რა იქნება?
რა იქნება თუ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მემახსოვრება და ვერ შევძლებ მის დავიწყებას? ვერ ამოვიგდებ თავიდან იმ წუთებს და წამებს რაც ერთად გავატარეთ, იმ მოგონებებს რაც მასთან მაკავშირებს, რა იქნება თუ მის გარეშე ძალიან ბედნიერი ვიქნები, ცხოვრებას ავიწყობ, დავივიწყებ და შემდეგ ისევ გამოჩნდება ჩემ ცხოვრებაში, ისევ ისეთი გრძნობა მექნება მის მიმართ ათი წლის შემდეგ როგორიც ეხლა მაქვს? თუ გადამავიწყდება და ნელნელა ყურადღებას საერთოდ აღარ მივაქცევ. ბევრჯერ მიფიქრია, რომ გამენადგურებინა ყველა ფოტო თუ ვიდეო სადაც ერთად ვართ, მაგრამ ვერ ვბედავ იმიტომ, რომ ერთადერთი რამ არის მოგონებები რაც მისგან დამრჩა და თუ ყველაფერს მოვსპობ ერთ მშვენიერ დღეს , მაშინ ისიც მთლიანად უნდა გავაქრო ჩემი ცხოვრებიდან მე კიდე არამგონია, რომ ეს ყველაფერი შევძლო. ყველანაირ ადამიანთან მქონია ურთიერთობა ჩემი ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ ის? სასწაულია, თბილია, კეთილია, თუმცა იმდენად შეპყრობილია თავისი გარეგნობით, რომ ამ ყველაფერს თვითონაც ვერ ამჩნევს და ვფიქრობ რომ ვერც მის გარშემომყოფი ადამიანები ამჩნევენ ამას იმიტომ, რომ არ აძლევს მათ ამის უფლებას, მაგრამ ჩემთან სრულიდ განსხვავებული იყო, არ გვქონია დიდხნიანი ურთიერთობა, თუმცა იმ ურთიერთობის განმავლობაში, რაც გვქონდა მე მასში დავინახე ისეთი თვისებები, რომლებსაც სხვები ვერ ამჩნევდნენ, ჰქონდა მას კარგი და ცუდი თვისებები, მაგრამ მე შევძელი იმდენი, რომ ის ისეთი შემყვარებოდა, როგორიც რეალურად არის ყველანაირი ნიღბის გარეშე, თუმცა აშკარად არ უნდოდა ყოლოდა გვერდში ისეთი ადამიანი, რომელიც ყოველთვის გვერდში დაუდგებოდა, გაუგებდა და ისეთი ეყვარებოდა როგორიც მართლა არის. მას უნდა, რომ ყველა იცნობდეს მას როგორც მაგარ ბიჭს , მაგრამ ავიწყდება რაღაც ფაქტები რისი დამალვაც მართლა არ არის საჭირო, მითუმეტეს იმ ადამიანებთან, რომლებსაც მართლა უყვარს ის. არ ვიცი, ალბათ ოდესმე შევძლებ, რომ ის სამუდამოდ გავუშვა ჩემი ცხოვრებიდან და მისი ყველანაირი კვალი წავშალო, ყველა მოგონებები გავაქრო, მაგრამ თუ ერთ დღესაც მოინდომებს ჩემთან დაბრუნებას, მაშინ როცა მე მართლა ბედნიერი ვიქნები მერე რა მოხდება? რა იქნება? დავივიწყებ ყველაფერს და იმ ადამიანს ავირჩევ ჩემი ცხოვრების მეგზურად, რომელმაც ერთ დროს გული საშინლად მატკინა? თუ გავაგრძელებ ჩემს ბედნიერ ცხოვრებას? არავინ იცის მომავალში რა იქნება და ყველაზე მეტად მთრგუნავს ეს ფაქტი.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.