შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოზაიკა [სრულად]


27-11-2018, 02:40
ავტორი ესმერალდა
ნანახია 1 600

ძვირფასო დღიურო,დილით ხელებზე საშინელი სიცივე ვიგრძენი,თვალები რომ გავახილე მზე ახალი ამოსული იყო,გარეთ წვიმდა.ფანჯრის ჩამომტვრეულ კუთხეში ქარი უბერავდა და წვიმის წვეთები შმეოდიოდა.ვეცადე სბანში გავხვეულიყავი და ძილი გამეგრძელებინა, მაგრამ რეცხვისაგან დათხელებული, სიფრიფანა,უხეში საბანი ვერ მათბობდა. ავდექი და ოთახში დვაიწყე ბორიალი, იქამდე სანამ ყველა გაიღვიძებდა და ექთანი საუზმეს მოგვიტანდა.აქ საშინლად გვექცევიან,ეს ბუნებრივიცაა მათ ხომ ჩვენი არ ესმით. ჩემ გვერძე პალატაში ერთი ბიჭია, ალბათ ასე 10 წლის.ძალიან მეცოდება,მასაც კი ვერ უგებენ, არც კი ცდილობენ ამას.ვიცი ერთ დღეს ამ ბიჭს ყველაფერს წაართმევენ.იმ სამყაროს დატოვებას აიძულებენ რომელიც ასე უყვარს. ეს ვიცი რადგან მეც ზუსტად ასე მომექცნენ.დღეს ექიმმა ისევ მითხრა წერა დამეწყო,არ ვიცი ამას რატომ მთხოვს, ალბათ უნდა ჩემს სამყაროში შემოიჭრას,იმას ვერ ხვდება,რომ ამ სამყარის ნაწილი ასე უბრალოდ ვერ გახდები,მე ხომ ამდენი ვიბრძოლე, რომ იქ ვყოფილიყავი სადაც ახლა ვარ, შინ უბრალოდ შინ მინდოდა ყოფნა.ჩემი სახლი, რომ გაიცნოთ ჯერ ჩემს ისტორიას უნდა მოუსმინოთ .უამრავ სამყაროებს შორის,არსებობდა ერთი ისეთი სამყაროც სადაც მხოლოდ მშიშარა ადამიანები ცხოვრობდნენ.ადამიანები, რომლებიც მუდამ რაღაცას მისდევდნენ და მუდამ რაღაცას გაურბოდნენ.მეც ამ სამყაროს ნაწილი ვარ.მეც ცუდი ისტორია ვარ, ცუდი ისტორია რომელიც ოსტატურად,კარგი მწერლის ხელით არის დაწერილი.ამ ისტორიის კითხვა შთამბეჭდავია, შენზე კვალს ტოვებს,გასევდიანებს,მაგრამ ის მაინც ცუდია.ზოგჯერ ასეც ხდება, ადამიანებს ძალიან ცუდი რამ ემართებათ.უამრავჯერ გავბრაზებულვარ ამის გამო,ახლაც ვბრაზობ და არც კი ვიცი ვისკენ მივმართო ეს ბრაზი,თითქოს გამოსავალი არის კიდეც და არც არის.ცვლის კი გამოსავალი ყველაფერს? როგორც უკვე გითხარი ეს უკვე ჩემი ისტორიაა და შენ ვეღარაფერს გააწყობ.ვერც იმას შეძლებ ახლა ჩემს თვალზე მომდგარი ცრემლი სასწაულებრივად გააქრო და ვერც იმას შეცვლი საკუთარ სისუსტეზე, რომ მებრაზება. ჰოო, ისე ვუჯავრდები ჩემ თავს ამ სისუსტის გამო.არადა ვიცი სხვებს სულ ამას ვეუბნები რომ გვაქვს დაცემის უფლება, გვაქვს უფლება გვტკიოდეს , ვყვიროდეთ.. მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვუძლებ ასეთს, ალბათ იმიტომ რომ ვიცი ეს სისუსტე იმ პატარა გოგოს გადმონაშთია, ძალიან რომ ეშინოდა ხოლმე, ძალიან რომ ცდილობდა გარშემო უხილავი ველი შეექმნა, რომ აღარ გაეგო და აღარ ეგრძნო.სულ იმას ვფიქრობდი,ფენიქსივით თუ ჩავიწვები მე ფერფლიდან აღდგომას ვერასოდეს შევძლებ მეთქი,ვიცოდი ცეცხლი იქამდე უნდა ჩამექრო სანამ დამწვავდა,მაგრამ ვერ შევძელი. მეც ამ საყაროს ნაწილი ვარ და ვეღარაფერი შეიცვლება,ეს უკვე სიტყვებად ნაქცევი ბიოგრაფიაა.მეც სულ დავრბივარ ამ ბნელ და უდაბურ სამყაროში,გამუდმებით ვგრძნობ ჩემს წინ მიმავალ ჩემსავე სურნელს,ვცდილობ დავეწიო,დავუყვირო,რომ გაჩერდეს, მომისმინოს,მაგრამ ის არასდროს ჩერდება.რატომ ეშინია ჩემი ასე?რა იქნება თუ ვერასოდეს ვერ შევხვდები მას,როგორ უნდა ვიცხოვრო საკუთარი თავის გარეშე,ნუთუ მთელი ცხოვრება ასე მომიწევს სირბილი?ამის გააზრებისას ვგრძნობ როგორ მეღლება ფეხები,მინდა მოწყვეტით დავეცე და ვთხოვო სამყაროს მომცეს გაჩერების საშუალება,მაგრამ არ შემიძლია,ასე თუ მოვიქცევი მეც მათნაირი გავხდები.ამიტომ უნდა გავიქცე,გავექცე მათაც და საკუთარ თავსაც.გამუდმებით მიმეორებდნენ უცნაური ხარო, ამას მეც ვამჩნევდი,ვხვდებოდი რამდენად განვსხვავდებოდი მათგან, როგორ არ ესმოდათ ჩემი,როგორი დაბნეული თვალებით მიყურებდნენ როცა ვსაუბრობდი.იქნებ იმასაც კი ფიქრობდნენ რომ გიჟი ვარ,ჰო , ნამდვილად ასე ფიქრობდნენ.სუნთქვა არ შემეძლო მათ გვერდით,ცდილობდნენ მეც მათსავით ჩარჩო მქონოდა,მეკი თავისუფალი ვიყავი,მაგრამ ეს არ იყო საკმარისი,მეტი მინდოდა. მეტი თავისუფლების ძებნა დავიწყე,ვმოგზაურობდი სხვადასხვა სამყაროებში,ერთ საღამოს კი პატარა ბნელ ოთახში შევედი და კარი საგულდაგულოდ ჩავრაზე.მაშინ ეს მიყვარდა, ოთახის სიმარტოვე.მას შემდეგ აქ ვარ და არ ვიცი,მე შევქმენი ეს ოთახი თუ ამ ოთახმა შემქმნა მე.მოზაიკის აწყობას ვცდილობ,რომლის ნაწილბსაც ხელების ცეცებით ვპოულობ ოთახის სხვადასხვა კუთხეში.რაც დრო გადის მით მეტი ნაწილი მაკლდება,უფრო ბუნდოვანი ხდება სურათიც,პასუხს სულ უფრო და უფრო ვშორდები.ყველზე მეტად კი იმის მეშინია,თავად არ ვიყო მისი ერთ-ერთი ნაწილი,არც კი ვიცი შევძლებ თუ არა დავთმო საკუთარი თავი და დავასრულო ეს ტანჯვა. ისე ძლიერ მინდოდა თავისუფლება, მეგონა მას აქ ვიპოვნიდი ყველასგან შორს,მაგრამ ასე არ მოხდა,ვეღარასდროს გახდება ეს ბნელი ოთახი ჩემი თავისუფლება ,რადგან უკვე მთელი არსობით შემისისხლხორცა, ახლა უკვე თავადვე ვეკუთნი მას.ყოველი დღე ერთმანეთს გავს,ერთნაირად იწყება და ერთნაირად მთავრდება.მთელი ჩემი ცხოვრება ერთ დღეშია მოქცეული.დღეს რომ გავიღვიძე სარწეველა სკამში ჩავჯექი და სიბნელე იატაკის უხერხულმა ჭრაჭუნმა გაარღვია,ვეცადე სკამს მივნდობოდი, მაგრამ ვერ შევძელი.ისე მინდოდა ეს დაძაბულობა აღარ მეგრძნო,მაგრამ მოდუნებას ამაოდ ვცდილობდი,თვალების დახუჭვისთანავე შეგრძნება მქონდა,რომ სხეულის ყველა წერტილს ერთდროულად ვგრძნობდი.არ ვიცოდი ეს სიმძიმე იყო თუ სიმსუბუქე.ეს ოთახი ყველაფერს მართმევს რაც კი აქამდე მებადა,მოგონებებს,ემოციებს,სიზმრებიც კი წამართვა.მთელი ჩემი ცხოვრება მხოლოდ შავი ფერითაა მოცული. საოცარია,მეგონა მხოლოდ მე ვიყავი ამ ოთახში ,მაგრამ ბოლო დროს უცნაური ამბები ხდება,გამუდმებით მესმის ფეხის ხმა.ვგრძნობ, როგორ დამყვება უკან ვიღაცის აჩრდილი, ძილის დროს როგორ მიყურებს,როგორ დამცინის როცა სასოწარკვეთილი ვლამობ გასასვლელს მივაგნო. ხანდახან ვცდილობ დავუყვირო რომ გამშორდეს, აღარ მომეზმანოს,მარტო დამტოვოს.ზოგჯერ კი მგონია, სჯობს დავუმეგობრდე,ამიტომ ლაპარაკს ვიწყებ,ვუყვები შეგრძნებებზე, რომლებიც ყველაზე მეტად მენატრება,ადამიანებზე,მზეზე. ისიც აქვე ზის და მისმენს, ამ დროს ყველაზე მეტად მშვიდია,ვიცი, რომ უყვარს ჩემი ისტორიების მოსმენა,მეც ვუყვარვარ, იქნებ თავადაც კი უნდა თავისი ამბები გამიმხილოს.მერედა მეც როგორ მაინტერესებს აქ როგორ მომაგნო,იქნებ აქ იმიტომ არის რომ მოზაიკის აწყობაში დამეხმაროს ან იქნებ თავად არის ამ მოზაიკის ნაწილი. როგორც არ უნდა იყოს ,ასე ვცხოვრობთ მე და ვიღაცის უცნობი აჩრდილი ამ ბნელ ოთახში, რომლის კედლებიც იმდენად რბილია რომ ხელის შეხებითაც კი შეგიძლია მისი ფორმა შეცვალო.მახსოვს როგორი იყო თავიდან,ბევრად უფრო ნათელი და თბილი ვიდრე ახლაა,შემდეგ მოზაიკის აწყობა დვაიწყე და ოთახიც ნელ-ნელა უფრო ბნელი გახდა,მაგრამ ეს არ მაშინებს,ვიცი ერთ დღესაც სხვა სამყაროს ვიპოვნი და აქედან წავალ, იქნებ იქ მიანც შევძლო მშვიდად ყოფნა,წყეული მოზაიკის აწყობას ხომ აღარასდროს დავიწყებ.ვიცი ერთ დღესაც სიმშვიდეს მოვიპოვებ,გავთავისუფლდები ამ ლანდებისაგან.განა არ ვიმსახურებ ამას? ზოგჯერ მგონია, რომ ამ დიდი მრავალფერი სმაყაროს შექმნის მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ ჩემთვის ტკივილი მოეყენებინა.ჩემს ცხოვრებაში ყველგან სევდაა.ოთახის ყველა კედელზე.ეს სევდის ლანდები გამუდმებით იზვირთებიან ჩემს გვერდით.ჩემი სიცოცხლის უნარიანობით იკვებებიან და დიდდებიან. თავიდან მართლა ვცდილობდი შევბრძოლებოდი მათ,მაგრამ მარტო ვიყავი,მერტო ამ ლანდების წინაშე და ვერაფერს გავხდი,ბოლოს კი დავნებდი.ჩემივე სევდით შევიმოსე და ასე განავგრძე არსებობა.ამით უფრო მეტი სიმშვიდე მოვიპოვე.თითქოს უფრო მეტი თავისუფლება,მაგრამ როგორც უკვე გითხარით ეს არ არის საკმარისი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent