გათავისუფლება
რამდენიმე წლის წინ შემთხვევა მქონდა, ალბათ ყველაზე აზრიანი, მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში. ემოციებით და გრძნობებით მოზღვავებულს წიგნაკში ჩამიჯღაბნია ჩანახატის სახით, ზედმიწევნით სიზუსტით ამისახავს თითოეული დეტალი, მაგრამ ყველაზე მთავარი გამომრჩენია… ორი დღის წინ ისევ ისეთივე შეგრძნებით ჩავუარე იმ ადგილს , როგორც მაშინ.. სამსახურში მიმავალი გოგონა ავტობუსიდან ჩამოდის. ჩაფიქრებული და დადარდიანებული მიუყვება ტროტუარს, რატომღაც სკოლის მეგობარი ახსენდება. ცეკვაზე ერთად დადიოდნენ, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ცალ ფეხზე რომელი უფრო დიდხანს გაჩერდებოდა, თავიანთი მოგონილი თამაში იყო. სულელური, მაგრამ გულიანად ხალისობდნენ. ახლა მის გონებაში მუქი წაბლისფერი, გრძელი თმით და მომღიმარი სახითაა აღბეჭდილი, ასევე შემზარავი ხმა: ,, თავი მოიკლაო“. ისევ ისე ეწვის მთელი სხეული და საშინელ ტკივილს გრძნობს როგორც მაშინ, სახლში მყოფს უჩვეულო სიჩუმეში რომ ჩაესმა ყურში. თითქოს სიზმარია, თავს იმშვიდებს, გამოეღვიძება და შვებას იგრძნობს.. რა მოხდებოდა მაშინ ასეთი ბავშვები რომ არ ყოფილიყვნენ ყველანი?!.. პატარა ჩანახატიც მიუძღვნა, რომელიც მხოლოდ ერთხელ წაიკითხა ხმამაღლა. ალბათ ახლაც ბევრს გაეხსნება გულის ჭრილობა... პირობა მისცა იმ დღეს საკუთარ თავს, არასდროს,არასდროს დაივიწყებდა მის მომღიმარ სახეს. გაახსენდება თუ არა ინსტიქტურად მაშინვე გულში ჩაიკითხავს ლექს: ,,მე ლამაზი მეგობარი მყავდა. თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით, ერთხელ მტრედმა ფრთები მოუტანა გაფრინდა და ღრუბლებს გაჰყვა ცათა.. სად ვეძებო სადა?! მე ლამაზი მეგობარი მყავდა"... ამ ფიქრებით ისაა გზა უნდა გადაკვეთოს და ხიდზე გადავიდეს, ხედავს მოპირდაპირე მხარეს ტროტუარზე მომამავალ წითურ მამაკაცს, რომელიც ჩერდება, ქურთუკს ხიდის მოაჯირზე კიდებს და მტკვარს გადასცქერის. გოგონა თითქოს მიხვდა... აფორიაქდა... მამაკაცი მოაჯირს გადაახტა, ფეხებით და ხელებით თავს იმაგრებს, ჯერ კიდევ ყოყმანობს. შეშინებული, მუხლებმოკვეთილი ისე გადარბის გზაზე ვერც ამჩნევს მომავალ ავტომანქანებს. მხოლოდ ერთი მიზანი აქვს. მიუახლოვდა თუ არა მთელი ძალით ხელი მაჯაზე მაგრად ჩაავლო და დაუღრიალა: -რას აკეთებ! გადმოდი! არ გაგიშვებ! წითური რაღაცას ლუღლუღებს მაგრამ ვერაფერს იგებს. ნელ-ნელა უკან გადმოსვლას იწყებს. იმდენად ძლიერად ჩაევლო ხელი მაჯაზე თითქოს გაქვავებულიყოს, გალურჯებოდა ორივეს ხელის მტევნები. დახმარებას ითხოვს, არცერთი ქვეითად მოსიარულე არ ჩანს. ხელს უქნევს მოძრავ მანქანებს, სიმწრისგან თვალები აუწყლიანდა, სისხლძარღვები ჯერ ყელზე ებერება, მერე შუბლზე, ლამისაა გასკდეს, გადმოჩქებდეს სისხლი. ხალხნო რამ გადაგაგვარათ, ნუთუ ვერ ხედავთ?!... ისევ თვითონ გადმოყავს, გაუჩერებლად ლაპარაკობს,ამშვიდებს როგორც შეუძლია, მამაკაცი ისევ რაღასაც გაუგებრად ლუღლუღებს, მერე იქვე ეკლესიიკენ მიემართება. დაშორდნენ ერთმანეთს, დაბნეულ და შეშინებულ გოგონას სახელის კითხვაც კი დაავიწყდა. სამსახურში მისულს, ყველანი გაკვირვებული შესცქერიან, მას კი ხმა ვერ ამოეღო, მხოლოდ პოლიციის თანამშრომლის კითხვაზე გამოერკვა(ვიღაც მგზავრს ავტობუსიდან დაურეკავს ცხელ ხაზზე) - შვილო არ შეგეშინდა, შენც რომ გადაეყოლებინე? - არ მიფიქრია, მხოლოდ იმის შიში მქონდა დროულად რომ ვერ მივიდეთქო.. ასე მეორდება შემთხვევის ადგილზე ან მის სიახლოვე გავლისას ყოველ ჯერზე ერთი და იგივე, თოთქოს დრო ჩერდება, ისევ და ისევ... იმდენად ღრმად ყოფილა ჩემს ქვეცნობიერში ჩამარხული არ ვიცი რა დავარქვა სურვილი, თხოვნა, შესაძლებლობა თუ გათავისუფლება... ვხდები, რატომაც მე იმ დღეს... ,, შეუცნობელ არს გზანი უფლისანი" |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.