შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსაზღვრო " მონატრება " (სრულად)


13-12-2018, 18:08
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 4 563

არ ვიცოდი ესე თუ გამიძნელდებოდა...არ ვიცოდი თორემ არ გაგიშვებდი , არ გაგიშვებდი ჩემგან თუნდაც 1 დაბიჯით შორს ჩემსკენ მოგწევდი და ჩაგეხუტებოდი, ჩაგეხუტებოდი ისე რომ გეგრძნო თუ როგორ ცემს სიყვარულისგან ჩემი პატარა გული, გაგრძნობინებდი რომ შენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ხარ, რომ მე შენს გარდა არავინ და არაფერი მჭირდება, უბრალოდ ვერავინ გამაბედნიერებს შენს გარდა....არ ვიცოდი ასე თუ გამიძნელდებოდა თორემ არ გაგექცეოდი, არ გაგექცეოდი მხოლოდ იმიტომ რომ შენგან მეტი სითბო დამჭირდებოდა, არ წავიდოდი შენგან შორს იმ იმედით რომ შენ მოხვიდოდი დამელაპარაკებოდი და მომეფერებოდი...არ ვიცოდი ასე თუ გამიძნელდებოდა თორემ არ ავიფარებდი ყურებზე ხელებს როდესაც შენ რაგაცას მიხსნიდი, მოგისმენდი რაოდენ მძიმე და მოსაბეზრებელი ყოფილიყო ეს ჩემთვის რადგან მომესმინა შენი ხმა, შენი ხმა რომელიც ასე მშველის როცა ცუდად ვარ, როცა არავინ და არაფერი არ მინდა შენს გარდა ...

მხოლოდ შენ შენი ხმა , ხმა რომელიც მიყვარს მიყვარს მთელი გულით , მიყვარს გაგიჟებით ხმა რომელიც ასე ძალიან მენატრება ახლა, არ ვიცოდი ასე თუ გამიძნელდებოდა უშენობა მეგონა უბრალოდ მომენატრებოდი თუმცა ეს ამაო ფიქრები იყო აი ზუსტად Aხლა ვგრძნობ რას ნიშნავს მონატრება, გულწრფელი მონატრება რომელიც ტკივილამდე გრძელდება ჩემ სხეულში იგი შენზე ფიქრებით დაუსრულებელი ფიქრებით იწყება და უსასრულოდ გრძელდება...მენატრები ისე როგორც არასდროს უზომოდ თავდავიწყებით...

ეხლა მივხვდი თუ რა ფასი აქვს მონატრების ცრემლს რომელიც უიმედოდ გადმოვარდება თვალიდან და აორთქლდება, ეს ცრემლი ჩემი შენდამი დიდი სიყვარულის ნიშანია, იცი?? მეშინია ჩვენი სიყვარულიც არ აორთქლდეს როგორც ეს ცრემლი...მაგრამ არა ჩევენ ხომ ერთად ვართ და დიდი ხანი ცხოვრების ბოლომდე ერთად ვიქნებით ...მენატრები როდესაც ამ სიტყვას ვამბობ უდიდეს ტკივილს ვგრძნობ სული მტკივა შიგნიდან მწიწკნის მას ხომ ასე ძალიან უნდა შენთან, შენი სითბო და სიყვარული მას ხომ ასე ძალიან ჭირდება. არ მეგონა მართლა არ მეგონა თორემ შენ თავს და კიდევ ჩვენ დიდ და უძლიერეს სიყვარულს ვფიცავარ არ გაგიშვებდი ... გაკოცებდი იქამდე სანამ ტუჩები არ დამეღლებოდა იცი ამას რატო ვამბობ? იმიტომ რომ ვიცი ის არასდროს დაიღლება...არ დაიღლება შენ კოცნაში მოფერებაში მას ხომ ცხოვრებაში მხოლოდ ერთი მიზანი აქვს და ეს მიზანი შენ ხარ.

ისე ძალიან მენატრები, რომ ლამის გასკდეს გული ამდენი ლოდინით. ჰო, ამ დილას ვტიროდი ისევ. სიყვარულზე სიმღერებს ვუსმენდი და ისარივით გაიარეს

სულში მელოდიებმა. ახლა ისე ძლიერ მენატრები, როგორც არასდროს... ნეტავ ჩემი ხმა ზეცას მისწვდეს, მაღალმა ღმერთმა ჩამომხედოს და შეისმინოს ჩემი ვედრება. ო, როგორ მინდა ჩემს გვერდით იყო ახლა, როგორ მინდა არასოდეს მიმატოვო.

იცი ახლა რატო ვწერ? რომ გადმოვცე თუ რას განვიცდი ახლა ამ მომენტში და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ შენც ამას განიცდი თუმცა ეს უკვე ვიცი ვიცი რომ შენც ისე გიყვარვარ და გენატრები როგოც მე ჩვენ ერთად ვართ შეიძლება ერთმანეეთისგან შორსს ვიყოთ მაგრამ მე მაინც შენთან ვარ ... შენს ფიქრებში ... შენს სიზმრებში...და მე ამით ბედნიიერი ვარ უსაზღვროდ ბედნიერი...იმდენად ბედნიერი რომ საკუთარი თავის კონტროლი დავკარგე , ხშირად ვიძირები შენზე ფიქრებში და ამ ფიქრებში ნაზად გეფერები და შეგიგრძნობ. შევიგრძნობ შენ აღელვებულ სუნთქვას , შენი გულის ცემას და მიხარია მიხარია რომ გიყვარვარ ...



№1 სტუმარი მატი

თითქოს ვიღაცამ ჩემი სიტყვები მოისმინე, ჩემი ფიქრები გაიგონა, ყველაფერი, უკლებლივ ყველაფერი აქ გადმოიტანა და კიდევ ერთხელ შემახსენა, რა საშინლად ვგრძნობ თავს...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent