ნოემბრის სუსხიანი საღამო იყო...
ოქტომბრის სუსხიანის საღამო იყო,მაგრამ იმდენად კარგად,თბილად ვიყავი შენთან,რომ შენივე სითბოს გარდა ვერაფერს ვგრძნობდი. იმ დღეს,იმ ღამით,იმ წამს პირველად შევეხე შენს დაძარღვულ ხელებსა და ხელს. შენ თავი ჩემს კისერში გქონდა ჩარგული და უშფოთველად,მონოტონურად სუნთქვდი. დამეფიცება,ეს ყველაზე მშვენიერი რამ არის დედამიწაზე. გრძნობდე ასე ახლოს ადამიანს,რომელიც შენს გულსა და სულს დაუკითხავად ეხება,დაუკითხავად აფათურებს ხელს შენს ცხოვრებაში,ისე,რომ ვერც ხვდებოდეს ამას. შენი ტუჩები ნელა ეხება ჩემს ყელს. ესეც პირველი კოცნა. შემდეგ,ოდნავ ჩქარა. ეს - მეორე. საბოლოოდ კი ელვის სისწრაფით ეხები ჩემს კანს. ეს - მესამე. შეიძლება შენ ამ დროს ვერაფერს გრძნობ,მაგრამ ნეტავ ხედავდე სამყაროს ჩემი თვალებით.ახლა დარწმუნებული ვარ,რომ ვერასდროს შევძლებ შენს გაშვებას,დათმობას. ჩემი გრძნობები შენზეა გადახლართული. მე შევ ვერ გიშვებ. უაზროდ მოშტერებული ვაკვირდები ყველა შენს ქმედებას. შენი ღიმილი ... ვგიჟდები,როგორ გიჩნდება ლოყებზე ფოსოები. ვგიჟდები,როდესაც უსწორმასწორო თმას აჩქარებით ისწორებ და ვგიჟდები,როდესაც ჩემს კისერთან ასე ახლოს სუნთქავ. შეიძლება ათასჯერ დაგკარგო,მაგრამ გპირდები,მაინც მუდამ ჩემთან იქნები. ფიქრებში,გრძნობებში,ცრემლებში,ჩემს ყვირილსა და დუმილშიც კი შენ იქნები,ყოველთვის,გპირდები. შენ ალბათ ყველაზე საოცარი ადამიანი ხარ ჩემს ცხოვრებაში და მე შენ მიყვარხარ. ვიდრე ბოლო ვარსკვლავი ანათებს ცის კამარაზე, ვიდრე დედამიწას კიდევ ათბობს მზე. მე შენ მიყვარხარ. მაინც გიპოვი,გეფიცები,ჩემგან წასულს და გადაკარგულს მაინც გიპოვი. შეუძლებელია ადამიანი სადღაც შენთვის სუნთქავდეს,შენ კი ვერ იგრძნო მისი ლოდინი,მისი დაღლილობისგან გახშირები სუნთქვა ... მე შენ მიყვარხარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.