მე და სილვია…
ასე მგონია სილვიას უბრალოდ არასდროს ეყოფოდა ის რისი მოცემაც გარემოს შეუძლია, და ამიტომ თქვა უარი ყველაფერზე თავად… იცოდა მაინც ვერ იქნებდა ბედნიერი… უნდოდა თან ყველაფერი, თან არაფერი… გრძნობდა ყველაფერს, თან არაფერს… ქალი პოეტი სხვანაირი არც უნდა იყოს, ალბათ, მაგრამ როცა პოეტიც არ ხარ…. გარდა ამისა კიდევ არის რაღცები რაც მე და სილვიას გვაერთიანებს, მეც მასავით მგონია ხოლმე რომ რაღაც ჭურჭელში ვარ მოქცეული და სუნთქვა მიჭირს… მერე უცებ რაღც ძალა მათვისუფლებს ამ ზარხუფიდან და ცოტა ხნით თვისუფლად სუნთქვას ვიწყებ…. მერე ნელ-ნელა ისევ ვიგუდები…. ზარხუფში ის წერს: ”სიჩუმე სასოწარკვეთაში მაგდებდა. სიჩუმის სიჩუმე კი არა, ჩემი საკუთრი სიჩუმე.” ”მომწონდა კრიტიკულ მომენტებში ხალხის ყურება. ავტოკატასტროფას, ქუჩის ჩხუბს ან ლაბორატორიის კოლბაში დასპირტულ ემბრიონს ისე გულდასმით ვაცქერდებოდი, რომ საკუთრი განცდა სამუდამოდ მამახსოვრდებოდა. ასე ბევრი ისეთი რამე შევიცანი, სხვანაირად რომ ვერ აღმოვაჩენდი და მაშნაც კი, როცა ეს აღმოჩენა სახტად მტოვებდა ან ცუდად მხდიდა, დაკვირვებას განვაგრძობდი, თავს არ ვარიდებდი” მდაჰ… ”რომ მოვწონებოდი, ნუთუ ჩემთვის უმალვე ჩვეულებრივ კაცად იქცეოდა? რაწამს ვიგრძნობდი, რომ, შევუყვარდი. დავიწყებდი სათითოდ მისი ყოველი ნაკლის დანახვას, როგორც ეს ბადი უილიარდთნ და წინ სხვა ბიჭებთნ დამემართა? ყოველთვის ერთი და იგივე ხდებოდა: შორიდან ვინმე სრულქმნილ მამაკაცს მოვკრავდი თავლს, მაგრამ ოდნავ მომიახლოვდებოდა თუ არა, სულ არაფრად ვარგოდა. ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო რის გამოც გათხოვება არასდროს მდომებია. ყველაზე ნაკლებად სიმშვიდეს ვეძებდი და სულ არაფრად მეპიტნავებოდა, ვყოფილიყავი მშვილდი, რომელიც ისარს გატყორცნის, თავად კი ადგილზე რჩება. ცვლილება და მღელვარება მინდოდა: რომ ყველა მიმართულებით თვითონ მექროლა, როგორც ფეიერვერკის ფერად ისრებს.”ვაღიარებ სიმშვიდე მიყვარს, მაგრამ დროებით, ალბათ უფრო იმიტომ მიყვარს რომ ყველაზე მეტად მაკლია…. მშვილდს და ისარს რაც შეეხება ვერ შევედავები… ”გავიფიქრე, რომ სამყაროში უმშვენიერესი რამ ჩრდილია , ჩრდილის მოლოდინით მოძრავი სილუეტი და ლაბირინთი. ჩრდილი – კარადის უჯრებში და სათვსოებში და ყუთებში, და ჩრდილი სახლების და ხეების და ქვების ქვეშ, და ჩრდილი ადამიანის თვალების და ღიმილის უკან , და ჩრდილი, კილომეტრებად და კილომეტრებად გადაწოლილი, დედამიწის ღამეში მოხვედრილ მთელს ნახევარსფეროზე.. .” :3იმის მიუხედავად რომ ყველაზე ხშირად საკუთრი ჩრდილი მაშინებს, მაინც უზომოდ მიყვარს ყველა სხვა დანარჩენი ჩრდილი როგორც პირდაპირი მნიშვნელობით ისე გადატანითი, სილვიასეული…. ”ბიჭი ისე მიყურებდა თითქოს რაღაც ეგზოტიკური ჯიშის ცხოველი ვიყავი…” – ჰოო… კიი.. ეს ხშირი შემთხვევაა :დ ეს კი უკვე მეც მილიონჯერ მითქვამს: მძულს ხალხის ჯგუფებთნ ლაპარაკი. როცა ჯგუფს მივმართვ ყოველთვის ვინმეს ვირჩევ და იმას ველეპარაკები; და რომ ველაპარაკები, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს დანარჩენები ამით სარგებლობენ და თავიდან ფეხებამდე მათვალიერებან. ისიც მძულს, ხალხსი მომღიმარი სახით რომ გეკითხება, როგორ ხარო, და მოელიან რომ ეტყვი ”გმადლობთ, კარგად”, მაშინ როცა იციან, რომ თავს საშნლად გრძნობ.” ერთადერთი განსხვავება ჩემსა და სილვიას შორის ისაა რომ ის ყველაფრის სურვილს კარგავდა დეპრესიულ პერიოდებში, მე კი რაც უნდა მოხდეს ყოველთვის ვიღებ სიამოვნებას მუსიკით მაინც… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.