რაღა'ც
ხანდახან ადამიანს სულის ტკივილამდე მოგინდება წარსულში დაბრუნება. განა იმის გამო,რომ რაიმეს შეცვლა გწადია?არა სულაც არა.უბრალოდ ძალიან ძალიან გინდა წარსულში დაბრუნდე.თუნდაც გაიმეორე ის შეცდომები. ოღონდ დაბრუნდე იმ დროში,როდესაც ყველაფერი მარტივი იყო. როდესაც მარტოობა სახლში ყონასთან და ეზოში არ გაშვებასთან ასოცირდებოდა. როდესაც სულიერი ტკივილი შენთვის იყო ის,როდესაც დედა ან მამა გეტყოდა:,,იცი ძალიან მაწყენინე!’’ როდესაც სიყვარულისგან იმედგაცრუება შენი კლასელი ბიჭის/გოგოს სკოლაში არ მოსვლა იყო. გინდა დააბრუნო ეს ყოველივე. გინდა,ხოლმე ადამიანს წარსულის დაბრუნება თავისი უარყოფითით. ახლა კი... ახლა კი,რაღაც სხვა ხდება შენს თავს. ვერ გაგირკვევია რა გინდა და სხვებისგან ითხოვ რაღაც ამოუცნობს.ეს რაღაც გრევს,გშლის და სულიერად გღლის. ახლა ტკივილი,იმედგაცრუება და მარტოობა საკმაოდ ახლობლები არიან შენთვის. მერე კი ეს სამი რაღაცაც უმნიშვნელო და თითქოს ჩვეულებრივი მოვლენა ხდება შენთვის. რატომღაც ადამიანები ჰაერში ვართ გამოკიდებულები. რაღაც ალოგიკურს ვეძებთ და რას არავინ იცის. ღმერთი,რომ არსებობდეს და მასთან ვიზიტი შეიძლებოდეს პირველი გავიქცეოდი. გეფიცებით ვერცერთი დამასწრებდით! და იცით სირბილისგან გულამოვარდნილი რა კითხვას დავუსვამდი? ,,აქამდე სად იყავი?’’ ის კი ძალიან საყვარლად ჩაიცინებდა და მეტყოდა: ,,აბა მე რა გიყოთ თქვენ ერთმანეთს ვერ ხედავთ და მე როგორ დამინახავდით.’’- და საღეჭი რეზინის ღეჭვას გააგრძელებდა. მერე დავსევდიანდებოდი და მომინდებოდა იმ წარსულში დაბრუნება,როდესაც ღმერთს ვთხოდი,რომ კურდღლის ნაკბენისგან ცოფი არ შემყროდა და დედაჩემი ინფრაქტისგან გადაერჩინა.ანდაც გაჩერებულიყო დრო და ნებისმიერ მაღაზიაში შესვლა შემძლებოდა,მაგრამ მე ერთი ვიცოდი,სადაც სამზარეულოს პატარა ,,ნაბორი’’ იყიდებოდა.ის კი მიყიდეს მერე,არა იმაზე ბევრად მაგარი მაგრამ მე გაჩერებულ დროში აღებული ის ,,ნაბორი’’ მინდოდა. ასე ხდება გამუდმებით.სანამ იმ კონკრეტულ რაღაცას მივიღებთ მანამდე რაღაც საოცრება გვგონია მივიღებთ და ჩვეულებრივი რაღაცაა. ბიჭის და გოგოს ურთიერთობას ჰგავს რა. ბიჭებში იქამდე იწვევენ გოგოები ინტერესს,სანამ სექსი ექნებათ.პატიჟებენ კინოში,დადიან ხელიხელ ჩაკიდებულები,კოცნიან გაყინულ ტუჩებში ერთმანეთს და აღარ იციან რა ,,ჰქმნან’’ სიყვარულით დადაგულებმა.შემდეგ ექნებათ ეს საუკუნის სექსი და ჰოპ. არა ჰოპ არა. ჰოი საოცრებავ. აღმოჩნდება,რომ გოგოსაც და ბიჭსაც უბრალოდ მოძალებული ჰორმონები აწუხებდათ და გრძნობები,მომიტევეთ,**აკში იყო ამ დროს. არა არც მანდ იყო. გრძნობები საერთოდ არ იყო. ისე ამას თუ გააცნობიერებთ რავიცი,ნაკლებად გულგატეხილი იმიჯის მორგება დაგჭირდებათ. სიყვარულით მე. წერის სურვილით შეპყრობილი. და ,,არ ვიცი რა გამომივიდა’’ უძილო სახით მჭვრეტელი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.