შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დედამიწისხელა


15-03-2019, 12:36
ნანახია 945

მზის სხივები ცისფერ ცაზე მკრთალად იფანტება და ქუჩიდან შემომესმის მოთამაშე ბავშვების სიცილ-ხარხარი, წამოყვირება. სანამ ფანჯარაში გავიხედავდე, თვითონ აჭრის ოთახში სინათლე და ცალ წარბზე მეხება. ულევი ენერგიით ვივსები, თითქოს გაფრენა მეც შემიძლია მზის სხივებთან ერთად. ფრთები გამომესხმება და შევძლებ, ცისფერ ცაში ავიჭრა და მის ლაჟვარდისფერ ფერებში ჩავიკარგო. მერე კი, დედამიწაზე ჩემს თავს ისე შევნიშნავ, როგორც ანარეკლს, სუფთა, ლურჯი წყლის ზედაპირზე, როგორც ცისფერ სარკეზე.
ზოგჯერ, საჭიროა ცაში აფრენა, თუნდაც მხოლოდ გონებითა და საკუთარი ფიქრების მეშვეობით, რადგან შეიგრძო მზის მხურვალება, ან საკუთარი სურვილების ახდენის შანსები რამდენად იზრდება, როცა ცაში ხარ...
თითქოს, ღრუბლების სიმშვიდე შეგიძლია შეისუნთქო და ფილტვები გაიტენო ცის ჰაერით. მერე რა,რომ იქ, ცაში ჰაერი სულაც არ არის, მისთვის ნამდვილად იქნება ჟანგბადი, ვინც საკუთარ გულში სიყვარული შემოინახა, რადგან სწორედ ეს სიყვარული აძლევს ადამიანებს სუნთქვისა და სიცოცხლის ძალას, ეს სიყვარული უძგერებს ყოველ ჩვენგანს გულს.
დ რა მოხდება, თუკი ყველაფერი ასე მარტივად მოხდა, როგორც წარმოიდგენ? იქნებ, სხვა რამ იგრძნო, რასაც არ ელოდი? იქნებ უფრო ახალი ოცნებების გემო იგრძნო ენაზე და ეს ოცნებები წამში დადნეს... იქნებ ახალი მზეც კი გამოკრთეს ცაზე და ეს მზე შენი ადამიანი გახდეს, იქნებ შეგიყვარდეს მზე და მერე, მასთან ერთად იფარფატო ცაში ფრთაშესხმულმა და თავისუფალმა. თავისუფლება ყველაფრის საწყისია, რადგან ის ნებას აძლევს ადამიანს, აირჩიოს-იყოს უმოქმედო და უსიცოცხლო, უ გააკეთოს იმის მაქსიმუმი, რაც შეუძლია. ბუნება კი ადამიანს აიძულებს, გამოხატოს თავისი თავი იმ ფარუული ძალების მეშვეობით, რომელიც მთელი თავისი არსებობის განმავლობაში მის გონებასა და გულში იმალებოდა...
ცის ცისფერი გამათრობს, ვინატრებ, რომ ცასან ერთად ვცხოვრობდე დედამიწისგან და სხვა პლანეტებისგან შორს და ღრუბლებში მშვიდად ვილივლივო, რადგან მხოლოდ ასე თუ შევძლებ, მოვიპოვო აუხდენელი, უპოვნელი სიმშვიდე, რომელიც დედამიწაზეც კი კარდაკარ დაეხეტება და ეძებს მას, ვისაც ის სჭირდებათ. მაგრამ, მე ვერ მიპოვა, რადგან ოცნებებით სავსე გულითა და მზის სინათლით სავსე გონებით გამოვექეცი.
მარტო სულაც არ ვარ, ჩემს გვერდით ჩემივე სიყვარული მყავს, ეს კი უდიდესია, რასაც ადამიანი საკუთარი გულითა და მთელი არსებით გრძნობს. რადგან სიყვარული მთელი ცხოვრება გრძელდებ, თუნდაც ეს იყოს უბრალო, ბავშვური სიყვარული, ან მშობლების სიყვარული, თუნდაც ეს სრულიად უიბრალო-საყვარელი ყვავილის სიყვარული იყოს, რომელსაც უვლი. სიყვარული ხომ მასზე ზრუნვაში ჩნდება და იყლორტება, როგორც ყვავილის კვირტები. სიყვარული დედამიწას ამოძრავებს, ცის სიძლიერეს ფლობს და სამყაროს მნიშვნელობას იძებს, როცა მას გრძნობ. შეიძლება, ასე, უბრალოდ იყოს შენთვის ერთი უმნიშვნელო სიტყვა, რომელსაც ყოვედღიურად მრავალი მნიშვნელობით ვხმარობთ და ფუჭად ვფლანგავთ მის მნიშვნელობას, მაგრამ როცა ნამდვილად, სიყვარულით აგიძგერდება გული, ეს სულ სხვა შეგრძნებაა, თითქოს ცაში დაფრინავ და სანუკვარფერებს საკუთარი თითებით ეხები, საკუთარი ტუჩებით შეიგრძნობ მზის სიმხურვალეს, თმები გილივლივებს ფაფუკ ღრუბლებში და ამ დროს, სხვა ხარ, სხვა, საკუთარი თავისგან ნამდვილად განსხვავებული. სხვა ხარ, თუმცა ის სხვა შენი გულის სიღრმეში იმალებოდა მთელი ცხოვრება. იქნებ, სხვა მანამ იყავი, სანამ შეიყვარებდი, სანამ გული სიყვარულით აგევსებოდა? ალბათ ასეცაა, რადგან როცა გიყვარს, საკუთარი შინაგანი „მე“ გამოგძახის და გემუდარება, რომ ის იყო, ვინც რეალურად ხარ, ვინც ბავშვობაში იყავი და ვინც დაბადებისთანავე შეგქმნა ღმერთმა.
სიყვარული ამიტომაა ასეთი მნიშვნელოვანი-აცოცხლებს იმ შეგრძნებას, რომელიც სხვა დროს არასოდეს გეწვევა. რადგან, როცა გიყვარდება, მთელი გულით გრძნობ, რომ სწორედ ისეთი ხარ, როგორიც ღრმერთმა შეგქმნა, როგორიც დედამ გინატრა და როგორიც ვერასოდეს იქნებოდი, რომ არ შეგყვარებოდა. რადგან, როცა გიყვარდება, საკუთარ თავს ააშკარავებ, საკუთარ სულს აშიშვლებ და გულს იმ ადამიანისთვის იმეტებ, ვინც გიყვარს.
ალბათ, რროცა ადამიანი ნამდვილ სიყვარულს იგრძNობს, იმ აზრსაც შეეჩვევა, რომ არასოდეს დაკარგოს ბუნებრიოვობა. სიყვარულისთვის ყველაფერს აკეთებენ ადამიანები, რაგდან მათი გული სხვაგვარად ძგერს.
და ახლა ვფიქრობ-იქნებ სიყვარული შემოჩენია ჩემს გულსაც? იქნებ ჩემი სულიც ითხოვს გაშიშვლებას იმ ადამიანის მიმართ ვინც მიყვარს?...
და თუ ასეა, ბედნიერი ვარ, რადგან სიყვარული იმ უხილავი და ყველაძე ძლიერი ძალებით მავსებს, რაც ადამიანს არასოდეს ჰქონია, რაც ღრმერთმა მხოლოდ იმ ადამიანებს უბოძა, ვისაც სიყვარულის უნარი შესწევთ და უყვართ ბრმად, ღრმა და ნამდვილი სიყვარულით... სიყვარული ადამიანს აბედნიერებს. ჰოდა, მეც ბედნიერი ვარ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent