გვიპოვინ მზის სხივები
ღამის წყვდიადს ლამპიონების მკრთალი შუქი და ჩემი ნათელი მოგონებები აცოცხლებს... მახსენდება ის ქარიანი შემოდგომის დღე, როცა ირგვლივ მზის სურნელი იდგა და როცა შენ ჯერ კიდევ შეიგრძნობდი მას. შენ ისეთი უბრალო იყავი, მთვარის შუქზე შეუმჩნეველი და უფერული.... მზის სინათლეზე კი შენს თვალებში შემოდგომის ფეიერვერკი იფეთქებდა... მე შენ გენდობოდი, იმდენად გენდობოდი, რომ შენთან ერთად ვაგროვებდი მზის დაკარკგულ სხივებს, შენ კი ნდობას არ იმსახურებდი, ჩვენი შეგროვებული მზის სხივები, რომლებიც სამყაროსთვის უნდა გვეჩუქნა უმაწყალოდ დაფანტე. მე შენში მცხოვრები მთვარე მიყვარდა, რომელიც მუდამ ელოდა მზეს მის გასანათებად , თვალებში მოელვარე ვარსკვლავები მიყვარდა რომლის ბრწყინვალებასაც არავისთვის იშურებდი და ყველას უზიარებდი. შენი საუბარი რომელიც ისე ძალიან გავდა მზის ხმას... ახლა გაყინულია, სულში საუკუნო ზამთარმა დაისადგურა... მზემაც ზურგი გაქცია ... შენში მცხოვრები მთვარე ვეღარასდროს გაილვებს, ან იქნებ მანაც მიგატოვა ვინ იცის.... მე ისევ ვაგროვებ მზის დაკარგულ სხივებს და მათ სამყაროს ვჩუქნი, შენ კი სამყაროს აღარ ეკუთვნი... შენს თვალებში აღარასდროს აფეთქდება შემოდგომის ფეირვერკი ახლა სიცარიელე ხარ. რათბილი იყო შემოდგომის ის ქაოსურად ქარიანი დღე, როც შენ ჯერ კიდევ სამყაროს ნაწილი იყავი... ვამჩნევ როგორ ცეკვავენ ჩვენი მოგონებები ლამპიონების გარშემოო ის მომენტიც ჩანს როცა მზის სხივებს ვპოულობთ და აი ერთი ჩემსკენ მოემართება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.