შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ სიჩუმე


17-03-2018, 13:26
ავტორი sweetgirl
ნანახია 1 962

ირგვლივ სიჩუმე,დარდი და სევდა
ღამით ქუჩებში დავდივარ მე და
მესმის,თუ როგორ ბობოქრობს ქარი
შენ გხედავ,ნუთუ მატყუებს თვალი...

ვხედავ,თუ როგორ მოდიხარ ახლოს
არ მინდა ვინმემ ასეთი მნახოს
დარდით,სევდითდა ცრემლებით სავსე
იცი,ამ გრძნობით შენ რომ ამავსე!

არ მინდა,მაგრამ ახლოს ხარ უკვე
მინდა ვხედავდე,რომ სხვაგან უხვევ
მომადგა ისევ ცრემლების გუბე
და შენ არ უხვევ,წინ დგახარ უკვე...

ისევ სიჩუმე,მხოლოდ თვალები,
რომლებსაც ვერსად ვერ ვემალები
თითქოს გაჩერდა წუთი და წამი
ამ დროს ჩამოკრა საათმა სამი

შენ შემიმშრალე ხელით ცრემლები
ჩუმად მითხარი: "მე ვერ გელევი,
მიყვარდი მუდამ,ამის ხომ გჯერა?"
მე თავდახრილმა ვუთხარი: "ვერა...

არ მინდა ისევ მატკინო გული
არ მინდა,ისევ დამემსხვრეს სული,
რაც დამრჩა,ისიც უნდა წაიღო?
გული აღარ მაქვს,რაღა გავიღო?"

ისევ სიჩუმე,დარდი და სევდა
ღამით ქუჩებში მარტო ვარ მე და
ბიჭი რომ გაქრა სადღაც ლანდივით
გოგონა დარჩა,დადის დარდივით...



№1 სტუმარი სტუმარი ანა

Zalian kargi leqsia yochag

 


№2  offline წევრი sweetgirl

სტუმარი ანა
Zalian kargi leqsia yochag

❤️❤️Madlobaa❤️

 


№3 სტუმარი mariami

მომეწონა კარგიი ლექსია <3

 


№4  offline წევრი sweetgirl

Madlobaa❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent