გამიჭირდება
უიმისოდ ვერ ვიცოცხლებ-მეთქი,ვერ ვიტყვი...მის გარეშე ვერ გავძლებთქო ვერ ვიტყვი... არ ვამბობ,რომ არ გამიჭირდება. ძალიან გამიჭირდება,ვიცი ძალიან გამიჭირდება... მის გარეშე ყოფნა გამიჭირდება...მასთან ერთად ნაბიჯებს რომ ვერ გადავდგამ, გამიჭირდება...როდესაც ცუდად ვიქნები და ის ჩემს გვერდით რომ არ იქნება, გამიჭირდება...სიხარულს რომ ვერ გავუზიარებ, გამიჭირდება... ვიცი,გული გამებზარება, გამიტყდება,ან საერთოდ შეწყვეტს ფეთქვას,მაგრამ მაინც გავძლებ...ვიცი გამიჭირდება,როცა დავინახავ და ის სიამაყის გამო ვერ შემნიშნავს და ეს ჩემი ბრალი იქნება...ვიცი,ბევრს ვიტირებ... ვიცი,შეიძლება ცუდადაც გავხდე...მაგრამ მაინც გავიცინებ,რადგან არ მინდა სხვის თვალში იმ გოგოდ გამოვჩნდე,რომელიც ბიჭის გამო შეიცვალა... ვიცი,მთელი დღე ტანჯვად მექცევა ყალბი სიცილი,მაგრამ მაინც გავძლებ...ვიცი,ჩემთვის შვება იქნება ღამით ტირილი... მაგრამ მაინც რა აუტანელია, როცა უმიზეზოდ ხდები სულის ტკივილი... მე ვიცოდი,რომ ტყუილი ყველაფერს გაანადგურებდა, მაგრამ მაინც მოვატყუე და ესეც არაერთხელ შემახსენა... მე ვიცოდი,რომ თუ ტყუილს ვეტყოდი,წავიდოდა...მაგრამ მაინც მოვატყუე...მიჭირდა, მაგრამ მაინც მოვატყუე... მართალი ყოფილა ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო... არ მაქვს უფლება ვთქვა, უიმისოდ ვერ გავძლებ მეთქი, რადგან ასე არ არის... მე ძალიან გამიჭირდება...ვიცი, მასაც წასკდება ცრემლი, როდესაც გამიხსენებს... ვიცი, მასაც ეტკინება...მისი ხსენებისას თვალებიც ამეწვება და გულიც ამიჩქარდება...მართალი ყოფილა,რომ თქვეს გულმა იცის ვიზეც უნდა აჩქარდესო... მაგრამ ასე არ უნდა მომხდარიყო...არ,შეიძლება ყველაფერს ბრძოლა უნდოდეს...რაღაც მაინც თავისით ხომ უნდა მოდიოდეს? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.