შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კიდევ ერთი გაუბედავი წერილი შენთვის


29-12-2018, 11:30
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 1 611

"როგორც ყოველთვის
არც ამ წერილს გამოგიგზავნი.
არც ერთი ლოცვა ცამდის არ ადის.

ისევ გწერ ვიცი..სასაცილოდ არ გეყოფა... დავამთავრე შენი კითხვა, ყველა მნიშვნელობით... შენც წაგიკითხე და შენი წიგნებიც... მე არ მჯერა, რომ ადამიანები უბრალოდ იგონებენ პერსონაჟებს, სიუჟეტებს, უბრალოდ წერენ იმ ყველაფერს, განცდის გარეშე... შეუძლებელია დაწერო, თუკი რაზეც წერ არ განგიცდია, არ გადაგიტანია.. ასე რომ, ძვირფასო, არ მჯერა შენი, როცა ამას ამბობ.. მე ყოველთვის ზუსტად ვიცი ხოლმე რომელი იყავი იმ პერსონაჟთაგან.. მე დაგინახე, წაგიკითხე, და ჰო, ასეთი არასრულყოფილი, ასეთი დაღლილი, ცინიკოსი, ხანდახან ბოროტი,ხანდახან კეთილი და ხანდახან საყვარელი შემიყვარდი... არასოდეს თქვა არასოდესო ამბობდა ხოლმე ჩემი ერთი ძველი ნაცნობი... მე კი სულ ვამბობდი ეს არასოდეს მოხდებათქო.. და აი... წარმოიდგინე ერთ დღეს ხვდები ადამიანს, რომელიც სულ სხვანაირად აზროვნებს და არავის არ ჰგავს... გესაუბრება და ისეთი შეგრძნება გიპყრობს, თითქოს ღრმა ძილიდან გამოგაფხიზლა, ყველაფერს განსხვავებულად განახებს, საკუთარ თავს, გარე სამყაროს სულ სხვა მხრიდან უყურებ..რაც უფრო აკვირდები საკუთარ თავს, აცნობიერებ რომ სრულიად სხვა როლს ასრულებდი აქამდე... გაშინებს ეს ცვლილებები, თან ფიქრობ რომ ძლიერი ხარ და გაუმკლავდები ამ საოცარ მაგნეტიზმს, არა ეს მე არ დამემართება, ფიქრშიც კი არ უშვებ.. ყველაფერს "აკონტროლებ"... მერე აღარ მახსოვს როდის შემოიჭერი ჩემს ფიქრებში, როდის დავიწყე შენნაირად აზროვნება, შენი თვალებით ხედვა, ჩვენი მიმოწერის ათასჯერ კითხვა, ფიქრი, ფიქრი დაუსრულებელი.. მერე გადაწყვეტილება, სრულიად გააზრებული, შესაძლოა მცდარი... მაგრამ ოდესმე ხომ უნდა გეყოს ადამიანს გამბედაობა, რაც გინდა გააკეთო, თუნდაც ინანო, ხომ არ შეიძლება მთელი ცხოვრება სინანულში გაატარო იმის გამო რაც ვერ გააკეთე.. ჰოდა აი აქ ვარ... გავაკეთე.. საკუთარი თავისგან წავედი... და უკან ვეღარ ვბრუნდები.. არც მინდა, არც ვცდილობ... მაგრამ საქმე ის არის, რომ ახალი მეს ადგილი არ არის ძველ ცხოვრებაში.. ახალი ცხოვრება კი არ მაქვს.. და ვდგავარ ასე გაოგნებული.. ყველა შემთხვევაში შენი მადლობელი ვარ...მე მჯერა, რომ ყველა ადამიანი რაღაც მისიით მოდის ჩვენს ცხოვრებაში... შენ ჩემი გულის თვალების ახელა გქონდა დაკისრებული, ჩემი მკვდარი გრძნობების გაცოცხლება... მაგრამ შემდეგ ნაბიჯზე არაფერი გითქვამს... ასე უცნაურად აჩანჩქერებული გულით შუაგულ ოკეანეში ხელი გამიშვი არც კი გიკითხავს, რომ ცურვა არ ვიცი... და ახლა არ ვიცი რა უნდა ვქნა..რა უნდა ვუყო ამ გულს, ამ ფიქრებს, ამ სიტყვებს, რომელსაც ვერ გეუბნები, ამ წამლეკავ გრძნობას, თითების მოუთმენელ ცახცახს, როცა შენს შეტყობინებას ვხედავ.. არ მახსოვს ასეთი ჩემი თავი... მეც და ირგვლივც ყველას გვაოცებს... მეუბნებიან გარშემომყოფები, სხვანაირად გამოიყურებიო, გალამაზდიო... მეცინება... ზუსტად ისეთი ვარ გარეგნულად როგორიც ერთი წლის წინ ვიყავი... უბრალოდ მაშინ შენ არ გიცნობდი.. შენი არსებობაც არ ვიცოდი... არა ვიცოდი, მაგრამ აი ის "არასოდეს" რეჟიმი მქონდა ჩართული... შენ შემცვალე, მე გავსხვანაირდი.



№1  offline წევრი მეამბოხე ^^

ენ ბლექი
რედაქტირების დროს შემომეკითხა...
რა გითხრა, მარტივი სიტყვებით გადმოცემული ბევრში განცდილი გრძნობებია.
ლამაზი იყო ეს ყველაფერი, ლაკონური მაგრამ... მე ავივსე, შევივსე! შესაძლოა იმიტომ რომ რომანტიკოსი ვარ, ან შესაძლოა იმიტომ რომ მეც ბევრჯერ განმიცია მსგავსი რამ.
ერთი სიტყვით მადლობ შენ ამისთვის... kissing_heart

ენ ბლექი
რედაქტირების დროს შემომეკითხა...
რა გითხრა, მარტივი სიტყვებით გადმოცემული ბევრში განცდილი გრძნობებია.
ლამაზი იყო ეს ყველაფერი, ლაკონური მაგრამ... მე ავივსე, შევივსე! შესაძლოა იმიტომ რომ რომანტიკოსი ვარ, ან შესაძლოა იმიტომ რომ მეც ბევრჯერ განმიცია მსგავსი რამ.
ერთი სიტყვით მადლობ შენ ამისთვის... kissing_heart

არაფრის kissing_heart

 


№2  offline მოდერი მარტო სახლში

ძალიან მომეწონა ყოჩაღ <3

 


№3  offline წევრი natai

თითოეული სიტყვა შემეხო და განვიცადე, რეალურია და გრძნობით აღსვსე❤

 


№4 სტუმარი Mwarea

Mwarea warsuli

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent