შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიუღებელი წერილი


5-04-2019, 20:03
ავტორი _scorpioni_
ნანახია 1 123

არვიცი


უბრალოდ არვიცი რა საიდან და როგორ დავიწყო,იმიტომ რომ ეს ისტორია ისეთივე არეულია,როგორც
ჰაერი,ზღვა,ვარსკვლავები,მთვარე,მზე,თეთრი,შავი და “ჩვენ”.

ჰაერში მე ვიყავი
ზღვაში შენ
ვარსკვლავები გვინათებდნენ
მზე კი გვწვავდა
თეთრი მე ვიყავი
შავი კი შენ
და
“ჩვენი” გვეკუთვნოდა ჩვენ.

შენ იყავი ჩემი სული
შენ იყავი ჩემი სუსტი გული
შენ იყავი ჩემი ვენები,რომელიც ასე ჰგავს გაწყვეტილ ძაფებს.

შენ გიყვარდი
მე მიყვარხარ
შენ გიჟდებოდი
მე ვაფრენ
შენ ივსებოდი
მე ვიშლებოდი
და
მაინც ყველაზე ბედნიერი ვარ “ჩვენი” ეგოისტური სიყვარულით.

შენ
შენ
და
შენ.
როგორ დაუსრულებლად შემიძლია
შენზე ვწერო
ვიკივლო
ვიტირო
ვიმღერო
ვიფიქრო
ვიოცნებო
და
გა’ვაფრინო.

მე ვაფრენ შენით
მე ვსუნთქავ შენით
მე ვარსებობ შენით
და
ეს ყოველივე
უ შ ე ნ ო დ.

ჩემი სიყვარული შენსმიერ წართმეულ არცერთ სიყვარულს არ ჰგავს,რადგან
ასე შენი არავის ესმის
რადგან ასე არავის არ უყვარხარ
რადგან ასე არავინ არ აფრენს
რადგან ასე არავის დაუკარგავს თავი შენში
რადგან ასე არავის ეკუთვნი და გეკუთვნის.





თვალები


თვალები ისეთივე არეული მაქვს,როგორც
შენი მეობა.
შენი თვალებიც ჩემშია,ისევე
როგორც შენ.

შენ თუარა
მე მაინც ვხედავ შენით
მე მაინც მეკუთვნის შენი
მე მაინც ვაღმერთებ
‘შენებს’
ანუ
“ჩვენებს”.


არვიცი,რა დაინახე და როგორ
რამდენს უთხარი და რამდენი აწამე “თვალების ღმერთობა”
რამდენჯერ მიღალატე
და
რამდენჯერ დაგავიწყდნენ “ჩემები”
მაგრამ
ფაქტია,
მე შენ თვალებით დაგანახე სამყარო,რომელსაც
ვიცი
ვერასდროს დაივიწყებ,რადგან ვიცი
თვალები დაუვიწყარია.





სილამაზე

დღემდე “გაფრენად” მახსოვს,როგორ
შენიშნე
გაბედე
და
აღიარე
ლამაზი ხარო.

მეც მაშინ ვიწამე
ჩემი სილამაზე.

მაგრამ ალბათ
ყველაზე მეტად ის მიხაროდა,რომ
ჩემში ბავშვური სილამაზეც გიყვარდა:)






“არანორმალური ხარ “


პირველი გატეხვა აქ იყო,როცა მითხარი
ჩემი არანორმალურობის შესახებ.
ამ დროს არც გინდოდა გაგეგო,
რატომ და როგორ მიყვარდი
რატომ ვიყავი არანორმალური
და
რატომ არ განებებდი თავს.


არ გინდოდა დაჯერება იმის,რომ
არანორმალურობის მიზეზი იყავი მხოლოდ შენ
და
არაფერი სხვა შენსგარდა.


ჩემი არანორმალურობა გამოხატავდა
დაკარგვას შენში
სიამაყის და პრინციპების გათელვას შენში
დამცავი ნიღაბის მოხსნას შენში
და
"ყველაზე საყვარელი გოგოს" გამოვლენას ისევ შენში:)


გეცოდებოდი ?
არა.
ყოველთვის გეშინოდა ‘არანორმალურობის’
შენს მიერ დაწესებული საზღვრების გამო,რომელსაც
ასე გავცდი
და
გადავუარე:)

და რა ?
თავიდან,რომ დამიბრუნდეს მომენტი
კვლავ გავცდებოდი
“ჩვენ” გამო.



სისუსტე


ყველაზე მეტად მაშინ მეტკინა,როცა
თავი გამაშვებინე
და
გამიშვი.

შენი სისუსტის გამო ჩემს ღირსად არ ჩაგთვალეს
შენი სისუსტის გამო მე ვიშლებოდი
შენი სისუსტის გამო მე ვგიჟდებოდი
შენი სისუსტის გამო მე დავპატარავდი
შენი სისუსტის გამო ვტკენდი ყველას
შენი სისუსტის გამო ვტანჯავდი ჩვენს მეგობრებს
შენი სისუსტის გამო შენც შეიცვალე
შენი სისუსტის გამო თავი გამალანძღინე
შენი სისუსტის გამო სიარული რაიყო დაგავიწყდა
შენი სისუსტის გამო ჩემი თვალები გაშავდა
შენი სისუსტის გამო მოხდა ყველაფერი ის,რაც
ყველაზე მეტად არ გინდოდა.

და
მაინც როგორ

გ წ ა მ ო ბ

და

გ ა ღ მ ე რ თ ე ბ.



ბედნიერება


არ მიყვარს ჩვენი ცუდი მოგონებების გახსენება
რადგან
ჩვენი ისტორია
ბედნიერია
ჩვენით.

ჩვენი ჯიუტობა
ჩვენი ნაგლობა
ჩვენი “თხა”ობა.
(აქ ვეღარ ვაგრძელებ,გული გამიტყდა)


უსასრულობა


ახლა შოკში ვარ
8 მარტია
საღამო
დრო,როცა ვიგებ, უსასრულობა
შენია
და
მისი.

ხმამაღლა ვტირი,რომ გაიგო
ხმამაღლა ვგოდებ,რომ გატკინო
ხმამაღლა ვკივი,რომ დავცარიელდე
რადგან მერე ჩემი საქციელით
ოჯახს
მეგობრებს
და
თქვენს მომავალს
არ ვატკინო.

ახლა ?
ხელები მექავება
ყელი მტკივა
ვეღარ ვხედავ
მიშველე!
გთხოვ,მიშველე
ცუდად ვარ
და
ჰაერი დაგუბდა.
აქ ყველაფერი წითელია
და
მეწვის.
თეთრი ეკრანიდან ვცდილობ გიგრძნო და დიალოგი გაგიმართო,
რომ არ მოვკვდე.
ვენები მეჭიმება,
მიშველე!
მარტო ვარ,მეშინია
ვერ ვსუნთქავ
კანი მეწვის
ერთიანად ვიწვი
ვიგუბები
ცუდად ვარ
არაფერი არ ვიცი

შენი ტატუ
შენი უსასრულობა
შენი სიყვარული
მინდა იყოს გატაცება,
ხოლო მე შენი

უ ს ა ს რ უ ლ ო ბ ა

ასე,რომ მატკინე.

მეზიზღები.



სიყვარულის დღე (26 აგვისტოდან - 15 აპრილამდე)


“ჩვენი” სიყვარულის დღე - 26 აგვისტო იყო,
რომელიც ასე უზომოდ მიყვარს,
მიუხედავად ყველაფრისა.

15 აპრილს ისევ შენთან ერთად ვხვდები,მაგრამ
უ შ ე ნ ო დ.

ჩემთვის სიყვარული ყოველი დღეს ზეიმობს,მაგრამ
მინდოდა დღეს განსაკუთრებულად და მოკლედ მეჩუქებინა
ეს ჩემი სიყვარული შენთვის.

26 აგვისტოდან მოყოლებული
მე ვძლიერდები
და
ამისთვის გიხდი ყველაზე დიდ მადლობას.

15 აპრილამდე კი ვხვდები,რომ
არცერთი ადამიანი არაა ღირსი
გ ა გ ი ჟ დ ე ს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent