სიყვარულის მოტანილი არეულობა
სიყვარული...ვისთვის ბანალური,ვისთვის ყველაზე ამაღელვებელი გრძნობა,თუმცა ალბათ დამეთანხმებით,სიყვარული ტკივილის გარეშე არავის უგრძვნია,მაგრამ არსებობს მისი უფრო რთული და ჩახლართული ფორმა-ცალმხრივი სიყვარული...ხშირად უფრო მეტად რომ გვტკენს ხოლმე... ცალმხრივი სიყვარულის ყველაზე ცუდი ნაწილი იცით რომელია? როდესაც იაზრებ,რომ არასდროს შეგიყვარებენ,იმედის დაკარგვა ყველაფერს იმაზე უარესს ხდის ვიდრე არის... არავინ თქვას,რომ როდესაც ცალმხრივად უყვართ იმედი არ აქვთ,პირიქით,ეს ერთადერთი გზაა რომ სვლა განაგრძო,ყოველ დილას იმ იმედით ახელ თვალს,რომ შეგამჩნევს,ყოველ ღამით კი ახალი იმედგაცრუებებით სავსე მაინც იმედიანად მოელი მზის ამოსვლას,რომ უკეთესი დღე იქნება. ბნელ ღამეს მზე მართლაც ყოველთვის მოსდევს,მაგრამ მზიანი დღეები ყოველდღე როდია... ასეა,როდესაც საბოლოოდ ხვდები რომ არ შეგიყვარებენ,როცა საბოლოოდ კარგავ იმედს,მაშინ ბნელდება დღეებიც,გამოსავლის ძიება კი რთულდება,ბნელში გზის პოვნა შეუძლებლად გეჩვენება,ხან რას ასკდები,ხან რას... -ნუთუ აღარ დამთავრდება?! გაუჩერებლად იმეორებ ამ კითხვას, თუმცა პასუხი არსაიდან ისმის... მიდი,განაგრძე სიარული. მიდი! წაბორძიკდი,დაეცი,იტკინე,იტირე,იყვირე,მაგრამ მაინც წამოდექი. მიდი! ადექი და ეცადე სიბნელეს თვალი შეაჩვიო,მერე აღარ მოგეჩვენება უკუნით ბნელად. იარე!იმოძრავე!ირბინე! მხოლოდ ასე იპოვნი გასასვლელს! მიდი! მე ხომ ასე მჯერა შენი! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.