შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოხეტიალე სულები


3-03-2019, 14:29
ავტორი sunriseN
ნანახია 1 177

დაბრუნდი... ნუ წახვალ.
------------------------------------------

მე ვხედავ მზეს, ის ყველა ჩვენგანშია... ზოგში ის მუდამ რჩება, ზოგში კი მზის სხივები უფერულდება. არის მომენტები როცა ჩამქვრალი სხივები ნათელს უახლოვდებაა და ცდილობს მის გამოძავლას, ამ დროს კი ნათელი სული დახეტიალებს რათა ჰპოვოს სიმშვიდე.. მისი მბჟუტავი ნაპერწკლის გასაღვივებლად.
... მთვარის მზერას ვგრძნობ, ცივ ღამეში ვდგავარ უფერულ საზღვრებში გაჭედილი. ჩემი ოცნებებით მდიდარი, თბილი ღამე, ვიღაცის ჰაერზე წამოსროლილ, უგრძნობ სიტყვებს გაუცივებია. მთვარე მუდამ სამყაროს მესაიდუმლე იყო... ყველას ოცნებებს ინახავდა და ისინი მის შუქზე მკრთალად გამოჩნდებოდა ხოლმე... ახლა კი მხოლოდ ცივი სიტყვების, ნელი ჩურჩული ისმის და მისგან თავის არიდებას მთვარეც ცდილობს. ფიქრისგან მალულად, ენაზე მომდგარ სიტყვები მიქმნის უფერულ საზღვრებს, სიტყვები სადაც ძლივს დატეულან სიძულვილი, ეჭვი, ჩაგვრა, შური თუ ბოღმა მაშეშებს.. ვიგრძენი როგორ წავიდა სული სახეტიალოდ მე და მთვარე კი ადგილიდან ვერ ვიძვრით.
ხალხი მიდი-მოდის, ყველას სადღაც ეჩქარება... მათ არ ესმით ეს სიტყვები.. მათთვის ღამე ისეთივეა როგორიც მუდამ იყო, რადგან სწორედ მათ ენაზეა ეს სიტყვები მომდგარი... რომელსაც ბაგეები გულუხვად აფრქვევენ და ჩუქნიან სხვებს, რაც სხვებისთვის მარილიანი სითხით კანის აწვის მიზეზი ხდება. მე და მთვარე ამას საიდუმლოდ ვინახავთ, არგვინდა მზემ გაიგოს და მიატოვოს ეს მოსიარულე უმწეო არსებები.
აი სანამდე მივედით, სიყვარულით შექმნილი, უმადურო არსებები, ახლა დავდივართ... ვცოცხლობთ და მხოლოს იმაზე ვფიქრობთ თუ როგორ ჩავაქროთ თვალებში ასახული ნათელი სული, შემდეგ კი შესრულებული მისიით ამაყები მედიდურად ვამძიმებთ დედამიწას სიარულით. ცნობიერება კი იქამდე ვერ მივიდა, რომ მივხვდეთ ეს ყველაფერი ამაოა, ისე უეცრად აორთქლდება ყველაფერი... წამიც კი არ დასჭირდება.
ვუყურებ ამ ნახევრად ადამიანებს და უხმოდ ვუმხელ ჩემს მწუხარებას მთვარეს, ჩემს უხმო გზავნილებს კი სხვა ყრუ ბგერებიც შეემატა, დავინახე ჩემს წინ მდგარი ასევე საზღვრებში მოქცეული გოგონა, რომლის თვალებში ასახული სულიც ნელნელა მბზინვარებას კარგავს, მისი გზავნილიც მოვიდა ჩემამდე... მთხოვს არ დავტოვო და არმივცე უფლება ამ ხმებმა შეიპყროს... ჩემმა სულმა იმედში ჰპოვა სიმშვდე, დამიბრუნდა... მე ეს გოგონა და კიდევ სხვა ცივი ღამის მიერ შებოჭილი ადამიანები, დავიხსნით მთავრეს ამ სიტყვებისგან და დავუბრულებთ კუთვნილ ოცნებებს... ეს მოხეტიალე სულები ერთობაში იპოვიან სიმშვიდეს და არ მისცემენ მზეს წასვლის უფლებას.
მისმა უხმო სიტყვებმა ჩაახშო ეს ხმები და მე დავრჩი ამ გოგონას თხოვნით სავსე თვალების გამო... და მის თვალებსაც იმედი ჩაესახათ... ჩვენ ვცდით, ვუპოვით სიმშვიდეს მოხეტიალე სულებს.



უჰჰჰ, ვისიამოვნე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent