წერილი შენ...
ვწერ.ჰო,თუმცა რა?შეიცვლება რამე?ან ისე შეიცვლება,როგორც იყო?დაბრუნდები?იმ დროს დამიბრუნებ?. არა.ვერაფერი იქნება ისე როგორც იყო,ხომ ასეა?თავს ნუ მოვიტყუებთ.უფროსწორად ნუ მოვიტყუებ,თორემ შენ ეს რად გჭირდება,შენ შეეჩვიე ალბათ უჩემობას. ვწერ.ჰო,თუმცა ვერასოდეს დავწერ იმაზე თუ რამდენი რამ გავიარე შენთან ერთად.რატომ?მარტივი მიზეზის გამო,არ დაეტევა არსად.ვერ დავტევ თუ რამდენი მოგონება,ჭირი თუ ლხინი გამოვიარეთ.12 წელი.ჰო თუმცა უფრო მეტის მგონია ჩვენი მეგობრობა.იცი?მეგონა ამ წლების რაოდენობას მხოლოდ მიემატებოდა რიცხვები,არც კი მიფიქრია იმაზე,რომ შეიძლებოდა შეჩერებულიყო.მიზეზის არსებობას ვერ ვუშვებდი ამისათვის.იცი,საათობით მიფიქრია იმაზე თუ რას უნდა დაენგრია ეს მტკიცე კავშირი,ვერ ვუწოდებ ამას მხოლოდ მეგობრობას.შენ ხარ ადამიანი,რომელშიც იმედს ვხედავდი,ღიმილს ვხედავდი,იმ ერთადერთ ადამიანს ვხედავდი,ვინც,ქვეყანა რომ შემომცლოდა გარშემო,მაინც არასოდეს დამტოვებდა.ბედის საჩუქარი იყავი,პირადი პრობლემებით დაღლილი შენში ნუგეშს ვხედავდი,ერთი სული მქონდა ყველაფერს გავქცეოდი და შენთან მომერბინა,რომ მომეყოლა და დაგემშვიდებინე.ემოციებისა და გრძნობების გამოხატვა არც არასოდეს შემეძლო.ბევრჯერ მინერვიულია სხვების გამო,რომ ვერ ხვდებოდნენ ჩემს დამოკიდებულებას,ვერ მიგებდნენ მაგრამ შენ,ვიცი რომ ჩემი ყველა მიმიკისა და გამოხედვის გაშიფვრა შეგიძლია,ამიტომაც კარგად იცი ჩემთვის რას ნიშნავ.ერთადერთი რამ მაქვს შენთან საკითხავი,რატომ წამართვი ეს ყველაფერი?შენი თავი რატომ წამართვი? არ მინდა მჯეროდეს,რომ ასე უმიზეზოდ,უაზროდ და უსიტყვოდ ინგრევა ასეთი ურთიერთობები.შენს გულში ჩახედვა მინდა.იცი რატომ?იმიტომ რომ გავიგო შენც გტკივა?თუ გტკივა რატომ წახვედი?თუ არ გტკივა აქამდე რატომ დარჩი? ამას დავინახავ თვალებში რომ შემოგხედო.თუმცა თვალებში არ მიყურებ,შენი არ ვიცი მაგრამ,მე იმიტომ არ გიყურებ,რომ მეშინია!გესმის?მეშინია არ დავინახო,რომ დამივიწყე...მეშინია სულ არ ამიცრუვდეს ყველანაირ ურთიერთობაზე გული.ადრე მადლობას გიძღვნიდი ჩუმათ,გულში მოგონებებისთვის.ახლა ისინი ჯერ ღიმილს მერე ცრემლს მგვრიან.ტკივილამდე მომენატრება ის დრო ყოველთვის.მაგრამ შენ..გთხოვ უკანასკნელად არ იყო ისეთი რომ არ მომენატრო. ჰო დამტოვე ასე ამ უაზრო სამყაროში ძალიან რთულ პერიოდში მაგრამ დავდივარ.მეშინია,რომ ნდობის სურვილს დავკარგავ შენს გამო.იცი მიუხედავად იმისა,რომ წახვედი არასროს შემშინებია,რომ ჩემს პირადულს ვინმეს გაანდობ,თუმდაც უმნიშვნელო დეტალს.მინდა ასე მჯეროდეს,რომ თუ ჩვენ დავმთავრდით,ჩვენს ისტორიასთან შეხების უფლებას არავის მისცემ.ეს მანუგეშებს. ვწერ.რატომ ვწერ?არ ვიცი ალბათ მიადვილდება ასე შენთან საუბარი.პირისპირ მხოლოდ ისე შემიძლია გელაპარაკო,როგორც ადრე,და არა ასე,უცხოსავით.როგორ მინდა შენზე ყველაფერი კარგი მესმოდეს,მინდა კარგად და კარგი იყო,მინდა ღირსეულ ადამიანებში იყო,მინდა წარმატებული იყო.მინდა კარგი იყო..მინდა... ყველაფერი კარგი მინდა გისურვო ჩემო წარსულო,ჩემო ცხოვრების კარგო მონაკვეთო.და თუ ცხოვრებამ ასე ისურვა მინდა სულ ისეთი მახსოვდე.არ შეიცვალო რა,არ გაითქვიფო სხვებში,არ გახდე სხვანაირი.მინდა სულ ისეთი წმინდა მახსოვდე.ყოველთვის ვიამაყებ თუკი საამაყო იქნები.და შენ ნეტავ რას მეტყოდი..ნეტავ...იქნებ არც არაფრის თქმა გინდოდეს.ამიტომაც ვტოვებ ყველაფერს ასე.დაიმახსოვრე,შენ გინდოდა დასრულება მე არა..იქნებ ასეც სჯობდა,თუკი ასეც სჯობდა მაშინ დრო მოვა მადლობასაც გეტყვი ამისთვის |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.