შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება სიგიჟეა


20-10-2018, 13:44
ავტორი marita abuladze
ნანახია 1 166

დრო როცა ცდილობ გაიხსენო მეტი დადებითი შენს ირგვლივ და რაღაცნაირად გაუმკლავდე დეპრესიას, ახლა ისე არ მინდა ვიყო ბანალური და მელანქოლიკი როგორც არასდროს, არ მინდა ისევ შევისისხლხორცო სევდა და რაღაცნაირი წყობით დავალაგო ჩემი ცხოვრება, მე არ ვარ უემოციო და არც ჩემს ირგვლივ მომხდარი ამბები არ სამარდება უეცრად და უმტკივნეულოდ, უბრალოდ ცხვრებაში ასეთი გზა ავირჩიე, გზა რომელშიც ნაკლებად ჩანს ტკივილი და ნაკლებად იხატებე ჩემს სახეზე სევდა, სინამდვილეში ეს ყველაფერი ისე მძაფრადაა ჩემში ვგრძნობ მალე სუნთქვასაც ვეღარ შევძლებ, ხო სულს მიხუთავს ორაზროვანი ფრაზები, შეუსაბამობები ჩვენს შორის , ხანმოკლე ურთიერთობები, ურთიერთობები ერთი დღით და მერე ყველაფერი უბრალოდ მოგონებებად რომ ილექება. ჩემი სიჩუმე ბევრის მთქმელია, მაგრამ შენში იმდენად მეტია სათქმელი ვერაფრით იგებ ჩემი სიჩუმით ნათქვამ სიტყვებს. არც ვიცი უკვე მერამდენედ გარდავიცვალე დღეს და არც ვიცი ნამდვილი სიკვდილი თუ იქნება ასე მტკივნეული, ხშირად მგონია რომ ეს ყველაფერი უბრალოდ სპეკტაკლის ნაწილია და დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად გაივლის, ( ყოველ ახალ კადრს ხომ ახალი განცდა მოაქვს და ისიც მხოლოდ დროებით) მომბეზრდა დრამის თამაშც, მომბეზრდა თავის მართლებები, მობეზრდა უსამართლობაში სამართლის ძებნა, მომბეზრდა შენს ირგლივ ყველა და ჩემს ირგვლივ მუდმივი სიმარტოვე, მომბეზრდა გამუდმებით სინანული იმაზე რაც უკვე იყო და ვერაფრით ვპოულობ ჩემს თავში გზას რომ გამოვძვრე ამ შეგრძნებებისგან, ისე გაუფასურდა ირგვლივ ყველაფერი ვეღარ ვარჩევ რა მახარებს და რა მაფორიაქებს, ყველა დეტალზე ერთი რეაქცია მაქვს და მჯერა ესეც დროებითია. ნებისმიერი გამოძახილი გულში კვდება და იქვე იმარხება, სისხლძარღვები თრომბებით დამიმძიმდა და უკვე საკუთარი თავის ზიდვაც კი მეძნელება. რა არის ირგვლივ ლამაზი? მზე რომელიც მიზრდის მეტასტაზებს თუ მთვარე რომელიც უფრო მიმძაფრებს მარტოოას?! რა უფრო მტკივნეულია? უშენობა თუ შენს ირგვლივ არსებული "სხვები" ?! დაუსრულებელი , აუხსნელი განშორებები, დაბრუნებები უმიზეზოდ და აუხსნელად, სიკვდილი ყოველდღე, გაღვიძება მაშინ როცა ჯერ კიდევ მშვიდად გძინავს, პასუხები რომლებსაც ვერანაირ კითხვას ვერ ვუსადაგებ და ტკივილი, ტკივილი გულში, ტკივილი ფილტვებში ჰაერის ყოველ ჩსუნთქვაზე, ტკივილი უარაფრობისგან გამოწვეული და სახეები, შეშლილი სახეები, მერე კიდევ ეს აჩრდილები რომლებიც დამსდევენ, დამსდევენ და მახსენებენ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ, სიგიჟეა ყოველი დღე და ეს სიგიჟეც ყველაზე ბანალურია ამ დროს.
ვწერ დაუსრულებლად, ვწერ უმისამართოდ, ვწერ არეულად და თვითონაც არ ვიცი ყველა ეს ჩანაწერი რას უფრო ასახავს ჩემში... ვებრძვი ყველაფერს ირგვლივ და ვკარგავ ყველა გრძნობას ამ ბრძოლაში, არეულობა სულშ, ფიქრებში, არეულობა ქალაქში სადაც ვცხოვრობთ, ქუჩაში სადაც ერთნაირად მივაბიჯებთ და აქ ვერავის რომ ვერ გააკვირვებ შენი სახით, შენი გამომეტყველებით, შენი სტილით, შენი ამბიციით, კედლები სადაც ერთნაირი ჰაერი ტრიალებს გამუდმებით და სიცივე ერთიანად გვიჟონავს ძარღვებში...
აზრი რომ დამთავრდები, რომ ესეც გაივლის, რომ არ არსებობენ ნამდვილი ადამიანები, ყველა ერთ თამაშს თამაშობს და ყველა ერთ სივრცეში ტრიალებს, რომ მოვა დრო აღარ განიცდი, აღარ იტივტივებს მოგონებები, აღარ გაიჟღინთები ნიკოტინით და აღარ გაიზრდება მეტასტაზები, რომ მოვა დრო როცა დავუძურდებით, შევწყვეტთ ბრძოლას, რომ მივხვდებით ეს ომი არასდროს მთავრდება, ეს ქვაფენილები აღარ მიგასწავლიან გზას, აღარ გექნება მოვალეობები და შენც იქცევი მოგონებად, მერე იქნება უბრალოდ ირონიული ღიმილები, აუსრულებებლი ოცნებები, დაუმთავრებელი ფრაზები და ისევ ხანმოკლე ურთიერთობები, მძულს ეს ჰალუცინოგენები, მძულს გაბრუებული საკუთარი თავი და კიდევ უფრო მზიზღდება ირგვლი ნიღბიანი სხეულები...
აღარც მატარებლები მოძრაობენ, უკვე აღარც ბილეთებია, და გრძნობ შენი დრო გავიდა ვეღარ ჩდგები რიგში, ვერც ვერსად წახვალ ეს დასასრულია... დარაზეთ ყველა კარი, ღრიჭოები ამოავსეთ, მეტასტაზები შეაჩერეთ, შეაჩერეთ მოგონებები, დაივიწყეთ შეცდომები და ეცადეთ მოასწროთ და ისუნთქოთ კიდევ ცოტა ხანს...
მე მარადიული ბლოკატორი ვარ , ჩემს ირგვლივ მეტი სიგიჟეა და კიდევ უფრო მეტი შენ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent