იქნებ ეს მაინც წაიკითხო
გქონია მომენტი,როდესაც ყველგან მის მსგავსს ეძებ? არა?აი მე კი მქონია.არ ვიცი ამ პიროვნებამ,როდის დაიდო ბინა ჩემს ქვეცნობიერში,მაგრამ მყარად,რომ მოიკიდა ფეხი ეგ ვიცი.იქნებ სიგიჟეა?იქნებ უბრალოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია?ფანტაზიის ნაყოფია თითოეული ჩემი შექმნილი პერსონაჟი ჩემს ნაწერებში,მაგრამ მერწმუნეთ მათთან არ ვარ ისე,როგორც ამასთან.იქნებ უბრალოდ სადმე შემხვდა და გონებაში ჩამებეჭდა?ანდა სულაც,რომელიმე წიგნის პერსონაჟს მივასგავსე,ასევე ჩემი ფანტაზიით შექმნილს.ან სულაც ეს საოცრებაა და როგორც ამბობენ,რა ჰქვია იმას? ჰო ჩემი მეორე ნახევარია?არამგონია.იქნებ ამასაც კითხულობს და გულში რაღაცნაირი გრძნობა ებადება.რაღაცნაირად ახალი,რომელიც მთელს მის გულს ათბობს.იქნებ შენც გყავარ მე გონებაში და მეძებ ყველგან.მეც გეძებ ხოლმე.იცი არ მყოლია შეყვარებული.არც მქონია მომენტები,როდესაც ,,იმის'' წერილს ველოდები.რაღაცნაირად ვფიქრობ,რომ უაზრობააა.ვიცი,რომ ბოლოს მაინც შენამდე მოვალ და რა საჭიროა მოივტყუო თავი?რა საჭიროა დავაკარგინო დრო სხვა ადამიანს ჩემზე,რომელსაც ჰგონია,რომ ,,მიპოვა’’.უბრალოდ გზა,რომელიც შენამდე მომიყვანს შეიძლება იყოს დიდი,რთული ან სულაც ადვილი.მაგრამ,თუ გიპოვე,არ აქვს მნიშვნელობა რა სტატუსი გექნება იმ მომენტში.თუ გიპოვე ვიტყვი,რომ ვიცხოვრე და რაღაც გავაკეთე ამ ცხოვრებაში.იქნებ სულაც მამა იყო,ან შეყვარებულისთვის მიგქონდეს ყვავილები?არუშავს.მე ჩუმად გამოგყვები და ბედნიერი ვიქნები,რომ უბრალოდ არსებობ.მერე რა მოხდა,თუ ჩემთვის არ არსებობს,მთავარია არსებობ და ეს ყველაფერი რაც ჩემს გონებაში ხდება უაზრობა არ ყოფილა.მაინც,როგორი ეგოისტები ვართ ადამიანები არა?მინდა,რომ არსებობდე. და დიახ! მინდა,რომ ჩემთვის არსებობდე.იქნებ ამას ახლა კითხულობ და გეღიმება უაზრო ჩანახატზე?იქნებ რაღაც ისეთი იგრძენი რაც დაგიმტკიცებდა ჩემს არსებობას.იქნებ სულაც რამოდენიმე მეტრში ხარ ჩემგან?შეიძლება ვნახეთ ერთმანეთი,მაგრამ ერთმანეთის ძებნამ არ მოგვცა საშუალება შეგვემჩნია საკუთარი თავები.არ ვიცი,როდის მივალთ ერთმანეთამდე,მაგრამ ოდესმე ხომ მივალთ.მანამდე კი...მანამდე კი უამრავი ოცნება მაქვს.უამრავი რამის გაკეთება მინდა.არ დაგივიწყებ,რადგან უკვე წლებია ჩემში ცხოვრობ.თან სასაცილო ისაა,რომ ბოლომდე ვერ ვიდგენ შენს სახეს გოონებაში.ვიცი შენი ღიმილი და შენი გამოხედვა,მაგრამ თვალებამდე ვერ მოდის შენი გონება.იქნებ შავი ან ცისფერი თვალები გაქვს?ფერს რა მნიშვნელობა აქვს.ზუსტად ვიცი,რომ შევხედავ მათში ჩავიძირები.და მაინც ამას,რომ კითხულობდე ვერ დავიჯერებ,რომ ვერაფერს იგრძნობ.შეხვედრამდე. **** ეს ჩანახატი არც ისე ცოტა ხნის წინ დაწერილია.იქნება ასე ერთი წლის წინანდელი. ჰოომმ.. სიახლეები? კი მაქვს.მგონი წერის სტილი შევცვალე და ვცდილობ დავხვეწო.ასევე მინდა ამ სფეროში რაიმეს მივაღწიო. კიდევ? კიდევ ბევრი ოცნება ავისრულე.აი ისეთი ოცნებები ჩემს ძალებზე,რომ იყო დამოკიდებული. კიდევ... გიპოვე. გიპოვე. გიპოვე. ოღონდ ცოტა გვიან. ცოტა არა ძალიან დავიგვიანე მგონი. სამი დღე-ღამის უძილო ვიყავი.გასაუბრებაზე ვიყავი დაბარებული და ღამის 4ზე დავიწყე მზადება,რომ არ დამგვიანებოდა.არც ვნერვიულობდი და არაფერი,რადგან სამსახური უცხო არ არის ჩემთვის. იდექი და რაღაცას აკეთებდი.მე კი გკითხე გასაუბრებაზე თქვენთან უნდა მოვიდეთქო? შენ კი მითხარი კი მობრძანდიო და შემომხედე. შემომხედე და აქ დამთავრდა ყველაფერი და დაიწყო სრულიად სხვა,რაღაც რაც არც მანამდე და არც მერე არ დაიწყება. რომ შემომხედე დედას გეფიცები გავშტერდი.ფილმებში,რომ ხდება ხოლმე ზუსტად ისე დამემართა.გავითიშე და სიტყვის თქმას ვერ ვახერხებდი. შენ კი ვითომც არაფერიო საქმის კეთება განაგრძე. ყველაზე მეტად,მოდი ასე ვიტყვი,მაშინ დამერხა როდესაც გამიღიმე.ან გაშტერებული სახით მიყურებდი. და ჯანდაბააა.. ის გოგო ვინაა იქნებ ამიხსნა??? აუ ასეთი რამე არასდროს დამმართნია. არასდროს გამითენებია ბიჭზე ფიქრში ღამე. რაც აქამდე დამიწერია ან მონაყოლი ისტორიიდან გადმომიღია ან თვითონ მომსწრე ვყოფილვარ. გეფიცებით არცერთი სიტყვა ჩემი გულიდან არ იყო წამოსული,რაც სიყვარულს ეხებოდა. რატომ ამრიე?? აუ რა გინდოდა? ღმერთო გიპოვე. არ მჯერა!!! გიპოვე. იქნებ შენც მიპოვო....... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.