შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიარული კვალის გარეშე


1-04-2019, 02:18
ავტორი imagination37
ნანახია 1 060

წამიერად ვაანალიზებ, რომ ჩავფიქრებულვარ. ეს ფიქრები კი მას ეკუთვნის. ჩავფიქრდები თუ არა, მაშინვე თავს ამოვყოფ ჯადოსნურ სამყაროში. აქ დრო თითქოს გაჩერებულია, მხოლოდ სივრცეა თვალუწვდენელი. ალბათ, თვითონ ფიქრებია ჯადოსნური, მოვა, მომეალერსება, თავბრუს დამახვევს, მივენდობი და უნებართვოდ გამიტაცებს, თითქმის მძინარეს, თვალებდახუჭულს. და მათ მივყავარ შორს, სამყაროს ბოლოს. თანაც ისე ვიძირები მის სიღრმეში, რომ ვერ ვხვდები სად მივდივარ. მივყვები მხოლოდ მას და არ ვიცი სად ვადგამ ფეხს, რა გზას ვადგავარ. ვერც გარშემო ვამჩნევ რაიმეს: ყვავის ყველაფერი, დანგრეულია თუ ჩვეულებრივი. ირგვლივ სიწყნარე და სიბნელეა.
ის მიდის, მე კვლავ მივყვები..
ფოთლების შრიალის ხმა მესმის, ოღონდ შემოდგომისა, თავისუფლებით რომ ტკბებიან ქარს მინდობილნი. მეღიმება და თავს დაბლა ვხრი. ახლაღა ვამჩნევ, დედამიწა ისეთი რბილი და ფაფუკია, რომ ნაბიჯს ვერ ვგრძნობ, თითქოს არც კი ვეხები სიარულისას...
ოთახში ვიღაცამ ღრმად ამოისუნთქა, თან გვერდი იცვალა და მშვიდად გააგრძელა ძილი. უცებ განაცრისფრდა და დაითრგუნა სამყარო, თითქოს ეწყინა უცნობის ეს მოულოდნელი გამოჩენა. წინ მღელვარე უკიდეგანო ოკეანეა. მოწმენდილ, მუქ-ლურჯ ცაზე კი მთვარე ამაყად ანათებს. ის ისეთი სავსე და იდუმალია- თვალს ვერ მოსწყვეტ.
შემოვბრუნდი და გარემოს თვალი მოვავლე. მას არ ვეძებ, ვიცი რომ წავიდა. მე გზას ვეძებ უკან დასაბრუნებლად,მაგრამ გარშემო ყველაფერი უცხოა. თვალებს ვხუჭავ და ღრმად ამოვისუნთქავ, იქნებ მეც ავმსუბუქდე და ქარმა შემოდგომის იმ ფერადი ფოთლებივით ამიტაცოს და უკან დამაბრუნოს...



№1  offline წევრი Chameleon ))

,,მე გზას ვეძებ უკან დასაბრუნებლად, მაგრამ გარშემო ყველაფერი უცხოა... "
რა ნაცნობია.. რა გულში ჩამწვდომი..
ძალიან კარგი იყო <3

 


№2  offline წევრი imagination37

Chameleon ))
,,მე გზას ვეძებ უკან დასაბრუნებლად, მაგრამ გარშემო ყველაფერი უცხოა... "
რა ნაცნობია.. რა გულში ჩამწვდომი..
ძალიან კარგი იყო <3

<3მადლობა, მიხარია თუ მოგეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent