შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო დღე


18-11-2018, 22:40
ავტორი GirlWhoWritesBcsSheNeedsBreathe
ნანახია 1 205

მისი გარდაცვალების შემდეგ სამი წელი გავიდა და მე ჯერ კიდევ არ მინდა დავიჯერო, რომ ეს სიმართლეა.
მის ოთახში შესვლას დღემდე ვერ ვბედავ, ყველაფერი ისეა როგორც სამი წლის წინ იყო, არც ერთი ნივთისთვის არ მიხლია ხელი და არაფერი გადამიყრია. ამაზე ფიქრიც კი იმტენად მტკივნეულია, რომ მინდა თვალების ჩაწითლებამდე ხმამაღლა ვიტირო.
პრობლემა იმაშია, რომ იმდენად ვარ გამოფიტული ცრემლიც აღარ დამრჩა მწუხარების შესამსუბუქებლად. ყოველი დღე არის ურთულესი ბარიერი, რომელიც უნდა გადავლახო და არ ჩავფლავდე, ისევ და ისევ მისთვის, რადგან ვიცი ენდომებოდა, რომ მეცხოვრა.
22 წლის გოგონასთვის მარტოხელა დედობა ძალიან რთულია, მე კი ცხოვრებამ სწორედ ასეთი ბედი მარგუნა. გავაჩინე პატარა ანგელოზი, რომლის ლამაზი მზერა და ღიმილი ყოველ წამს მახსენებს თავს.
ვცხოვრობდით უკიდურეს გაჭირვებაში, ხშირად მიშიმშილია იმის გამო, რომ მას ორი ლუკმა მაინც ეჭამა და მშიერი არ ყოფილიყო. ჩემი გოგონა საოცრად ლამაზი იყო, დიდი მწვანე თვალები და გრძელი თაფლისფერი თმა ჰქონდა. ყოველ დილას მეხუტებოდა და ტკბილად მაღვიძებდა სიცილი-სიცილით.
ყველაფრისდა მიუხედავად პოზიტიური ბავშვი იყო, ხვდებოდა, რომ არ ჰყავდა მამა, მაგრამ მასზე შეკითხვებით არ მაწუხებდა. ხვდებოდა, რომ სხვა ბავშვებივით, რომლებიც მის სკოლაში სწავლობდნენ, ვერ ექნებოდა ბოლო დონის მობილური, ვერ ივლიდა სავაჭრო ცენტრებში გასართობად და ვერ დაიკმაყოფილებდა საკუთარ სურვილებს რაც ფულთან იყო დაკავშირებული და მას ამის ესმოდა. ის მე არ განმკიცხავდა, მაგრამ მე საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ვმუშაობდი, მაგრამ არ მქონდა სათანადო გამოცდილება, რომ ბავშვი ყველანაირად გამენებივრებინა.
ის მაინც იღიმოდა.
ერთ დღეს კი, როდესაც 8 წლის იყო, სკოლიდან არ დაბრუნებულა. ნახევარი საათი ველოდე, შემდეგ კი მის მოსაძებნად გავედი. ცოტახანში პოლიციაშიც დავრეკე და ასე დაიწყო ყველაფერი.
ტელევიზიით ამბები სინათლის სიჩქარით ვრცელდებოდა, გარეთ ვინც დამინახავდა ყველა ჩურჩულებდა, ზოგი ამბობდა, რომ უყურადღებო, დაუდევარი და არასაკმარისად კარგი დედა ვიყავი. ეს სიტყვები დიდ ტკივილს მაყენებდა, მაგრამ მთავარი ჩემი გოგონას პოვნა იყო.
ხალხი მეხმარებოდა, დავდიოდით ყველგან სადაც შეიძლება ყოფილიყო. 10 დღის შემდეგ გვამი იპოვეს და ის ოფიციალურად მოკლულად გამოცხადდა.
დღემდე არ ვიცი რა მოხდა, დღემდე თავისუფალია დამნაშავე, დღემდე გაურკვევლობაში ვარ და უზომოდ მტკივა. საკუთარ თავს ვადანაშაულებ და არაფერი მეხმარება იმაში, რომ უკეთ გავხდე.
შვილმკვდარ დედაზე მეტად ამ ქვეყნად არავის სძულს საკუთარი ცხოვრება.
იმაზე ფიქრი, რომ ჩემ გოგონაზე იძალადეს, საბოლოოდ მაგიჟებს. წარმოვიდგენ, როგორ მეძახდა სიკვდილის წინ და იმედი ჰქონდა, რომ მის დასახმარებლად მივიდოდი, მაგრამ მე ვერ შევძელი.
როგორც ვთქვი სამი წელი გავიდა. დღეს 20 ნოემბერია, ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო დღე. ფანჯრიდან ვიყურები და პარკს ვხედავ, სადაც პატარები თამაშობენ და ერთობიან. ნუთუ ღირს ამ დღის აღნიშვნა?

* * *
ჩემი პატარა ჩანახატი ეძღვნება ყველა შვილმკვდარ დედას. სიტყვებით ვერ აღვწერ, როგორ ვიზიარებ მათ მწუხარებას. მინდა იცოდნენ, რომ ეს მათი ბრალი არ არის.
პატარაობაში მიხაროდა ეს დღე, რადგან ოჯახი გარეთ გავდიოდით და ვერთობოდით. ახლა აღარ მიხარია, რადგან ეს გრძნობა შიშმა შეცვალა.
მე მეშინია გარეთ გასვლის, მეშინია ჩემი პატარა ძმის ეზოში გაშვების.
ღმერთმა იცის რამდენი ფსიქოპათი და შეშლილი დაიარება თავისუფლად საქართველოს ქუჩებში.
დროა რეალობას თვალი გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ წინა წლებთან შედარებით ბავშვთა მკვლელობის, მათზე ძალადობისა და მათი სუიციდის სტატისტიკა საკმაოდ მომატებულია. ეს არ არის სახუმარო თემა და მე არ მაქვს იმის უფლება, რომ 20 ნოემბერს ღიმილით შევხვდე, რადგან დღევანდელ დღეს ჩემ მშობელს ჩემი გარეთ გაშვების არ უნდა ეშინოდეს, მაგრამ საფრთხე რეალურია და მას ეშინია.
იმედი მაქვს, რომ ჩვენი ხელისუფლება რაღაც ზომებს მიიღებს და შემდეგ 20 ნოემბერს ისე აღვნიშნავ, რომ თვალწინ გაუბედურებული და შვილმკვდარი ოჯახები არ წარმომიდგეს.






*********

მეგობრებო ძალიან გთხოვთ შემიფასეთ! ღირს ამ ჩანახატის სკოლაში პრეზენტაციის სახით წაკითხვა? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში <3 ვისაუბროთ ამ მტკივნეულ თემაზე



№1  offline წევრი Nodar Cecxladze

Namdvilad girs waikitxe

 


№2  offline წევრი izabella

ძალიან მძიმე წასაკითხია, მაგრამ ღირს.

 


№3  offline წევრი GirlWhoWritesBcsSheNeedsBreathe

მადლობთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent