აღიარე..
ველაფერი ჩვეულებრივად იწყება.. არაფერი განსაკუთრებული... მხოლოდ მეგობრობა.. გწერს და წერ.. გიცინის და უცინი.. გეხუტება და ეხუტები.. მერე? მერე ყველაფერი თავისთავად ნათდება და უცებ აღმოაჩენთ რომ ყველა კმაყოფილი და ბედნიერია.. მერე ღიმილია.. მერე გიღიმის და მერე შენც უნებურად გეღიმება.. მერე სხვანაირი ჩახუტება უნდება.. შენც.. მერე ყველაზე მაგარი სუნის შეგრძნების შესაძლებლობა გიჩნდება.. მასაც.. აი, ჩახუტებისას კისერში რომ გრძნობ და ყველაზე გამორჩეული რომაა.. მერე?!.. უბრალოდ იმაზე მეტი გინდება ვიდრე მეგობრობა.. ალბათ მასაც.. გაბედავ? და უნდა გაბედო.. მერე ინანებ.. ჰო.. რა მოხდა.. პირველი კი არ იქნები.. თუმცა ცხოვრებაში რაღაც ეტაპამდე აუცილებლად მიხვალ, ეტაპამდე, როდესაც გაანალიზებ, რომ შენთვისვე უმჯობესია კონკრეტული ადამიანები დროს და სივრცეს გაატანო, მაგრამ მათ გონებიდან ვერასოდეს ამოშლი... იცი?! მონატრებას უამრავი ფერი აქვს.. შემოდგომას რა ძალიან ჰგავსო ერთი გაფიქრებით კი იფიქრებს ვიღაც მეორე.. კი, კი ზუსტად მეორე შენნაირი.. აი, ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი მარტოობას ყავას რომ უმზადებს და სამუდამოდ ჩამისახლდება ალბათო რომ ფიქრობს.. შენ რა გგონია! ჩახუტებასაც აქვს ფერები.. ყველაზე საშინელი იმედგაცრუებისფერი ჩახუტება მინახავს.. კიდევ! კიდევ ტკივილისფერი.. მონატრებისფერი.. სიყვარულისფერი.. შეგრძნებებისფერი.. და კიდევ.. კიდევ ბევრი!! ჰო გითხარი უამრავი ფერი აქვს თქო.. ხედავ?! მართალი ვარ.. აბა დაფიქრდი.. რამდენჯერ გდომებია ტკივილისგან, მონატრებისგან, ვერთქმული სიტყვებისგან თვალებდასიებულს მხოლოდ ერთი შეხება.. შეხება,რომელიც ყველა ამ ემოციას ერთად მოაქცევს და ერთ კონკრეტულ სახელს დაარქმევდა.. შეხება.. შეგრძნება.. უსიტყვოდ გადმოცემული ემოცია რომაა მხოლოდ.. არ მითხრა ახლა არ მიოცნებია ამ ფერების შეგრძნებაზეო.. ჰო, იცი, არ დაგიჯერებ.. იმაზე დიდი სისულელე იქნება ცხოვრებაში, ვიდრე შენს მიერ სიამაყეს გადაბიჯებული ქმედებებია! იცი?! როდესაც ადამიანის გამო ფეხქვეშ თელავ შენს სიამაყეს, ღირსებას, თავმოყვარეობას, გრძნობას, ოცნებას, ფიქრს და მაინც მასთან მიდიხარ, აუცილებლად დადგება დღე როდესაც ამას სულ ერთი წამით მაინც ინანებ, მაგრამ... მაგრამ იცი რა მომენტში არ გითვლიან ამ ყოველივეს სისულელეს?.. თუ მასაც შეუძლია იგივე გააკეთოს.. თუ აკეთებ შენც და აკეთებს ისიც.. თუ ჩახუტებისას ყელში თავჩარგული შეგრძნობილი სურნელი ისეთივე მნიშვნელოვანია მისთვის, როგორც შენთვის.. თუ ჩახუტება კოცნაზე მეტ ემოციას იწვევს მასში.. შენშიც... თუ შენი ღიმილიანი სახის ქონას ცხოვრების მუდმივ მიზნად დაისახავს.. შენც... თუ შენი დათმობილი სიამაყე ერთ დღეს ყელში არ მოგიჭერს და მწარედ არ გაზღვევინებს.. დრო აუცილებლად იმაზე სწრაფად შეგაჩვევს აბსოლუტურად ყველა ჭრილობის ცხოვრებასთან ერთად ტარებას, რომ თუ ოდესმე შეძლებ და მოუიშუშებ მას, თავადვე გაგიკვირდება და გაგაოცებს ფაქტი, როდესაც მის გარეშე ვეღარ შეძლებ.. და ყოველ ჭრილობას შენი უაზრო ნაბიჯებით თავადვე განიახლებ.. უნებურად, მონატრებისგან გაგიჟებული.. უნებურად, მის სურნელს მონატრებული.. უნებურად, მისი ვერ შეხებისგან სუნთქვაშეკრული ჰო! უნებურად.. დახუჭავ თვალებს და თითქოს ცხადად იგრძნობ მის შეხებას.. ჩახუტებას.. კოცნას.. სურნელს.. დაინახავ ღიმილს და.. გგონია ვსო დამთავრდა და ამით შეივსებ უმისობით გამოწვეულ სიცარიელეს?! როგორ გეკადრება.. ისევ მატყუებ !!! აბა თვალები დახუჭე და შენს სულში ჩაიხედე.. აუცილებლად დაინახავ უფრო დიდ სიცარიელეს.. აუცილებლად დაინახავ უფრო დიდ მონატრებას.. აუცილებლად დაინახავ უფრო დიდ სევდას და მიხვდები, რომ ცდები.. დაინახე?! რამდენი რამის აღიარება შეგძლებია, შენ კიდე თავს იმაზე მეტად ისულელებ, ვიდრე ამას გარეგნულად აჩენ.. მერე.. მერე ცდილობ ერთ ადამიანს მაინც აუხსნა რა გჭირს.. იწყებ.. გისმენს.. შენ ყვები.. შენ ყვები.. ის გისმენს.. და ბოლოს რომ ამთავრებ ხვდები რომ ემოციაც გაგიქრა... ჰო, კიდევ იცი რა მომენტი გიდგება ხოლმე?! აი, ტირილი რომ გინდა ემოციისგან დასაცლელად.. სახლში გულგახეთქილი რომ მიდიხარ.. აი, რომ გინდა დალეწო ყველაფერი.. აი, რომ ფიქრობ,რომ დედამიწაზე ყველაზე უიღბლო ადამიანი ხარ და აღარასოდეს გაგიმართლებს.. აი, რომ ფიქრობ, მისით უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს შენი ცხოვრება.... რატომ გეღიმება?! ზუსტად ასეა ყველაფერი ჰო? იკივლე!!! ბალისში თავჩარგულმა იკივლე შენს უკუღმართობაზე.. სულ ცოტა ხნით მაინც გათავისუფლდები, სხვა თუ არაფერი.. მერე?! მერე იქნება დღე, როდესაც სახლში მარტო დარჩები და მთელი დღე მოგინდება შენს ფიქრებთან მარტო დარჩენა ჭიქა ყავსთან ერთად.. მერე ოცნებასაც დაიწყებ.. მერე მასთან ერთად ყოფნაზეც კი იოცნებებ და ბოლოს ისევ რეალობა მოგიჭერს ყელში!! და უცებ აღმოაჩენ რომ.. რომ ზუსტად სინანული მოგიჭერს ყელში.. ზუსტად შენი გათელილი თავმოყვარეობა მოგიჭერს ყელში.. მისგამო დათმობილი სიამაყე მიგიყვანს სუნთქვის შეკვრამდე და უცებ.. ფანჯარას ეცემი ჰაერი რომ ჩაუშვა შენს შეკუმშულ ფილტვებში.. სადღაც ერთ-ორ ცრემლსაც გადმოაგდებ.. მერე დაფიქრდები რომ არ ღირს მის გამო ასე ყოფნა!! მერე დაფიქრდები რომ შენც გაქვს ბედნიერი, ღიმილიანი ცხოვრების უფლება!! შენც გინდა გაფასებდნენ!! შენც გინდა საპასუხო განცდების შეგრძნება და გადაწყვეტ რომ ივიწყებ.. აბა გენიოსო!!! მაქსიმუმ რამდენ დღეს ძლებ უმისოდ.. მაქსიმუმ რამდენი დღე იძახი რომ არაა შენი ღირსი.. მაქსიმუმ რამდენი დღე აჯერებ თავს რომ არ უნდა გენატრებოდეს და არ გინდა ის.. რამდენიმე დღე.. ან თუნდაც თვე.. მერე ისევ მონატრება გიჭერს ყელში და ისევ თავიდან იწყება ყველაფერი... ისევ წერ.. და გწერს.. ისევ გენატრება და ენატრები.. ისევ... მაგრამ მხოლოდ სიტყვებით და შენი შეგრძნებები კვლავ ისევ რჩება იმაზე უფერული ვიდრე ფერდაკარგული მონატრება და სუნია.. მერე ისევ ხელახლა იწყებ თავის დაჯერებას რომ არგენატრება.. გამოგდის?! ახლა მაინც არ მომატყუო!! მითხარი გთხოვ.. მე არ გამომდის... ისევ სინანულს აქვს ყელში წაჭერილი თავისი მარწუხები,მაგრამ მაინც, ყველაზე დიდი უთავმოყვარეო ადამიანივით, მის კისერში თავჩარგული ჩახუტებაზე ვოცნებობ!!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.