შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის ეიფორია


11-02-2019, 07:24
ნანახია 1 441

მოგონებები პირველი ფიფქებივითაა და სანამ გადნა საჯაროდ მოგწერთ. მეტად დღიურია ვიდრე აღსარება. ნუ დაიბნევით უბრალიდ იკითხეთ და მიგრძენით.
ძალიან შორიდან არ მიწევს დაწყება, თუმცა არც ისე ახლოს ვარ დღევანდელობიდან. ყოველთვის სიცივით გამოვირჩეოდი. განმარტებას გავაკეთებ რას ვგულისხმობ სიცივეში. რობოტი არ ვარ ვგრძნობ ერთადერთი ჩემი შეუძლებლობა გრძნობების, ემოციების გამოხატვაა. სწორედ ამ მიზეზით არც სკოლაში და არც უნივერსიტეტში ვთამაშობ საიდუმლო სანტას. არ მინდა ჩემმა სანტამ იფიქროს, რომ საჩუქარი არ მომეწონა, უხერხული იქნება. მსგავსი სიტუაციაში მომიწევს ვთქვა, რომ უემოციო არსება ვარ ხოლო არგუნენტირებისთვის მოვყვე რამდენიმე ისტორია. მოკლედ, არ ვიტკიებ აუტკივარ თავს. ხუთი წლის წინ კი ექსპერიმენტებუს ჩატარება დავიწყე საკუთარ თავზე, უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვი, რომ მეტად დაახლოება გაადავწყვიტე და დაკვირვება მასზე. რატომ ვერ გამოვხატავდი იმას რასაც ვგრძნობდი? იყო თუ არა ყველა ასე ან და რატომ ეუცნაურებოდათ ჩემი უემოციეობა. ხუთი წლის წინ გავიცანი ბიჭი. მოდით მას ვუწოდოთ თომა, რადგან ვიცნობ მასავით შავგვრემან ფისოს ზემოთ ნახსენები სახელით . თომა ჩემს მუცელში არასრულწლოვანი პეპლების ამფრენი იყო. თომა ჩემი აღაჟღაჟებული ლოყების მიზეზი გახლდათ და საბოლოოდ იგი ჩემი ცრემლების მიზეზიც აღმოჩნდა. აი აქ შეიძლება გავისროლოთ ფეიერვერკი და შამპანურიც კი გავხსნათ, ვინაიდან მგონია, რომ მის მიმართ რეალური გრძნობები გამაჩნდა.
თომა ჩემი პირველი ხელის ჩაკიდება იყო, ჩემი პირველი საათობრივი სეირნობები ბიჭთან და ჩემი პირველი სიყვარულის ისტორია. თომა მუდმივად თომი იყო და მეც შესაბამისად ჯერი აღმოვჩნდი. ჩვენმა ბავშვურმა კინკლაობამ დაგვანგრია და 2 წლიანი ურთიერთობა ტვალეტის ქაღალდში გახვეულმა ჩავრეცხეთ. ვიტყოდი ჩავრეცხეს და კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს ჩემს უემოციურობას. ვერასდროს ვკიდებდი ხელს ისე როგორც ძილისწინ წარმომედგინა. ყოველ საღამოს მასზე ფიქრით ვიძინებდი და დილაც მეტად მზიანი თენდებოდა.. მუდმივად ერთი ფიქრი მქონდა ჩავხუტებოდი, ნაზად ჩამომესვა სახეზე ხელი და მეთქვა, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრების, სრულწლოვნობამდე და სრულწლოვნობის შემდეგაც, მასთან გატარება მეც მასავით მსურდა. ემოციურობის კომპლექსი კი მაშინვე თავს იჩენდა როცა შოკოლადისფერ თვალებს ვხედავდი.
ერთ საღამოს სერიოზულად ვიფიქრე რომ დრო იყო მომეშორებინა კომპლექსები და თვალებში 15 წლის გოგოს პირველი სიყვარულით ჩამეხედა. არ დავბნეულიყავი და მეთქვა რომ ძილისწინ მის თვალებს ვხედავდი. სექტემბრის საღამოს როდესაც ჩემს წინ იჯდა და მის წინ ვიჯექი ხელი გავუშვი,სახეზე მივიტანე და როგორც წინა დღეს ნაყურებ ფილმში ავითვისე ისე მოვიქეცი. ნელა ჩამოვუსვი თითები ლოყაზე, გავაჩერე ტუჩის კუთხესთან ახლოს არსებულ შრამზე და ვკითხე მის შესახებ. პასუხი ბანალური იყო, თუმცა მისი წამწამები უნდა გენახათ, როგორი იდეალური იყო თვალდახუჭული, რომ უსმენდა ჩემი თითების მოძრაობბას. უსმენდა ჩემს პულს და უსმენდა მანამ სანამ ჩემში გადაკარგული სიბნელე არ დაბრუნდა და არ წამართვა ისიც და საკუთარი თავიც.

პს. იმედია მოგწონთ ფურცლები დღიურიდან რადგან არვიცი რამდენად მოსაოწნია წაიკითხო სხვისი პირადი ისტორია.



№1  offline წევრი sunriseN

სასიამოვნო წასაკითხია, ძალიან ძალიან მომეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent