შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაცემა


14-03-2019, 02:40
ავტორი requiem
ნანახია 971

იყო და არა იყო რა.

მედელინ, მამაოს ფორთოხალი რატომ ესროლე? გაკვირვებულმა ვკითხე.

გაეცანით ეს ბოლო თვის ხარჯია, უცნაურად და უკმეხად მომიგდო მედდამ ოთახის საფასურის გადასახადი.

ალექსანდრე იცი რომ სახელი ალექსანდრე დიდის საპატივსაცემოდ დაგარქვეს?…

ყველაფერი არეულია, ყველა დეტალი. მხოლოდ შენ სიჩუმე და ფურცელი. წერ იმას რასაც ვერასოდეს გაამხელ ხმამაღლა, წერ, წერ და წერ.

შავთეთრ ფერებად აღებული ყველა მომენტი შენს სულს შუაზე ფლეთს და ფრთამოტეხილი ანგელოზივით შენც დაცემული ხდები.

მედელინ რას ხედავ? ჭაობში ნუ თამაშობ….

გამარჯობა თქვენი სახლი იყიდება, ბანკირმა წერილი ღიმილით გადმომცა….

ალექსანდრე შენ რატომ ხარ მარტო?!

რაოდენ სუსტადაც არ უნდა გამოიყურებოდე ყოველთვის მონახავ გზას ფეხზე წამოსადგომად. ირიბად დალეული სიცოცხლე და მისი ნეოტრაგიზმი ჩვეულს ხდიდა ყოველდღიურობას. კვდებოდა ყოველდღე და ფენიქსივით ფერფლიდან აღდგებიდა ხოლმე.

სიბნელიდან სინათლემდე მხოლოდ შენი ჩრდილის დანახვაა შესაძლებელი, ისიც ძირს. რა ირონიულია ხედავ? შენი პიროვნება და შენი ჩრდილი თითქოს ერთნი არიან. შენი სიცარიელით სავსე გული იხლიჩება.

მედელინ სად ხარ?! მედელინ ვერ გპოულობ….

ჩასასვენებელი როგორი გნებავთ? მოწიწებით მომიგო მესაფლავემ….

ალექსანდრე ეკლესიაში გვაგვიანდება….

25 წლისაც არხარ და უკვე მკვდარი ხარ შინაგანად. მოსიარულე გვამი, უემოციო და გაყინული. სიბნელეში მოხეტიალე აჩრდილი, რომელიც ღამღამობით სხვის ცხოვრებას ისაკუთრებს და სახეს იცვლის. სალხინებელის დემონებივით გიზიდავს სხვისი ტრაგედია, გიხარია, გიხარიაა. ლილითთან უკვე გქონდა წინა ღამით ფლირტი, თუ არ გახსოვს?! ის შენშია და შენივე შინაგან დემონებს გიღვიძებს. ჩრდილი კი უფრო და უფრო იკლებს. სიბნელეშიხარ. შენ იკლებ… შენ ეცემი..

კვდები




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent