იდუმალი გრძნობა...
ვერც კი წარმოიდგენთ რა საოცარი გრძნობაა სიყვარული... სიყვარული არის რაღაც ამოუცნობი... სასიამოვნო... საოცრება... სიგიჟე...ბედნიერება... ტკივილი... სიხარული...მონატრება... და კიდევ ბევრი რამ რაც შეგიძლია მიუწერო სყვარულით განცდილ გრძნობებს... მეცნიერებისთვისაც კი ამოუცნობია გრძნობა „სიყვარული“ „შავ ხვრელზე“ „ბერმუდის სამკუთხედზე“ და კიდევ ბევ რამეზეც კი უბრალოდ ერთი სიტყვა, რომელიც სულ რაღაც ცხრა ასობგერისაგან შედგება და ოთხ მარცვლიანია... იმდენი გრძნობა უკავშირდეა ერთ სიტყვა „სიყვარულ“-ს, რომ სულ რომ გაუთავებლად ილაპარაკო ერთი დღე, ერთი კვირა, ერთი თვე, ერთი წელი და ერთი საუკენეც კი მაინც ვერ ამოწურავ ამ თემას... ყველას ინდივიდუალური შეხედულება გააჩნია... ყველა სხვადასხვა ემოციას განიცდი... ზოგისთვის უბრალოდ ერთი სიტყვაა, რომელიც არაფერს წარმოადგენს... ზოგითვის კი მთელი სამყარო... მაგალითად მე მარტო თემა „სიყვარულს“ შემიძლია დავუთმო „ვორდის“ ერთი...ორი...სამი.......ათი და კიდევ უამრავი გვერდი.... სიყვარული ეს ის გრძნობაა, როდსაც თავისუფალი ხარ და გინდა ბოლო ხმაზე იყვირო თუ როგორ ძალიან გიყვარს... ყველაფრის მიმართ გაგაჩნია ადამიანს სიყვარული, მაგრამ განსაკუთრებულად იმ მეორე ნახევრის მიმართ, რომელიც ავსებს, ერთ მთლიანს და სრულყოფილს ხდის... როდესაც შეყვარებული გყავს განსაკუთრებით მაშინ ხარ თავისუფალი, რადგან შენ იცი, რომ როდესაც მოგინდება მიხვალ ჩაეხუტები, აკოცებ, მოეფერები, ეტყვი რომ გიყვარს... და არა იოცნებებ ამ ყოველივეზე.... ზოგი თვლის, რომ ეს მიჩვევაა და ბოლოს უბრალოდ იმ ადამიანთან ერთად ცხოვრებას ეჩვევი და ეს გრძნობა უკვალოდ ქრება... არ მესმის ასეთი ადამიანების... სიყვარული ეს ისაა რაც არასდროს დაიკარგება და მარადიულია... შეიძლება ვცდები, მაგრამ ეს ჩემი პირადი აზრია... ღმერთმა ყველაფერი სიყვარულით შექმნა და სულ ასე გაგრძელდება, სიყვარული რომ არა დედამიწა უკუნით სიბნელეს დაემსგავსებოდა, რომელიც სავსეა ბოროტებით, სიძულვილით, შიშით... აბა ახლა მიხვდით, რომ თუ სიყვარული არ იქნება ორ ადამიანს შორის ისინი ერთმანეთს ვერასდროს ვერ „შეეჩვევიან“ , ამის გარეშე მათ შორის გაჩნდება სიძულვილი, რომელსაც ბოლოს ვეღარ აიიტანენ და მაინც დაშორდებიან... როდესაც გიყვარს ცხოვრებას „ვარდისფერი სათვალეებით“ უყურებ, ბედნიერი ხარ, როდესაც „ის“ გეხება შენს ორგანიზმში რაღაც ამოუცნობი ხდება, პულსი გიჩქარდება, ტემპერატურა გემატება და თქვენ იცით რომ ძალიან ძლიერ სიყვარულს განუკურნებელი სენის განკურნებაც კი შეუძლია... ამიტომმაა ეს გრძნობა ყველასთან შედარებით განსაკუთრებული და საოცრება... მაგრამ ამ დროს გეშინია, გეშინია იმის, რომ შეიძლება ეს ოდესღაც დამთავრდეს, რადგან კარგს ყოველთვის მოყვება ცუდი და პირიქით... ეს ის უსაშინლესი გრძნობაა რომელსაც სიყვარული იწვევს, თუ არ გყვარებია ვერასდროს მიხვდები როგორია სიყვარულით გამოწვეული შიში, როდესაც გეშინია რომ მას წაგართმევენ, დაკარგავ, სხვა შეუყვარდება, შეცდომას დაუშვებ, გიღალატებს... ხალხნო ეს ზე-საოცარი გრძნობაა და სიყვარული შეიძლება ცამდე, ცას იქეთ კი ღმერთამდე... მართალია ეს არაფერია იმასთან შედარებით რაც რელურადაა და ასე ვთქვათ „ზღვაში წვეთია“ მაგრამ იმედი მაქვს ოდნავ მაინც დაინახავთ რა იდუმალი გრძნობაა სიყვარული და როგორც ვთქვით ოთხი მარცვლისგან და ცხრა ასობგერისაგან შედგება.... ///////////////////////////////////////// ეს ჩემი პირველი ჩანახატია, არ ვიცი მინდოდა უფრო მეტი მესაუბრა რადგან უამრავი რამ შემიძლია ვილაპარაკო ამ თემაზე, რადგან მე მყვარებია ვერ ჩაწვდები ამის აზრს თუ ერთხელ მაინც არ გყვარებია, ეს სიტყვები გულიდან ამოსულია და სულში გწვდება, „ სიყვარული შეიძლება ცამდე, ცას იქეთ კი ღმერთამდე....“-მე შემიფასეთ.... მწერალი:“Life is wonderful” სიყვარულით:“მე“ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.