შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ აღარ ხაარ...


5-09-2017, 00:29
ნანახია 1 446

საოცარია ზღვის სურნელს რომ წვიმის სურნელი ერწყმის... ვცდილობ ღრმად შევისუნთქო და ვგრძნობ ფილტვები როგორ მტკივდება... თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ რომ აქ ხარ... ჩემთააან...
ის დღე გამახსენდა...
ვგრძნობ როგორ მეხები ნაზად თმებზე... მიხუტებ... მკოცნი...
- მაპატიე... _ მხოლოდ ამას ჩურჩულებ და მე ხმის ამოღებას ვერ ვბედავ... მცივა... კანკალი მიტანს... შენ მაგრად მხვევ ხელებს და ცდილობ გაყინული სული გამილხვო... მაგრამ მიჭირს... ვერ გპატიობ... ვერც ვთბები... აცახცახებულ სხეულს ვერ ვაჩერებ...
თვალებს ვახელ და ვგრძნოობ როგორ უტიფრააად მიიკვლევენ გზას ცრემლები... ვერაფრით ვჩერდები... ტკივილი იმდენად გამიმძაფრდა თითქოს ეს 2 წლის წინ კი არა ეხლა მოხდა... ამ წამს...
29 ნოემბერი... გახსოვს?!
მაშინ მკითხე:
- რა არის სიყვარული? როგორ უნდა მიხვდე რომ გიყვარს?
და მე აკანკალებულმა თითქმის ჩურჩულით გიპასუხე:
- სიყვარულია როცა მასზე ფიქრით იძინებ და იღვიძებ... როცა სხვა ვერაფერზე ფიქრობ... გენატრება ყოველ წამსა და წუთს... როცა უმისობა სულს გიხუთააავს და ისეთი შეგრძნება გაქვს თითქოს ცარიელი ხაარ... იცი როდის გიყვარს? _ ტკვილიანი მზერით გავხედე ჰორიზონტს და განვაგრძე _ როცა უმისოდ თავს არაფრად გრძნოობ... როცა გტკივა უმისობით გაჯერებული ჰაერის ჩასუნთქება... როცა ყველგან ეძებ... გინდა სუუულ შენთან იყოს... სულ შენი იყოს... ეგოისტურად გინდა მხოლოდ შენ გეკუთვნოდეს...
გესაუბრებოდი ამით ჩემს შენდამი სიყვარეულზე და აღელვებულ ზღვას თვალს ვერ ვაშორებდი... თითქოს ისიც ჩემთან ერთად განიცდიდა... როგორ ვებრძოდი თავს რომ თვალზე მომდგარი ცხელი სითხე როგორმე უკან გადამეგორებინა და სისუსტე არ მეჩვენებინა... მახსოვს ის შენი ღრმად ამოსუნთქვა... და სიტყვები...
- იცი?! ზოგჯერ ვგრძნობ რომ ზუსტად ეგრე ვაარ... მაგრამ არის დღეები რომ მავიწყდები... მახსენდები მაშინ როცა მარტო ვარ... როცა შეყვარებულ წყვილს ვხედავ... როცა ვუსმენ რაიმე სევდიან მელოდიას... მაშინ შენზე ფიქრებს ჭკუიდან გადავყავარ... მაშინ სიგიჟემდე მენატრები... ტკივილამდე... მეშინია ამ გრძნობის... მეშინია ამ თავ-გზა არეული შეგრძნებების... ერთ დღეს რომ უშენობა უჰაერობას ემსგავსება და მეორე დღეს თითქოს არაფერი... არ მინდა გატკინო, მაგრამ გტკეენ...
მახსოვს თითოეული სიტყვა... მახსოვს როგორი არეული წამოვედით... ის ჩახუტებაც მახსოვს თითქოს გამომშვიდობებას რომ გავდა... შენი ცხელი ტუჩები შუბლზე და უბრალოდ ერთი სიტყვა „მაპატიე“... შენი ტკივილიანი გამოხედვა დღემდე რომ მიღრღნის სულს...
ამ დღის გახსენებამ თითქოს სული გადამიხლიჩა და ყველა ვითომ მოშუშებული იარა გადამიხსნა...
მეწვიის... აუტანლად მეწვიის...
ვგრძნობ წვიმის წვეთები როგორ ერწყმის ჩემს ცრემლებს და ვცდილობ აჩქარებული გულისცემა დავარეგულირო... სიმწრისგან მეღიმება... მეღიმება, რადგან ვხვდები აქ მოსვლის მიზეზს... იმედი მქონდა რომ სადღაც შენც მოგკრავდი თვალს... მაგრამ შეენ როგორც ყოველთვის არსად არ ხარ...
ვდგები და სახლისკენ ბარბაცით მივდივარ... გზად წვერებიანი ბიჭი მეჩეხება და წამით ვშეშდები... მგონია რომ შენ ხარ... ვუახლოვდები და კვლავ იმედგაცრუება... არ ხარ... არსად არ ხაარ... მე კი გეძებ... დაუსრულებლააად, თუმცა უშედეგოდ...
აკანკალებული ვდგავარ წვიმაში და ფეხებზე მ*იდია უკვე გიჟად ჩამთვლიან თუ არა... თავს მაღლა ვწევ და ცისკენ გამირბის თვალები... ის ხომ ერთადერთია რაც გვაერთიანებს უკვე... ჩვენ ერთი ცა გვაქვს...
მეღიმება... ტკვილიანი ღიმილი მიპობს ტუჩებს...
შენ არსააად აღარ ხაარ წვერებიანო...
ხარ, მაგრამ ჩემთვის აღაააარ...



№1  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

Mariiiiami
ატვირთვის დროს წავიკითხე.არაჩვეულებრივია და მინდა გითხრა რომ ამ თემაზე ისტორიის დაწერა შეიძლება♥♥♥

ძალიან დიდი მადლობა kissing_heart ისტორია სანახევროდ დაწერილია და თუ კი ოდესმე გამბედაობა მეყოფა ალბათ დავდებ)))

 


№2 სტუმარი Guest liza

წინა კომენტარი ვნახე და გამბედაობა თუ მეყოფაო, რათქმაუნდა გეყოფა, მე პირადად წავიკითხავ და თითოეულ პერსონაჟს დამსახურებულად ვუგულშემატკივრებ. ძალიან გთხოვ გბედაონა გამოიჩინე და დადე. <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

Guest liza
წინა კომენტარი ვნახე და გამბედაობა თუ მეყოფაო, რათქმაუნდა გეყოფა, მე პირადად წავიკითხავ და თითოეულ პერსონაჟს დამსახურებულად ვუგულშემატკივრებ. ძალიან გთხოვ გბედაონა გამოიჩინე და დადე. <3

ძალიან დიდი მადლობა kissing_heart ბევრს ნიშნავს ჩემთვის ეგ სიტყვები და ვეცდები ოდესმე დავძლიო შიში kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent