შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზე


24-01-2019, 06:37
ავტორი martta
ნანახია 1 224

^^^

ქუჩაში,სადაც ხალხი ბუზებივით ირეოდა, ერთადერთი იყო , "ის" , რომელიც მედიდურად,ამაყად მიიკვლევდა გზას ბრბოში.. ამოუცნობი იყო ,ირგვლივ მყოფთათვის... მკაცრი , უგრძნობი , ყინულის ციხესიმაგრეს ჰგავდა .. მისი უკუნითი ღამესავით ,თვალები დიდ სევდას ასხივებდა... გგონიათ ეს ემჩნეოდა??არა, ამას მხოლოდ მე ვამჩნევდი , ერთადერთი ვიყავი ვინც გრძნობდა მის შიგნით არსებულ დაბნელებულ მზეს. სწორედ,მე ვარ ის ვინც მასში იგი გაანათა და ამავდროულად დააბნელა.
მიჭირს.ღმერთო ,როგორ მიჭირს მისი ასეთი ყოფა.
მინდა, მივიდე და კვლავ მოვეფერო, აბრეშუმივით ნაზ კანზე...
მისი სურნელი... ახლაც ,ცხვირში მიღიტინებს.. დამატყვევებელი,დაუვიწყარი იასამნების სურნელი...
ეს მისი სურნელია..
იასმანი მისი ყვავილია..
ის მხოლოდ ,იმიტომ ხარობს,რომ მხოლოდ კატერინამ უცქიროს.. იდეალია...
ქალის იდეალი.
გყოლიათ ადამიანი , ვინც თქვენს შინაგან დემონებს ,ანგელოზებად აქცევს?
მან ჩემი დემონები პატარ-პატარა მზეებად აქცია...
ღმერთმანი,მის გვერდით ნებისმიერი თავს არარაობად იგრძნობდა. ახლა კი,მძმის იმის გააზრება ,რომ ჩემი საყვარელი მზე თავადვე ჩავაქრე...
დაიბადო მზით ,იშვიათია... მზეებს მოფრთხილება სჭირდებათ,მუდამ უნდა ანათებდნენ.. გაანათლოს არემარე მისი ნათელი სხივებით...გაიბრწყინოს და თითოეული კუთხეკუნჭული მოიცვას...
მოიცვას გული და გაანათოს სამარადისოდ,სამარადჟამოდ ...
თითქოს რეალობას მოწყდა.. გადაიკარგა, გაქრა მასში გაჩენილ სიბნელეში...
მაგრამ....
მაგრამ იმედი,რომელიც ჩემში ბუდობს, სჯერა ,რომ მზეები კვლავ გაბრწყინდებიან...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent