ხელისგულებზე დაგიკოცნი სიცოცხლის ხაზებს[ფერსა]
ხელისგულებზე დაგიკოცნი სიცოცხლის ხაზებს, ვიცი,ეს ღამეც შენზე ფიქრში უნდა გავერთო, ეტაპობრივად,ნაწილ-ნაწილ გიგზავნი ფრაზებს, ვფიქრობ,რამდენი დამთხვევაა ჩვენში საერთო. ვიცი გძინავს და არც კი ფიქრობ ახლა ამაზე და ამ ღამეში ფანჯრიდან ჩანს შენი პროფილი, ვიცი,არ გსურდა საუბარი შენ ამ თემაზე, მეათედ მოვალ შენგან ცხრაჯერ უარყოფილი. უიმედობით ღამე ისევ გამოიფიტა, მთვარეც არ ჩნდება,სიბნელეა...და უფრო მეტიც, ბედისწერა შენი სახით ამომივიდა და უშენობის შანსი არ მაქვს ერთი პროცენტიც. მოვალე ვარ და ვალსაც უნდა ალბათ გადახდა, მაგრამ ვერასდროს ვერ ამოვალ შენი ვალიდან, უიმედობა,მარტოობა,რაც თავს გადაგვხვდა, რაღაც მთავრდება და იწყება რაღაც ახლიდან. ისევ გაწვიმდა,უშენობით უნდა ვიწვალო, უნდა დავთვალო ტროტუარზე ისევ ფილები, იცი,მიყვარხარ!-რამდენი რამ ჩამოგითვალო, ჩამოგითვალო,როგორც შენი კაბის ღილები! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.