შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლოთი პოეტი


26-07-2018, 09:08
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 844

გალოთებულა ის პოეტი შენ რომ გეტრფოდა...
სიყვარულს, ალერსს, თავდავიწყებას შენ რომ გეტყოდა.
შენ ის ვერასდროს, ვერადავერ, ის შენ ვერ გთმობდა.
მკვლელი ისარი მას შენი სახით ისევ შემოხვდა.

გალოთებულა ის პოეტი შენ რომ უყვარდი.
ვისკის, სიგარას არ იშორებს ახლაც გვერდიდან.
გულში გრძნობებით შენ უეცრად შემოუვარდი,
უკვე ვარდება, ვერ ამოვა ამ ქვესკნელიდან.

მელანქოლიას სუიციდით ასრულებს მგონი,
ერთად არ ვართ და არც ვიქნებით ალბათ ჩვენ ორნი!
ამ სიმძიმის ჟამს ის ხომ მირზას ლექსებს ეცნობა.
აქ ტერენტისაც ძლიერ დიდი დრო დაეთმობა...

გაგიჟებულა ის პოეტი შენ რომ უყვარდი.
შენ მას გულიდან ვერადავერ ამოუვარდი.
შენ მას უყვარხარ, ის შენ გაღმერთებს და ხარ უფალი.
მას შეუქმენი მდგომარეობა გამოუვალი!

გალოთებულა ის პოეტი შენ რომ გეტრფოდა...
სიყვარულს, ალერსს, თავდავიწყებას შენ რომ გეტყოდა.
შენ ის ვერასდროს, ვერადავერ, ის შენ ვერ გთმობდა.
მკვლელი ისარი მას შენი სახით ისევ შემოხვდა...



№1  offline წევრი qarishxali

თქვენი ლექსი ძალიან მონეწონა და დამაფიქრა❤❤წარმატებები თქვენ❤❤❤❤ დიდი სიამოვნებით გადავიკითხავ ბევრჯერ ამ ლექსს❤❤❤

 


№2 სტუმარი სტუმარი რიტა

Saocari da sulshi chamwvdinebeli leqsebia ,warmatebebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent