უემოციო ქალაქი
დღეს შაბათია, საზოგადობის გარკვეული ნაწილისთვის ერთ-ერთი საყვარელი დღე.დღე, როდესაც შეუძლიათ დაიწყონ ცოტა ხნით განტვირთვაზე ფიქრი. მე კი ვზივარ კაფის ერთ-ერთ კუთხეში, სადაც ძალიან, ძალიან კარგი გარემოა გარშემო. ცხელი ამერიკანოს და სასიამოვნოდ წყნარი მუსიკის ფონზე ვიყურები ფანჯარაში, საიდანაც ულამაზესი შემოდგომის ხედი იშლება: წითელი, ყვითელი და მწვანე ფოთლებით მორთული უზარმაზარი ხეები, საიდანაც ფოთლების ნაწილი ჩამოცვენილა და ულამაზესი ხალიჩასავით მოფენია ქუჩას და წვიმა ასველებს. ხალხი კი ირევა ერთმანეთში, ყველას სადღაც ეჩქარება, ყველა თავის ფიქრში არის გართული და ერთნაირი გაყინული, უემოციო და არაფრის მთქმელი სახეებით დადიან. თითქოს ყველას ერთიანად ამოგლიჯეს ყველა ემოცია და რობოტებს დაემსგავსნენ. იმდენად გადაეშვნენ გარკვეული პრობლემების მორევში, რომ ძალა აღარ შერჩათ ემოციებისთვის ან უბრალოდ დაავიწყდათ, რომ მათ ეს გააჩნიათ.ზოგსაც კი ისე აქვს ეს როლი მორგებული, რომ თითქოს "უტყდებათ" ემოციის გამოხატვა: ბედნიერების, გაბრაზების. ალბათ გონიათ, რომ ამით ვინმეს თვალში ცუდად გამოჩნდებიან და სერიოზული ადამიანის იმიჯით უფრო კარგ შთაბეჭდილებას მოახდენენ ადამიანებზე. იმდენად ტრადიციული გახდა უკვე ასე არაფრისმთქმელი და უემოციო სახით სიარული, რომ უკვე ბევრისთვის ემოციის გამოხატვა გაკვირვების საგანი გახდა. დიახ, დიახ უკვირთ, როდესაც ქუჩაში ხედავენ გაღიმებულ, ბედნიერ ადამიანს. ფროიდს აქვს ერთი ძალიან კარგი ფრაზა ემოციებზე: "სამწუხაროდ ჩახშობილი ემოციები არ ქრებიან. მართალია მათ აიძულეს გაჩუმება, მაგრამ ისინი განაგრძობენ გავლენის მოხდენას ადამიანებზე." ამიტომ ნუ ეცდებით მის ჩახშობას თქვენში, ეს არის ის, რასაც შეუძლია თუნდაც ცოტათი მაინც მოგგვაროს სიმშვიდე, მოგვიტანოს ბედნიერება, ადამიანები ხომ საბოლოო ჯამში ამისთვის ვიბრძვით.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.