შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფერისცვალება…


11-11-2018, 09:43
ავტორი shemiyvare
ნანახია 1 547

“რაღაც რომ ხდება უცნაური,
მარტო შენ იცი,
გსურს, სხვებსაც უთხრა, გააფრთხილო,
არ კი გაცლიან…
ბოლავს სამყარო,
გარდაცვლილი ბუნება იწვის…
შემოდგომაა განშორება და
კრემაცია…
როგორც მახლობელ ჭირისუფალს, შავი გაცვია,
გარეთ კი მშვიდად მოღიმარი ზამთარი იცდის..”


ამას ყოველ 19 აგვისტოს განვიცდი, 1 დღეში იცვლება ბუნება ჩემს თვალინ, ვგრძნობ როგორ ერთიანად იცვლება ყველაფერი, მთელი სამყარო იცვლის ფერს, მხოლოდ მე, მხოლოდ მე ვრჩები ხოლმე ფერუცვლელი და ისევ ისე, ძველებურ ფერებში განვაგრძობ ცხოვრებას, ოდნავ უფრო დამძიმებული სუნთქვით და ოდნავ მეტი მოგონებებით. მოგონებებით ადამიანებზე რომლებიც დაუფიქრებლად მშლიან საკუთარი ფერშეცვლილი ცხოვრებიდან.

რა უფრო უცნაურია ერთ დღეში დაივიწყო წარსული და დაიწყო ახალი ცხოვრება? თუ ის რომ წლები გადიოდეს და შენ ისევ ერთ ადგილას იყო? ისევ გინდოდეს, სრულიად უაზროდ, უერთგულო ადამიანებს რომელთათვისაც არაფერს ნიშნავ, რომელთა გვერდითაც იცი აღარასდროს იქნები… და ალბათ არც უნდა ყოფილიყავი…

ხანდახან ძალიან რთულია იყო ადამიანი, ადამიანი სახლი, რომელიც ყოველთვის ერთ ადგილას დგას და ელოდება დაღლილ მგზავრებს… სახლი რომელთანაც მოდიან როცა თავშესაფარი სჭირდებათ და მიდიან როცა აღარ სჭირდებათ. რომელიც ცოტა მონჯღრეული, მაგრამ მაინც მყუდროა წვიმასა და თოვლში, შეიძლება ცოტა ნიავსაც ატარებს მაგრამ ქარიშხალს არასდროს მისცემს შენი წაღების უფლებას… რთულია იყო სახლი, სახლი რომელსაც მუდამ საყვედურობენ რატომ თან არ გამომყევი ქარიშხალში გარეთ რომ გავრბოდიო, როცა თავს ერთ ადგილას თავადაც ძლივს იმაგრებდა..


და მაინც...


ხანდახან მგონია რომ ძალიან დავბერდი და მოგონებებით ვცხოვრობ, არაფერი ახლის განცდა არ შემიძლია… მგონია საუკუნე გავიდა მას შემდეგ რაც ბოლოს ვიგრძენი ბედნიერება… ბოლოს ვიყავი აღფრთოვანებული… ის ადამიანები და მუსიკაც კი რომელიც ადრე მაბედნიერებდა მხოლოდ ჩემი გულის შეკუმშვას იწვევს საცოდავად… გულის რომელსაც უკვე ეშინია აჩქარების, ემოციების, გადაღლის, სიკვდილის… შემოდგომისაც კი ეშინია…

შემოდგომა მოდის, სეზონი სევდისა და მონატრებისა, სეზონი როცა ყველაზე ადვილია ცივმა ქარმა წაგაქციოს თუკი არავინ გეგულება, ვინც ხელებგამოწვდილი გელოდება, გელოდება რომ ძლიერად შემოგხვიოს ის ხელები და გაგრძნობინოს რომ რამდენჯერაც უნდა იცვალოს ფერი ბუნებამ მისი გამოწვდილი ხელები ისევ იმფერი დარჩება და ისევ დაელოდება შენი მარადმწვანე ტყისფერი თვალების გამონათებას…...



№1  offline მოდერი bla.ell

მომეწონა ჩანახატი...იმედია ამ სეზონისთვის მზად ხარ და გყავს ის ვინც დაგიჭერს და არც შეგცივდება❤წარმატებას გისურვებ საყვარელო❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent