შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოჰ თოვლის ბაბუ'ვ


6-01-2019, 02:51
ავტორი iname123
ნანახია 965

ჰოდა რას გიყვებოდით..
ამ ჩემს 7 წლის დეიდაშვილის გაგიჟებულად სჯერა თოვლის ბაბუის.ახალ წელს ვინ ჩივის.ნებისმიერ სეზონზე და ნებისმიერ მონაკვეთში დღის სულ მეკითხება:
-რუსუდან თოვლის ბაბუა ხომ არსებობს?
-არა რა თქმა უნდა
-გადი შენ გრინჩი ხარ! არსებობს აქ ნახავ თუ არ მომიტანს თოვლის ბაბუა საჩუქარს.
-ხო მოგიტანს,თუ ახალი წლის ღამეს ბევრი არ დალია და სადმე რესტორანში არ შემორჩა.
დაახლოებით მსგავსი დიალოგი გვაქვს სულ.ეს კი უფრო გაასმაგებულად მიმდინარეობს ახალი წლის დღეებში.
ჰოდა ახლა ახლოვდება ეს ახალი წელი.
აღარ შემიძლია,სულ ფურცლები მხვდება ოთახებში მე კიდევ მგონია ჩემი რომელიმე კონსპექტიდან ნაგლეჯი იქნებათქო და თან მიხარია თან ვსევდიანდები.
თქვენც არ მომიკვდეთ.
ჩემს ოჯახში,თუ მოხვდით და რამე თეთრი ფურცელი დაგხვდათ არ გეგონოთ,რომ რამე საინტერესო დაგხვდებათ.
ნწ...ამ ფურცლებზე წერია:,,ჩემო თოვლის ბაბუა ვიცი,რომ არსებობ...’’’ ან ,,თოვლის ბაბუ მინდა გთხოვო’’ უკვე გაბრაზებულზე ,,მისმინე გთხოვ!’’ შემორიგებულზე ,,ჩემო თოვლის ბაბუ ზუსტად ვიცი არსებობ და ჩემი დეიდაშვილი გრინჩია და ტყუილს ამბობს,რომ მეუბნება არ არსებობო,თუ არ არსებობს საიდან ვიცი,რომ არსებობ?!’’, და ა.შ. და ა.შ.
წელს კიდევ ახალი სტრატეგია შეიმუშავა.
ნაძვის ხის ქვეშ ან ნაძვის ხეზე წერილები.ბოლოს,რომ მიხვდა ბევრი დაუგროვდა და ნაძვის ხე დაფარა ყველა მოაგროვა და გადაყარა.
მეთქი რატომ გადაყარეთქო და მართალი იყავი არ არსებობსო.
მერე 31ში მაინც მოულბა გული და შემდეგი წერილი დამხვდა,არც პულტიანი მანქანა უნდოდა,არც აი’პ’ონ 5 და არც სხვა რამე.წერილში შემდეგი დამხვდა:
,,თოვლის ბაბუ,იცი მე მინდა პატარა დაიკო,რომელსაც ხანდახან გავაწვალებ,ხანდახან მოვეფერები და სულ სულ ვითამაშებთ.გთხოვ მომიყვანე საახალწლოდ პატარა დაიკო.’’
ეს წერილი ერთი შეხედვით ბავშვურია და არაფერი შეუძლებელი,მაგრამ..დეიდაჩემს ჩემი დეიდაშვილის გაჩენის შემდეგ საშვილოსნო ამოაჭრეს და ვერც დაიკოს და ვერც ძამიკოს აჩუქებს მას.ეს მან არ იცის და ხან ფერადი ფანქრებით წერს მის დიდ და სანატრელ სურვილს ხანაც ფანქრით.ხან დედას უდებს თავთან ხან ნაძვის ხესთან ტოვებს.
ბედს მაინც არ ეგუება და ყოველ ღამე ახალ-ახალ წერილებს წერს და თან ნამცხვრებსაც ტოვებს.როდესაც იღვიძებს და წერილი ადგილზე ხვდება,ნამცხვარი კი არა ამოიოხრავს ხოლმე და იტყვის:..ეჰ ალბათ ძალიან შიოდა და წერილი არ წაიკითხა’’.ეს ბოლო დღეებია ნამცხვრებს აღარ უტოვებს.
მიდი და უთხარი პატარას,რომელსაც ღმერთო სჯერა,რომ თოვლის ბაბუ არსებობს,მიდი და აუხსენი ადამიანის ორგანიზმში რა მიმდინარეობს და რატომ შეიძლება ვერ აჩუქოს თოვლის ბაბუმ დაიკო.
ერთხელ ძალიან დასევდიანებული იჯდა და ვკითხე,რატომ იყო ასე.მან კი მიპასუხა დაიკოს არ მომიყვანსო ხო თოვლის ბაბუაო და მეთქი არა კი არა ვერ მოგიყვანსთქო.პასუხი არ გამცა.
დღეს დილით ახალი წერილი დამხვდა ნაძვის ხესგან მოშორებით.
ასოები სხვადასხვა ფერებით ჰქონდა დაწერილი და ის ასე იწყებოდა:,,წერო მე მინდა მომიყვანო დაიკო.’’
მეც მინდა ჩემი დეიდაშვილივით არ ვთმობდე ოცნებებს და მქონდეს იმის ძალა,რომ ხან თოვლის ბაბუის იმედი მქონდეს ხან კი წეროსი.
საიდან აქვთ პატარებს ამხელა იმედი და ამხელა რწმენა,რომ ოდესმე იმ წერილს ან ნამცხვარს მართლა ვინმე აიღებს და შეუსრულებენ.
ალბათ იმიტომ,რომ მათ არ გამოუცდიათ იმედგაცრუება.
ერთადერთი სურვილი მაქვს.
ოთახიდან გამოსვლისას მხვდებოდეს წერილები იქამდე სანამ წერილში არ წავიკითხავ დაწყებას შემდეგნაირად:
,,დედა!მამა! მე უკვე დიდი ვარ და მინდა დაიკო!გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩემი თხოვნა და იმოქმედოთ!’’




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent