შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცივი სინათლე-(ეძღვნება თორნიკე ინატაშვილის ხსოვნას)


25-01-2019, 21:13
ნანახია 1 432

ბაკურიანში მივლინებით ჩასული ახალგაზრდა ბიჭი,რომელსაც სახლში ცოლი ელოდება,ახლა დგას ერთ-ერთი შენობის სახურავზე და ღიღინით ასრულებს თავის სამუშაოს.ყველაფერი ჩვეულებრივად მიდის,რომ უცებ,ერღვევა წონასწორობა და...დრო ჩერდება.იქ,სადღაც,თბილისის ერთ-ერთ ბინაში ახალგაზრდა გოგოს ხელიდან გავარდნილი შუშის ჭიქის მტვრევის ხმა სახლში ექოდ ისმის.გულში გრძნობს სიმარტოვეს,სიცარიელეს,თითქოს აქამდე ორი გული ცემდა მის სხეულში და ამ წამს ერთი გაჩერდა.ბაკურიანის თოვლიან ბილიკზე გდია თორნიკე ინატაშვილი ,თეთრად მბზინვარე თოვლზე წითელი სისხლის გუბე შემზარავ სანახაობას ქმნის,ისეთს,რომ დანახვიდან ეს სურათი გონებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდება.
ახლა უსულოდ ვწევარ და ძლიერ სიცივეს ვგრძნობ.ამჯერად ზამთრის სუსხი არაფერ შუაშია.შიგნიდან ვგრძნობ სიცივეს,ყველა ძარღვს ვგრძნობ,ნელ-ნელა სიცივეს, რომ დამონებია და ისე გადმოსცემს ერთი ძარღვი მეორეს,მეორე მესამეს და ასე შემდეგ,როგორც თანმიმდევრობით დალაგებულ დომინოებს,რომ ხელს კრავ და ყველა ერთიმეორეს მიყოლებით ეცემა,ხელის კვრა კი დაცემისას ვიგრძენი.
ხან სითბოს ვგრძნობ,ხანაც ძლიერი სიცივე მიპყრობს,თვალს ვახელ და ცაზე ვაშტერებ,მაგრამ თვალთ მიბნელდება.ამ სიბნელეში ვხედავ მკრთალ შუქს,რომელიც თანდათან ძლიერდება,მიახლოვდება ,ვარჩევ მის სახეს,სხეულს,რომელსაც თეთრი სარაფანი უფარავს,ჩემს წინ ჩერდება და სასიამოვნოდ მომღიმარი ხელს მიწვდის.ბედნიერი ვუწვდი ხელს მეც და მას ვანდობ ჩემს თავს,რადგან ვიცი,ეს დასასრულია და არ მეშინია,რადგან ხელს ჩემი ცხოვრების სიყვარულს ვკიდებ იმ ხელზე,რომელიც დანახვის პირველი წამიდან დღემდე არ გამიშვია და იმ წამს,როდესაც ჩემი ცოლის ხელს შევეხე,გაქრა ყოველი ტკივილი და სიმშვიდე ვიგრძენი,სამუდამო სიმშვიდე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent