შტორმი (მათთვის ვისაც დისტანცია პრობლემა მიაჩნია)
რამდენიმე დღის წინ მომწერა აქ შტორმიაო. მინდა რომ გარეთ შტორმი იყოს და ჩვენ ერთად ვისხდეთ ლოგინში ჭიქა ყავით ხელში. ნელა მეყრდნობოდეს მკერდზე ზურგით და ათას რაღაცაზე ვილაპარაკოთ. ვგრძნობდე მისი თმისა და კანის სურნელს, ყოველთვის სიყვარულის სუნი,რომ ასდიოდა.ნელა ვანგრევდეთ ყველა არსებულ და არარსებულ ბარიერს. ჩემთან ერთად დაცულად გრძნობდეს თავს. გარეთ შტორმი იყოს და ჩვენ არაფერი გვადარდებდეს ჩვენი თავისა და ყავის გარდა. ნელა მიცოცავდნენ წვეთები ფანჯრის შუშაზე და ჩვენ პატარა ბავშვებივით ფიგურებს ვხატავდეთ დაორთქლილ შუშაზე. ნელა გავიხადოთ ტანსაცმელი და ვიქცეთ ერთ მთლიანად. და მერე იქნება სექსი. ოღონდ ისეთი არა როგორიც ბანალურ ფილმებშია. ისეთი რომელიც მიგახვედრებს,რომ ყოველი წამის გასვლასთან ერთად უფრო და უფრო გიყვართ ერთმანეთი. მინდა რომ გარეთ შტორმი იყოს და ჩვენ ერთი მთლიანი ვიყოთ.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.