ერთი,ორი,სამი....ერთხელ
როგორც იქნა მარტო დავრჩი,ჰმ გაიფიქრა გულმა.მაგრამ გონებამ არ დაანება.და ისევ ამ ცხოვრებისეულ ფიქრებს და გეგმებს,აუცილებლობაზე და მოვალეობის შესრულებისკენ გადაატანინა ფიქრი.დამაცადე,დამაცადე.ცოტა დრო მაინც დამითმე.რომ დავისვენო,დავიცალო გულის ტკივილი,ლოდები,ნაწილ-ნაწილ მაინც მომაშორებინე დარდი....გაჰკიოდა გული,მაგრა არუსმენდა გონება....გულმა კი უიმედოდ დარჩენილმა დარდი გულში ჩაიხვია,ერთი.ორი,სამი მაგრად შეიკუმშა...ეგონა იქნებ აღარ ამოვისუნთქოო,მაგრამ როგორც ჩანს არც ამაში გაუმართლა და ბედს დაემორჩილა.გონება კი გამარჯვებას ზეიმობდა,და გამუდმებით იმეორებდა ამის დრო არაა,არაა..და ასე ცივად მიჰყვებოდა დინებას. გული დადარდიენბული თავისთვის ჩუმად ფიქრობდა,ნატრობდა ერთხელ,სულ ერთხელ მომეცეს უფლება,რომ დავბრუნდე როგორც საკუთარი მე...ერთხელ გულმა ფეთქვა განაგრძოს,ერთხელ გრძნობა დამიბრუნდეს,ის წამები გამეორდეს,როგორც პირველი,განუმეორებელი,დაუვიწყარი,მხოლოდ ერთხელ,თუნდაც ერთ წამს გაგრძელდეს,ოღონდ იყოს....ერთხელ ოყოს.... ღმერთი?ნუთუ მხოლოდ ამ დროს მახსენდება?ოხ,მაშინაც ვეხვეწე,მაშინაც ვნატრობდი,მაშინაც ვტიროდი,მაშინაც მინდოდა გრძნობა აკრძალული...სად იყო მაშინ?ან ახლა სად არის?თუმცა უკვე გვიანია,უკვე წარსულია,უკვე ტკივილია,თუმც დაუვიაყარი... გონება ზეიმობდა,ალბათ მართალია დრო არ მაქვს ფიქრის,დრო არ მაქვს დარდის,არღარც არაფრის. ერთი,ორი,სამი და უკან დაბრუნდა გული.....გონებისგან დაჩაგრული!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.