შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნათელი ბნელში


1-04-2019, 23:20
ავტორი ana cheishvili
ნანახია 1 249

–ნუთუ ჩვენ შეგვიძლია ბედისწერის შეცვლა?
–ეს არავის შეუძლია!
–ასე გადაჭრით ნუ ამბობ, წამომყევი
–სად?
–ბედისწერა შევცვალოთ…
***
ყველაფერი იქიდან დაიწყო,როდესაც ჩვენ ბედისწერის შეცვლა მოვინდომეთ.ჩვენ არ ვგავდით სხვებს,ჩვენ ვიყავით "ჩვენ", არც სახელები გვერქვა.სამივე დროში ვწერ:წარსულშიც,აწმყოშიც და მომავალშიც,რადგან ახლაც,მერეც,სულ–ჩვენ.ჩვენ მივხვდით,რომ სამყაროს ნაწილაკები ვიყავით,წამით მოგლეჯილნი უბედური სამყაროსგან და თავს ბედნიერად ვთვლიდით,ვხედავდით იმას,რასაც სხვები ვერ ხედავდნენ.ბნელიდან გამოსულები ერთმანეთს შევხვდით და...(ალბათ იფიქრეთ ბნელიდან გამოსულებმა ერთმანეთი სინათლეში გაიყვანესო,მაგრამ არა)ჩვენ ერთმანეთი წყვდიადში წავიყვანეთ,წყვდიადში სადად სიცილი(რომლის მიზეზი მხოლოდ ტკივილია)ისმის.ის რაც უბრალოა ყველაფერი გენიალურია,ჰოდა ჩევნც უბრალონნი და ამავდროულად გენიალურები ვიყავით.გვიხაროდა რადგან სიკვდილის გვეშინოდა.ცხოვრებაში მუდმივი არაფერია
***
ჩვენ მთვარე დავკარგეთ :ვარსკვლავებთან" ფლირტაობისას.ჩვენ გამოვტოვეთ მთავარი,დიდი,წმინდა "მთვარე".არ ვითვლიდით ვარსკვლავებს ღამით, არც "მზეს" ვუშვერდით ხელებს,რომ გვეკაშკაშა.ჩვენ ნათელი ბნელში ვიყავით.ჩვენ ისტორია არ დაგვისრულებია,არც გავაგრძელებთ ის გავწყვიტეთ.ორივე მხრიდან ვექაჩებოდით და ჰოპ.. გაწყდა.შუაში კი იმდენი რამ მოვათავსეთ...თოკის შუაში იყო ის ყველაფერი რასაც ვინახავდით.მოგონებები შუაზე გავიყავით...ნახევარ ნახევარი შეგვრჩა, "მთლიანი" კი ვიღაცამ მოგვპარა.
***
ცხოვრება მატარებელს ჰგავს,რომელიც დაუსრულებელ ლიანდაგზე მიჰქრის.ზოგან ჩერდება და ხალხით ივსება,მაგრამ შემდეგ იცლება.ასეა...ადამიანები მიდიან,მოდიან ან სამუდამოდ ქრებიან და როგორც ყოველთვის ჩვენთან განუწყვეტლივ წვიმს,ფიქრი გვიყვარს ცხოვრებაზე იქნებ არც ისე კარგები ვართ როგორებიც გვგონია რომ ვართ.ნამსხვრევების შეგროვებას უმოწყალოდ ვცდილობთ ადამიანები,მაგრამ იმას არ ვფიქრობთ რომ არ გაგვეტეხა ნამსხვრევების შეგროვებაც არ მოგვიწევდა,შეგროვების დროს კი არ გვეტკინებოდა.ცხოვრება ფილმია,რომელსაც ზოგი დასცინის,რომლის ნახვის შემდეგ ზოგი იცინის,ზოგი ბედნიერი და კმაყოფილია,ზოგს კი უსასრულოდ სტკივა.
***
ჩვენ ბედისწერა არ შეგვიცვლია,ჩვენ ერთმანეთს შევუცვალეთ ის,როგორც ყოველთვის დანაპირები ვერ შევასრულეთ.ხელოვნური არაფერი მოგვწონდა,მაგრამ ყველაფერი ხელოვნური გავხადეთ,ყალბი არაფერი გვიყვარდა,მაგრამ ასეთები გავხდით.ჩვენ ყველაფერი დავანგრიეთ...
***
ცოტა ხანში მოხდა ის რაც მოხდა.სახელი რომელსაც მთელი ჩანახატის წერისას ვახსენებდი წაიშალა,ისე რომ მისგან არაფერი დარჩა,სრულიად არაფერი."ჩვენ" მე და შენ გახდა.არც ისე უშნო სახელებია,მაგრამ საინტერესო ის არის,რომ არც მე და შენ აღარ ვიყავით.ტყუილად არ მითქვამს ყველაფერი წაიშალა მეთქი.თურმე ილუზიებს გამოუგონებიათ ეს ულამაზესი სახელი"ჩვენ"...
***
მაგრამ დაიმახსოვრეთ შეიძლება მომავალში არც მე,არც შენ,არც ჩვენ,თქვენ არც ისინი, აღარ ვიყოთ.მაშ!!! ტყუილად არ უთქვამს დომენიკოს დედამიწას სიყვარული ატრიალებსო.არც ტრიალია და აღარც სირბილი...

_______________
ჩანახატი რომელშიც თითქმის ყველაფრის დატევა მოვახერხე რისი თქმაც მსურდა იმ ადამიანებისათვის, რომლებმაც ერთმანეთს ბედნიერების ნაცვლად ტკივილი მოუტანეს,ნებით თუ უნებლიედ.ადამიანები რომელთა სახელები უბრალოდ გაქრა. ავღწერე ურთიერთობა რომელიც უბრალოდ დაიმსხვრა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent