლიური, მეგობრული იქნება ეს თუ ცოლქმრული, შეუძლებელია ერთი ხელის მოსმით განადგურდეს. გრძნობების , ემოციების გამოხატვა არ არის სირცხვილი, მითუმეტეს იმ ადამიანებთან რომლისთვისაც არაერთხელ გითქვამთ რომ გიყვართ, ერთ დღეში შეუძლებელია ამ გრძნობების გაქარწ....ბა. პრინციპები? ხო , ჩემი აზრით როცა გრძნობა გულწრფელია , პრინციპებიც კი უძლურია მასთან... ბევრი რამის თქმა მინდა ამ პოსტით, თუმცა სიტყვებს ვერ ვალაგებ, ვერც შინაარს მივუყვები ნორმალურად და თანმიმდევრულად, ვიცი არაფერს წაიკითხავთ აქ ისეთს რაც არ მოგისმენიათ აქამდე, რაც არ გიფიქრიათ, ისიც ვიცი რომ გაცვეთილი ფიქრებისა თუ ფრაზების ნაზავია მთელი ეს ჩანახატი... მაგრამ მაინც გეტყვით, გეტყვით იმას რაც არაერთხელ გაგიგიათ სხვისგან.... ყველაზე და ყველაფერზე წინ ადამიანები დგანან, ყველაზე ძვირფასი ურთიერთობებია რომელსაც ბრძოლა სჭირდება... ყველაზე ძვირფასები ის ადამიანები არიან რომელსაც ჩვენ კი არა ბედი გვირჩევს და რომლებსაც უპირობოდ ვუყვარვართ... უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ , წუხელის, ღამე, როცა ჩემი ძმის გულზე მოვიკალათე, და მისი გულის ძგერა მესმოდა... რომლის თვალებშიც დიდ დარდს ვკითხულობდი... რომლის თვალები იმას მეუბნებოდა თითქოს შესაძლოა ბევრი რამ ვერ იყოს კარგად... მიუხედავად ყველა პრობლემისა... უბრალოდ გულწრფელად ვიყავი ბედნიერი ... მისი გულისძგერა მაბედნიერებდა... უბრალოდ , ძალიან მინდოდა ღრმად გადმომეცა ჩემი ფრაზები და ყველაზე მშრალი გამომივიდა... და ბოდიში იმ დაკარგული წუთებისთვის, რომელიც ჩემი ემოციების წასაკითხად დაგაკარგინეთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.