შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არაფერი მნიშვნელოვანი


5-11-2018, 14:55
ავტორი GirlWhoWritesBcsSheNeedsBreathe
ნანახია 1 129

საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს ვყოფილვარ. როდესაც რაღაც კარგად გამომდიოდა, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ შემეძლო უკეთესად გამომსვლოდა. ეს ფიქრები თავს არ მანებებდა და საბოლოოდ თავს უბედურად ვგრძნობდი.
ცხოვრებაში ერთადერთი მთავარი მიზანი მქონდა - დამემალა ჩემი ემოციები და სხვების თვალში ხალისიანი ვყოფილიყავი.
მგონი ეს ყველაფერი კარგად გამომდიოდა. ბავშვებთან ერთად ბევრს ვერთობოდი, ვცეკვავდი, ვმღეროდი და ვცდილობდი ყველა აქტივობაში ვყოფილიყავი ჩართული.
მაგრამ როგორც კი საკუთარ თავთან მარტო ვრჩებოდი მიჩნდებოდა კითხვები, რომელთაც პასუხს ვერ ვცემდი.
რატომ ვატყუებდი ჩემ მეგობრებს, რომ ბედნიერი არ ვიყავი და რატომ ვუმკლავდებოდი ამ წნეხს მარტო.
მაგრამ ყველაზე მთავარი კითხვა იყო ის, თუ რატომ ვჩაგრავდი საკუთარ თავს.
სარკეში ჩახედვაც არ მინდოდა, რადგან ვთვლიდი, რომ მახინჯი ვიყავი. საკუთარი ფიგურა კი არასდროს მაკმაყოფილებდა. მინდოდა უფრო დარწმუნებული ვყოფილიყავი საკუთარ შესაძლებლობებში, რომელიც სინამდვილეში უსაზღვრო იყო.
უბრალოდ მაკლდა რაღაც პატარა ნაპერწკალი, რაც ამ ჩაკეტილობიდან გამომაღწევინებდა და ეს ნაპერწკალი საკუთარი თავის სიყვარული იყო.
იმაში, რომ მე დღეს აქ ვდგავარ და ასე თამამად გიზიარებთ ჩემ ტკივილს პირველ რიგში ჩემი მეგობრების დამსახურებაა, რომლებიც ყოველთვის ყურადღებით ისმენენ ჩემ გასაჭირს და მეხმარებიან, მამხნევებენ და მომიწოდებენ იმისკენ, რომ არ დავნებდე.
მე გავიზარდე და დავრწმუნდი იმაში, რომ ცხოვრებაში ყველაზე სანდო ადამიანი, რომელიც ყოველთვის შენ გვერდით იქნება ისევ და ისევ საკუთარი თავია.
მივხვდი იმასაც, რომ ძალიან რთულია იყო ქალი. შენი არასდროს არავის სჯერა, ყოველთვის გამოგიძებნიან რაღაც ნაკლს და გეტყვიან რომ სუსტი ხარ.
საჯაროდ ცნობილი ფაქტია, რომ მინდა ქირურგი გამოვიდე.
ვინც ამას გაიგებს იცით პირველად რას ამბობს? „ქალი და ქირურგი?“
ბევრჯერ უთქვამთ ისიც, რომ ეს რთულია და თავს ვერ გავართმევ, რომ უნდა ვისწავლო მთელი ცხოვრება და არ უნდა გადავდგა ერთი მცდარი ნაბიჯიც კი.
მე ეს ყველაფერი ვიცი და მზად ვარ ამ გამოწვევისთვის.
როდესაც საკუთარი თავის გჯერა შეუძლებელი და გადაულახავი არაფერია. ამაში მაშინ დავრწმუნდი, როდესაც ვიბრძოლე ლეპტოპისთვის და მოვიპოვე კიდევაც ის.
ბევრჯერ მითქვამს და კიდევ აღვნიშნავ, საქმე მხოლოდ ლეპტოპს როდი ეხება... ეს უბრალოდ მოტივაციაა იმისთვის, რომ უფრო კარგი ვიყო.
სიმართლე რომ გითხრათ ახალი სასწავლო წელი კარგად არ დაწყებულა. ბევრი პრობლემა შეიქმნა და რაღაცებმა გული მატკინა, მაგრამ ეს წყენები გადავყლაპე, რადგან არ მინდოდა სიტუაცია გამეუარესებინა
არსებობენ ბოროტი ადამიანები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ხელი შეგიშალონ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ არსებობენ კეთილები, რომლებიც დაგიცავენ და პირიქით ხელს შეგიწყობენ.
ის ფაქტი კი რომ დღევანდელ რეალობაში მნიშვნელობა მხოლოდ გარეგნობას აქვს ძალიან მტკენს გულს (რა თქმა უნდა ეს ყველას არ ეხება, მაგრამ უმეტესობა ასეა). მართლა მაწუხებს ის, რომ ადამიანს მხოლოდ მაშინ აქცევენ ყურადღებას თუ ის ლამაზია.
გოგოებიც და ბიჭებიც არ აქცევენ ყურადღებას იმას თუ როგორია ადამიანი შინაგანად და ზოგადად რა საქმიანობითაა დაკავებული. შეიძლება გოგო ძალიან ლამაზი იყოს, მაგრამ მხოლოდ ბოროტი განზრახვები ამოძრავებდეს და პირიქით.
მე ადამიანის პიროვნების ამოსაცნობად მაინტერესებს ვინ არის, რა ჰობი აქვს, რა გამოსდის კარგად და რა ცუდად, მაინტერესებს რას აპირებს მომავალში, რას უსმენს, რას კითხულობს და სხვა მსგავსი წვრილმანი.
ასეთ წვრილმანებს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და არა იმას, თუ როგორ გამოიყურება ადამიანი.
მინდა, რომ ყველა ასე ფიქრობდეს.
შეიძლება ზოგს თავი მოგაწყინეთ, მაგრამ ბოლო სათქმელსაც ვიტყვი.
აღარ ვაპირებ თვითგვემას და ვიღაც-ვიღაცების გამო ტირილს. ჯერ ძალიან პატარა ვარ და მინდა ცხოვრება შევირგო, ის ხომ ძალიან ლამაზია! ჯერ ყველაფერი წინ მაქვს. მინდა თინეიჯერობის ეს შესანიშნავი წლები გულწრფელად ბედნიერად გავატარო და ამას დღეიდან ვიწყებ იმით, რომ ყველას ვისაც კი ოდესმე რაიმე გაწყენინეთ ბოდიშს გიხდით.
დღეს ახალი სიცოცხლის ახალი დასაწყისია და სულ ბოლოს
ძალიან მიყვარხართ.



№1  offline წევრი ზღვა))

ყველაფერი იქნება მაგრად <3 მეც ანალოგიურად ვგრძნობ თავს თითქოს რაღაც დაბრკოლებები ჩნდება,თითქოს ქალისთვის რთულია, თუნდაც ქირურგობა, ბევრი სიყალბეა ირგვლივ მაგრამ,რწმენა საკუთარი თავის მიმართ მთებს დაძრავს, რაც შეეხება დაბალ თვითშეფასებას,ამაზე ვერაფერს გეტყვი,რადგან ანალოგიური მჭირს მეც :( წარმატებები...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent