შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადამიანი


21-10-2018, 16:12
ავტორი Cat-herine
ნანახია 1 082

ზურგიდან მოგეპარება, ისე მოგეკრობა ვით ხავსი ედება ასწლიან მუხას. კბილებს ჩაგასობს, ვით დიდი ხნის მშიერი ვაპირი გამოგწოვს თბილ სისხლს. ენერგიას გაცლის, თითქოს სურს დაგეპატრონოს, ემოციას გაცლის თითქოს სურს ძილ-ბურანში, უგონოდ გამყოფოს. ისეთ ტკივილს გაყენებს, თითქოს, სურს სამუდამო შოკი მოგფინოს მთელ სხეულზე, განძრევა რომ ვერ შეძლო, თავის დაღწევის ყველა მცდელობას გიკეტავს. სრულიად შიშველი დგახარ გამჭვირვალე კუბში, რომელიც თანდათან ივსება წყლით. ყვირი, განწირული ხმით ყვირი. კუბის გატეხვას ცდილობ, მაგრამ ამაოდ… თვალებს გთხრის და კლდის პირის ბილიკზე გასეირნებას გთავაზობს, წინააღმდეგობის გაწევის თითოეული ცდა უმნიშვნელოა. თითოეული ქმედება მის საწინააღმდეგოდ გვნებს შენ, ჩაგისახლდა სხეულში და გმართავს. გონება აზროვნებს, გული ფეთქავს, სული გრძნობს, მაგრამ ხორცს ვერ იმორჩილებ. ჭაობია. ჯუნგლებში ხარ, მარტოდმარტო, ირგვლივ ათასი ჯურის მხეცი დგას, თათებს ილოკავენ, რათა შეგჭამონ. აი,ზოლებიანი დიდი ვეფხვი, რომლის ბეწვიც წითლად ელავს ფოთლებს შორის გამოჭვრეტილ მზის პაწაწინა სხივზე. აი,დიდი დათვი გრიზლი, რომელიც მიუთმენლად ელის როდის დასტაცებ ლიანას ხელს, რომ ამოგათრიოს და ნაკუწებად გაქციოს. ოჰ, აი მგელი, რომლის ვერცხლისფერი შეფერილობა გატყვევებს მანამ, სანამ მის გამოშვერილ ეშვებს დაინახავ და შიმშილისგან გამწარებულ ღრენას გაიგონებ... ოოჰ, ეს კი ვინ დგას მათ შორის ? ყველაზე საშიში მხეცი, ის, რომელსაც ეს სამი ცხოველი ერთად აღებული ვერ შეედრება ვერც სისასტიკეში და ვერც მიყენებულ ტკივილში. ადამიანი, მომღიმარი, ცეცხლისფრად მოელვარე თვალებით, მომხიბვლელი ღიმილით და სასიამოვნო გარეგნობით, რომლის სულიც გაიხრწნა. და რას აკეთებს ის ? ჰაჰ, გაბრუნდა და მიდის. ამავდროულად თავი პირწმინდად მართალი ჰგონია. დაგტოვა ბედის ანაბარად. გვტოვებენ, ისინი სულ გვტოვებენ, ისინი შენც დაგტოვებენ. მაგრამ თუ გაგიმართლა...



№1  offline წევრი Cat-herine

eremar
სრულიად გეთანხმები ყველაფერში, ადამიანზე საშიში მხეცი არ არსებობს. . სწორედ ასე მიმაგდეს უმოწყალოდ, გამომჯიჯგნეს გამომწოვეს და ფიტული ც კი არ სურთ დამტოვონ. მაგრამ მე ახლა მათზე ძლიერი ვარ და ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა იყოს სიმართლე, მაინც ყველაფერს გადავიტან. უნდა შევძლო ამ ყველაფრის წარსულში დატოვება და ყველაფრის ახალი ფურცლიდან დაწყება, მაგრამ ამას დრო სჭირდება ვატყობ. ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ვაღარე ეს რეალობა და სანამ ბოლომდე არ გავაცნობიერებ, გამიჭირდება მისი გაალახვა, მაგამ უნდა შევძლო. ვიცი შევძლებ უფლის შეწევნით.

რა თქმა უნდა, ყველაფრის მონელებას შეძლებ. ყველაფრის და ყველას. სულიერად გახრწნილებს ზედაც არ უნდა შეხედო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent