დაუსრულებელი გრძნობების მუსიკა..
..ისხდნენ უცნობები.. და ჩვენ ორნი.. შენ ლაპარაკობდი როგორც ყოველთვის, იღიმოდი და თვალები გიელავდა... შენ ლაპარაკობდი, მე გისმენდი და სიტყვებს ყელში ვიგროვებდი, ტუჩებს არ ვხსნიდი, რომ უნებლიედ არ გამომპარვოდნენ.. ცრემლებსაც ვიგროვებდი თვალების უკან, არ გისწორებდი მზერას, არ მინდოდა დაგენახა იქ რაც ჩანდა.. თვალები ყოველთვის ადვილად გამცემნი არიან, ამიტომ არ გიყურებდი.. მარტო ერთხელ დაიჭირე ჩემი მზერა და თითქოს მთელ სხეულში ელექტრომუხტმა გაიარა, ისეთ ძლიერი იყო ეს შეგრძნება, სკამს მივეყინე და დანაშაულზე წასწრებულივით გავწითლდი... ახლა მხოლოდ ორნი ვისხედით... ვერ ვხედავდით ირგვლივ ვერავის... შენ ლაპარაკობდი, მე არ... მხოლოდ აუცილებელ პასუხებს, ძლივსგასაგონად წარმოვთქვამდი... არ ვნანობ.. არაფერს არ ვნანობ.. დუმილს მითუმეტეს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.