შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ადამიანი


13-03-2019, 19:36
ავტორი ილაი
ნანახია 887

-იცი როგორ მიყვარხარ?
-ძალიან, ძმასავით.
-ჰო ძალიან. მაგრამ ძმასავით არა, ვერა, იმიტომ რომ ძმას იმას არ ვეტყოდი, რაც შენ გითხარი. შენ ჩემი სულის მეგობარი ხარ. ძალიან მაგარია, როცა ბიჭი ძმაკაცი გყავს, მითუმეტეს შენნაირი გამგები. ყოველთვის ცდილობ რომ ჩემი ცუდი საქციელები გაამართლო შენებური, უცნაური მიზეზებით და ისე კარგად ახერხებ ამას, რომ ბოლოს ჩემს უცოდველობას მეც ვიჯერებ. ალბათ, მაგიტომაც იქნები შენ ერთადერთი ადამიანი ვისთანაც ვეცდები, რომ ჩემი ყველაზე საშინელი ამბავი მოვყვე. თუმცა, ვერ დაგპირდები. ისეთი ძნელია ეს ჩემთვის, რომ შეიძლება ფსიქიკაც შემირყიოს თავიდან ბოლომდე გახსენებამ, თუ უკვე ასე არ არის. ზუსტად ვიცი, რომ დანარჩენ მეგობრებს რომ ვუთხრა ამის შესახებ, არც ისინი გამკიცხავენ და ამის გამო არ ჩამომშორდებიან. მაგრამ შენ მაინც სხვანარად სხვანაირი ხარ და სხვანაირად გაიგებ ამას.
-მაპატიე რა ის სიტყვები
-ვიცი რატომაც თქვი მაშინ ეგ და ამის გამო, ყველანაირად ვცდილობ გაპატიო. არ დამავიწყდება არასდროს მაგრამ ვიცი, გადავლახავ. შემდეგში, როცა შენს სულს ძალიან გაუჭირდება მეუხეშე, მლანძღე, ჩემზე გადაიტანე შენი ტკივილები მაგრამ არა იმ გზით და იმ სიტყვებით. სიუხეშეს ყურადღებასაც კი არ მივაქცევ, მაგრამ თუ კიდევ იგივეს გაიმეორებ ვერ გაპატიებ, ვერასდროს. ამით შენს თავს ხომ დაიტანჯავ უსაშველოდ, მე ბოლომდე გამანადგურებ. საერთოდ დამიკარგავ ღმერთის რწმენას და ამ ყველაფრის მიტევების შესაძლებლობის დაშვებას. ჩემს ცოდვებით დაღრღნილ სულს კი, ახალი ცოდვით, კიდევ ერთ ჯალათს დაუმატებ მის საჯიჯგნად. ამდენს ვერ ავიტან, ვერ გავუძლებ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent