ახალი წელი
რაღაც მინდა მოგიყვეთ, თავს თუ არ შეგაწყენთ. ვეცდები მომაბეზრებელი და რუტინული არ ვიყო. ახალ წელზე მინდა გითხრათ, უფრო სწორი იქნებოდა ჩემი დამოკიდებულება ახალი წლის მიმართ. თუ ახალ წელზე?! მოკლედ თქვენ გადაწყვიტეთ. სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, არ ჩავუღრმავდები და მნიშვნელოვანიდან დავიწყებ. ყოველი ახალი წლის ღამეს, თორმეტ საათზე, როცა ფეიერვერკების ხმა მიწყდებოდა ეზოში მარტო დავრჩებოდი ჯემპრით და ოთახის ჩუსტებით. თითებგაყინული და ცხვირაწითლებული ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ავხედავდი, ჩემ სურვილებს ვბუტბუტებდი, რადგან ვიცოდი ჩემთან სანტა არ მოვიდოდა, იცით არც არასდროს მოსულა. დეტალებში აღარ შევალ, მოკლედ ჩემი მოლოდინი არ მართლდებოდა ხოლმე, აღარ მხიბლავდა წინა საახალწლო მზადება, ნაძვის ხე და ა.შ. (ბავშვებს ხომ უმნიშვნელო რამისგანაც კი შეიძლება გაუცრუვეთ იმედები, ამას მხოლოდ დიდობაში მიხვდებით) ამიტომ, პირველი რასაც ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შევჩურჩულებდი იყო- ,,შემდეგ წელს სადმე სხვაგან შევხვედროდი ახალ წელს, მაგრამ სახლში არა“. ხოდა ისე მინატრია, ისე რომ შემდგომი რამდენი წელი, სრულიად უცხო ადამიანების გარემოცვაში ვხდებოდი ახალ წელს. არა რა, უფრო უნდა დამეკონკრეტებინა! ან კიდევ როგორ ამბობენ?! ბაბუ იტყოდა ხოლმე-,,განგებაო“ დამთხვევების გჯერათ? კარგი ერთხელ-შემთხვევით, მეორედ-,,რა პატარაა ეს სამყაროო“. შემდეგ და შემდეგ?!- ,,გონებით იზიდავო“, მაგრამ როცა საერათოდ არ ახსოვს არც შენს გონებას და ქვეცნობიერს წლებია, რა გამოდის ,,განგება“გეთამაშება?! მერე რაღაცნაირად გითრევს ეს ყველაფერი და შენი სისუსტე ხდება. ადრე დავწერე სადღაც და ახლაც იმ აზრზე ვარ: -ყველას თავისი წილი განსაცდელი აქვს ამ ცხოვრებაში. ყველა გადალახავს გარკვეულწილად მაინც, მაგრამ მთავარი ის არის ამის შემდეგ როგორად დარჩები და რას წაიღებს ის შენგან. ერთი რაღაც ვისწავლე, ჩემთან ამართლებს. ფურცელზე გადამაქვს და ვთავისუფლდები.ყველაზე მთავარი აქვე რჩება, აი ამ ფურცელზე. ისე როგორც ყველაფრის წარსულში დატოვებაზე ამბობენ. აზრი გამექცა, ხომ ვთქვი მერე შენი სისუტე ხდებათქო... პირველად წელს, რატომრაც ძალიან მიხარია ახალი წლის დადგომა, უჩვეულო მოლოდინი მაქვს. შინაგად რომ გრძნობ, ძალიან ბევრი კარგი რამ უნდა დაგატყდეს თავს, ემოციებს ვერ მალავ და შენს განწყობას სხვასაც უზიარებ. ალბათ ეს არის ახალი წლის ჯადოსნობაც, მთავარია სწორად დაინახო რაღაცეები. უკვე იმდენი სითბო მივიღე ხანდახან მიკვირს, ნუთუ დავიმსახურე?! მთავარია გულწრფელები იყოთ და კიდევ ემოცია გამოხატოთ (ბანალურად გამომდის, მაგრამ ჩვენ საუკუნეში, ახლა როგორც არასდროს ეს ყველაზე მთავარია). ემოციაზე გამახსენდა, წელს პირველად გავხდი secret santa. შეამჩნევდით, უკვე მერამდენედ ვახსენე სიტყვა ,,პირველად“ ეს იმის დამსახურებაა რაც ზემოთ ვახსენე ,,ერთი რაღაც ვისწავლე და ჩემთან ამართლებსთქო.“ ხოდა ისეთი სიხარული განვიცადე არ შემიძლია ეს შთაბეჭდილება არ გაგიზიაროთ და ემოცია არ გადმოგდოთ : ჩემო საყვარელო სანტა, არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო, ისეთი ბედნიერი ვარ, აი სადღაც ხომ ხარ, სადღაც ხომ ცხოვრობ, სულ იმაზე ვფიქრობ რომ აი ასე უცხო ადამიანმა გადაწყვიტა რომ ასევე უცნობი ადამიანისთვის საჩუქარი გაეკეთებინა, თან მართლა მატრაკვეცა ვარ და ზუსტად რომ მატრაკვეცული საჩუქარი შეარჩიე. აი სუპერ, ყველაფერი საუკეთესო მინდა გისურვო და როგორც მე გამახარე ამ შენი სიკეთით და სიურპრიზით სულ ისეთი გახარებული იყავი მთელი ცხოვრება, სიკეთე ყოველთვის ბადებს სიკეთესა და სიყვარულს, შენ ეს შეძელი, თავისუფლად შეგიძლია თქვა რომ ადამიანი ხარ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მადლობა ამ პოზიტიური ემოციებისთვის შენ, სიყვარულით შენი მატრაკვეცა ". მართალია მე თვითონ ,,გრინჩის“ მსხვერპლი აღმოვჩნდი, მაგრამ დამიჯერეთ ნამდვილდ ღირს. სითბო ჩაგეღვრება გულში და მთელ სხეულს გითბობს უბრალო სიტყვები, მაგრამ წრფელი, სუფთა და გულიდან წამოსული. და კიდევ ღიმილი, ბევრი, მერე რა რომ ხშირად შეიძლება ვერ შეძლოთ. ისევე როგორც სიკეთე, ღიმილიც გადამდებია. და ბოლოს, ყოველთვის ხომ ვერ დაწერ... ,,ბედნიერება დეტალებშიაო“. ახლა აქ რომ ვწერ, აი ამ წიგნაკში, ერთმა ხუჭუჭა გოგომ მაჩუქა, აი ისეთი ყოველთვის სითბოს რომ გამოხატავს და ხანდახან ბავშვურადაც კი ეტირება... მაჩუქა პირობით:-,, უნდა დაწერო ხოლმეო“ მგონი ცუდი დასაწყისი არ უნდა იყოს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.