შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკივილს ვეღარ ვუძლებ...


27-03-2017, 01:58
ნანახია 2 155

ტკივილს ვეღარ ვუძლებ...
აღარ შემიძლია...
გიჟურმა მონატრებამ
თავ-გზა ამირია...
მტკივა ყველაფერი...
სული მეხლიჩება...
გაორება მჭირს
მჩვევია გაგიჟება...
ჭკუიდან გადასულს
მიჭირს კონტროლი და
ირგვლივ ყველაფერი
ვხვდები სიცრუეა...
ილუზიაა ის რისიც მჯერა...
უცვლელი ტკივილი
კვლავ ჩემთან რჩება...
უიმედობა მანგრევს
და მგუდავს...
ისევ ყველაფერში
სიშავეს ვხედავ...
აღარ შემიძლია...
არ მინდა ბრძოლა...
უკვე დავიღალე
გაქცევა მინდა...
გაუფასურდა
ირგვლივ სამყარო...
მიჭირს ვირწმუნო
და ისევ ვენდო...
აღარ შემიძლია...
ვიცი ვორჭოფობ...
ვიცი მხდალი ვარ...
თავს ვერ ვპატიობ...
რა ვქნა? რა ვუყო?
რით დავეხმარო??
სად ხარ ალტერ ეგო??
ძველო მეგობარო??
შენი ირონია
ისე მენატრება...
საუკუნეა ვეღარსად გხედავ...
თითქოს წარმოსახვამ
სადღაც გაგიყოლა...
თითქოს ერთადერთი
შენ მყავდი და
ისიც აღარ მყავხარ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent