შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოგონებებით დაჭრილი


6-01-2019, 02:48
ავტორი აილინ
ნანახია 1 062

იმ ღამით ქარი იყო. ძლიერი ქარი არა. აი ისეთი, ფილმებში რომ არის, ნაზი და საამო.. რომ გსიამოვნებს მისი შეხება შენს თმაზე და კისერზე.

მაგრამ ამ ქარისგან მხოლოდ სიამოვნებას არ იღებ.. არ კიარა_ვერ. გინდა მხოლოდ კარგი მიიღო, თუმცა შენს გონებას წინააღმდეგობას ვერ უწევ და დაუკითხავად და თავხედურად თავს გესხმის მოგონებებით..

თითოეული მოგონება მკერდში ისარივით გაიკვლევს გზას და იქვე- გულში ჩერდება. ამ ისარს თავზე შხამი აქვს და ყოველი ისარი ისე მწარედ გიშხამავს გულს, რომ წარსულთან ბრძოლითვის ძალას გაცლის და აწმყოსთვის და მომავლისთვის მომზადებაში ხელს გიშლის.

ყოველი მოგონება, ყოველი ისარი იმდენად მწარეა, რომ მანძილს, რომლიდანაც ეს ისარი გამოიტყორცნა, მნიშვნელობა ეკარგება..ყველა მაინც ერთიმეორეზე უარესია.

ზოგი ისარი კი იმდენად საამოა, კიდევ გსურს რომ იგრძნო იგივე გულში.. დაუღალავად იდგებოდი და დაელოდებოდი ამ ისარს. მასზე არამარტო შხამია, არამედ ბედნიერების ელექც... შორია მანძილი, წარსულია, მაგრამ იმავეს გრძნობ ახლაც, რასაც ადრე გრძნობდი.

თუმცა, ადამიანო, რამდენ ისარს გაუძლებს შენი მკერდი?! ამბობენ, მოგონებები არ კლავს ადამიანსო, მაგრამ ეს ფიზიკურად..სულიერად ხომ განადგურებს?! და რა არის ადამიანი სულის გარეშე? რა არის ადამიანი უმწეო და განადგურებული სულით? --- ორივე სიკვდილის ტოლფასია.

ვიზიარებ თითოეული ადამიანის სულის ტკივილს.. გულს ეშველება ხალხო, ახალ მშვილდში იპოვის შვებას, მაგრამ სულს...სულს არაფერი ეშველება.. ერთხელ თუ დაიფლითა ეს სიფრიფანა ფურცელი, თითის შეხებაც კი მას სამუდამოდ გააქრობს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent