შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და შენ რა გგონია?


16-09-2018, 01:06
ავტორი GiovaneFuoriclasse
ნანახია 1 463

ჩვენს დღევანდელობას სახელი არ აქვს. ვნელდებით და გვგონია რომ საათის ისარიც მოიკოჭლებს. ჭეშმარიტი სიხარული ჟრუანტელივით მოულოდნელი გვექცა. თავისუფლების სიყვარულს არ ვესალმებით უაზრო ფიქრებს კი იმის უფლებას ვაძლევთ წყვდიადში მოგვაქციოს. ცხოვრებისეულ სწორ რჩევებს გავცემთ მაგრამ ეს თითქოს სხვისთვის გვაქვს გადანახული თითქოს აგვიკრძალეს ჩვენი თავისთვის გამოყენება. ბრძნულ სისულელეებს ვქადაგებთ და სხვები სიმართლეს როშავენ თურმე. იმდენად გავუტოლდით სიწმინდეს რომ უფლის არსებობაშიც კი შეგვაქვს ხანდახან ეჭვი. სიყვარული ომად გვექცა რომლის გმირებიც ვერასდროს გავხდებით სამაგიეროდ ჩვენივე მოგონილი ომის გმირები ვართ და ჩვენთავს ჩვენთვითონვე ვანებივრებთ ორდენებითა და მედლებით. ისე მეფობს თავმოყვარეობა რომ მოყვასის სიყვარულიც დავკარგეთ. გაჭირვებულს ხელს არ ვუწვდით მას ღმერთი მიხედავს ჩვენ სამოთეში სახარჯი ფული უნდა ვაგროვოთ. ოდნავ ნიავი თუ დაგვიბერავს წარბებს ვკრავთ და უფალს ვსაყვედურობთ. პრობლემას თუ გადავაწყდებით იესოს ჩრდილით მივხოხავთ ტაძრის კარებთან. ადამიანებს ქრისტე დაგვავიწყდა და ჩვენ კი იმაზე ვწუხვართ მეგობარი თუ არ მოგვიკითხავს.სამწუხარო ისარის რომ ამ ყველაფერს ვათვიცნობიერიებთ მაგრამ ცვლილებებს სასუქს არ ვუყრით. დღეს ჩემი მეგობარი გარდაიცვალა რომელიც 23 წლის იყო. აქამდე კი იმას ვჩიოდი ჩემი პიჯაკი სვისაზე უკეთესი რატომ არარის თქო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent