შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტანგო...(ჩვეული ზმანება...)


25-04-2017, 23:17
ნანახია 1 862

ირგვლივ სითეთრეა და თითქოს მეც ამ სითეთრის ნაწილი ვარ... ვერ ვხვდები რა ხდება... ვგრძნობ რომ ნელ-ნელა სულში სანატრელი სიმშვიდე იბუდებს...
ჩემს ყურთასმენას წვდება მელოდიის ხმა, რომელიც ნელ-ნელა უფრო მკვეთრად ისმის...
ეს ტანგოა...
სხეულში სიმსუბუქეს ვგრძნობ...
უცებ თეთრი სივრცე ორად იხლიჩება და ვხედავ სილუეტს...
ვგრძნობ ის არის... ნელ-ნელა თვალს ვაჩვევ და ვხედავ შავ სმოკინგში გამოწყობილ საოცნებო სხეულს...
ის არის... იმ მზერით მიყურებს ისევ რითიც ყოველთვის გადავყავდი ჭკუიდან...
ჩემსკენ მოდის... ცოტაც და მის სუნთქვას ვიგრძნობ...
კანკალი მიტანს... ვერ ვიმორჩილებ სხეულს...
ჩემს წინ ჩერდება...
ნაზად ეხება წელს და ჩვენი მზერა ერთმანეთს ეჩეხება...
ისევ ვიძირები მის ყორანივით შავ თვალებში...
ტანგო კი იფრქვევა ჰაერში და ყველაფერი უმნიშვნელო ხდება... სხეულს ვაყოლებთ მელოდიას და თავდავიწყებით ვცეკვავთ... თითქოს ყოველი უთქმელი სიტყვა გვინდა ჩავაქსოვოთ და სხეულს ვაძლევთ ნებას ილაპარაკოს... ჩახშული გრძნობები იღვიძებს და ყველაფერი სააშკარაოზე გამოდის...
ეს ყველაფერი თითქოს აღიარებას გავს...
მხოლოდ მე ის და ტანგო...
გული რიტმულად ძგერს...
ფრთხილად აცურებს ხელს ფეხზე...
ვგრძნობ ჭკუიდან გადავდივარ...
ისიც ცახცახებს...
ჩერდება... თავს მაწევინებს და კანკალით მეხება თმებზე...
თვალებს ვხუჭავ და მოღალატე ცრემლები შეუწყვეტლივ იწყებენ სვლას...
გული საგულედან უნდა ამოვარდეს...
თვალს ვახელ და ვხედავ მისი თვალებიც ტკივილითაა გაჟღენთილი...
ცდილობს ამაყად უკუაგდოს მოწოლილი ემოციები და სხეულიდან გამოსვლის უფლება არ მისცეს...
ტანგო მთავრდება და გამაყრუებელი დუმილი ისადგურებს...
სახეს ჩემს თმებში რგავს და მის სუნთქვას ვგრძნობ ყურთან ახლოს... მწვავს...
- მაპატიე... _ ჩურჩულებს და მოლანდებასავით ქრება...
მაღვიძარა გაუჩერებლივ რეკავს... თვალებს ვახელ და ვხვდები ისევ სიზმარი იყო...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent