შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის წყვდიადი


25-09-2018, 10:42
ავტორი keynso
ნანახია 1 306

საღამო იყო,აივანზე იჯდა მია,სიგრილე იყო,ფუმფულა ადიელაში და ათასგვარ ფიქრებში გახვეული.გვერდით მაგიდაზე,ნახევრად დაცლილი ყავის ფინჯანი იდო.გაცივდა..გაცივდა ისე ,როგორც მისი გული,უგემური გახდა როგორც ცხოვრების ეს ეტაპი.ფიქრებით ისევ დაფრინავს,ფეხები აივანზე შემოაწყო და სიგარეტს მოუკიდა,თითქოს მეტი გამოსავალი არიყო,ღრმად ჩაისუნთქა და მოეშვა.თითქოს რაღაც დიდი ლოდი მოიცილა,კვამლში ირევა ფიქრები,ალაგებს აზრებს,და უცებ ისევ ქაოსი.ფიქრობს,და მეტი აზრი არ მოსდის.დეპრესიული ქალი,რომელიც ცხოვრების უკუღმართობაზე ფიქრობს.ბედნიერია თავისი კუთხე აქვს,ბინა თავისი გემოვნებით მოაწყო.სულ რაღაც ორი ოთახი,მისთვის საკმარისია.სადად და გემოვნებით შერჩეული ავეჯი,სივრცე და სინათლე,ამავე დროს კი სიმყუდროვე და სიბნელე.როგორ შეუსაბამოა არაა??მაგრამ ასეა.თეთრი ფერი წამყვანია,ავეჯი ცოტა და მეტი სივრცე.საძინებლიდან პირდაპირ აივანზე გადიხარ,პატარა და მყუდრო აივანზე ზუსტად მისთვის მხოლოდ ერთი მოხერხებული სკამია,მაგიდა და ჰაერი ...
ხარბად შეისუნთქა საღამოს სუფთა ჟანგბადი,იფიქრა ახლა დავწვებიო.ვარსკვლავებს ახედა,და ისევ წარსული გაახსენდა.როცა პატარა იყო,ათასგვარი ოცნება ქონდა.ვარსკვავებს რომ ჩაუთქვამდა სურვილებს,და ეგონა მოწყვეტისას ჩაფიქრებული უთუოდ აუხდებოდა.თუმცა იმედს არ კარგავდა,და თავს იდანაშაულებდა,ალბათ მე ვერ მოვასწარი დროულად სურვილის თქმაო.იფიქრა იქნებ,კიდევ დავინახო და ახლა მაინც ამიხდეს სურვილი,თუ მოვასწარი ჩაფიქრებაო.
დილამდე იჯდა,მოლოდინში.არ დაეძინა.სიცივემ რომ შეაწუხა,აბაზანის მიღება გადაწყვიტა.ისევ ფიქრები...როგორ უნდა გამორთოს ტვინი.ხანდახან სურვილი უჩნდება.ამოიღოს,გარეცხოს ცუდი ფიქრებისგან და ცხოვრება სუფთა ახალი ფურცლიდან დაიწყოს.აბაზანაში წყალი დააგროვა,გაშიშვლდა,ჩაწვა და თვალები დახუჭა.ცხელმა წყალმა და ლოსიონმა დაურბილა ტანი,სიმსუბუქე იგრძნო,მოდუნდა..ძილი მოერია..
ისევ ცივმა ფიქრებმა გამოაფქიზლა.პირველი შეხებასავით ნაზი იყო წყალი,გაახსენდა როგორ თრთოდა,როგორ ეკეცებოდა მუხლები,ჯერ მარტო მისი შეხებისას.მერე ტუჩები,მისი თან ცივი,თან ტკბილი და თანაც თბილი ტუჩების.ორივე კანკალებდა.გული ყელში ქონდა ამოსული,თრთოდნენ,თითქოს ისიც გამოუცდელი,ვერ დაიჯერებდა რომ ისიც მასაავით იყო,არა უბრალოდ ალბათ ძალიან უყვარდა.ძალიან,იმდენად რომ გულს ვერ აჩერებდა.ჩახუტება,ტუჩები,კოცნა,შეხება დღემდე პირველი წამებიდანვე ისევ ისე ახსოვს.დრო რომ დაბრუნდეს იგივეს გააკეთებდა,იგივეს უბრალოდ იმაზე მეტსაც.მასთან დარჩებოდა.მაგრამ წავიდა,უკან მოუხედავად,ყოველგვარი ახსნის გარეშე.თან წაიღო დაპირება,სიყვარული,სიხარული,ცხოვრების ბედნიერების შეგრძნება.ბინა ყიფშიძეზე,სურვილი ერთად ცხოვრების და უერმანეთობა ამჯობინა.მიამ კი ისწავლა მარტო ცხოვრება,მოგონებებთან,ტყულთან და დაპირებებთან ერთად.დრო ჩერდება ,თუმცა ცოხვრება მიდის.ის კი ძველ დროში დაბრუნებას ცდილობს,ერთი,ორი,სამი გული ითვლის...
მტკივნეულია,სუნთქვა ძნელდება,ყელში უჭერს,ცხოვრებას წყდება.თბილ წყალში იძირება გაყინული ფიქრებით უცებ ფხიზლდება,გაურკვეველი გრძნობის მოსაკლავად კვლავ აივანზე გადის,ადიელაში ეხვევა,ერთი,ორი,სამი ნაფაზის მერე სიმშვიდე ეუფლება....
მაგრამ ისიც დროებით.....



№1 სტუმარი სტუმარი მარიკო

ამცხოვრებაში ყველაფერი დროებითია ტკივილს გარდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent