შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კედები!..


25-03-2019, 15:15
ავტორი BIG DREAMER
ნანახია 1 050

წვიმამ ახლახანს გადაიღო, მაგრამ ყურთან ჯერკიდევ ჩამესმის წვიმის წვეთების ჩუმი წკარუნი. მერე თავს მაღლა ვწევ და ცივ ჰაერს ფილტვებში ვუშვებ. ნესტოებში წვიმის სუნი მელამუნება რაც მაცოცხლებს.
ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ცოცხალივარ!... ფეხებს ერთმანეთს ვაშორებ და გამიზნულად ყველა შემხვედრ გუბეში ვხტები. იმიტომ კი არა, რომ გიჟი ვარ… ან ჯერ კიდევ ბავშვი… არა!! მხოლოდ იმიტომ ვასველებ ჩემს ძველ კედებს, რომ მოვიწყინე… ამ იდეალურ ამინდშიც კი ვიგრძენი სიმარტოვე… ალბათ წვიმასაც ეს უნდოდა… უნდოდა მეგრძნო ჩვევად ქცეული სიმარტოვე და ვეიძულებინე გარეთ გამოვსულიყავი…
თუმცა აქაც ისეთივე სიჩუმეა, როგორც შინ. ყველა ქუჩა ცარიელია…
მხოლოდ წვიმის წვეთების ხმა ისმის და ისიც აქა-იქ!
კედებს დავხედე სულმთლად გაშავებულს და გამეღიმა…
სინანულს, რომ ჰგავდა იმ ღიმილით…
მერე შემოვბრუნდი და ვიღაც ბიჭი დავინახე ქუჩის კუთხესთან…
ყველაზე დიდი გუბეებში აბიჯებდა, დიდი თეთრი კედებით და სახეზე ბავშვური აღტაცებით…..
მაშინ გავიფიქრე ალბათ ვერ არის მეთქი….. მერე კი უნებურად საკუთარ ფეხებს დავხედე და გამეღიმა….
ორი არჩევანი მქონდა ან საკუთარ თავზეც იგივე უნდა მეთქვა ან მასთან მივსულიყავი და ყველაზე დიდ გუბურებში ერთად გვეტყაპუნებინა გატალახებული კედები…..
ალბათ თავადაც მიხვდებით რომელი ვამჯობინე….

***
დილის წვიმამ ახლახანს გადაიღო, ცაზე ცისარტყელა გაჩნდა.. ქუჩაში მარტის სიო დაჰქრის…ერთი სათვალიანი მოხუცი ქალი კი მეთოთხმეტე სართულის სარკმლიდან
უმზერს ორ ლაღ მოზარდს, რომლებიც სრულიად უმიზეზოდ სვრიან თავიანთ კედებს გუბის წლით და ლაღად კისკისებენ… მოხუცს ეღიმება, იგი ალბათ მათადგილას ყოფნას ნატრობს… მასაც ამ მოზარდებივით უწყინარი , სულელური თამაშები უჯობს ცარიელ ბინაში მარტო ყურყუტს…




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent