შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი ხდება…


13-04-2019, 13:46
ავტორი Magnitomania
ნანახია 1 225

ურთიერთობები ხან ირევა, ხან ლაგდება, ხან ვჩხუბობთ, მერე სევ ვრიგდებით, მაგრამ ნამდვლი მეგობრები ყოველთვის ბრუნდებიან…

დასასვენებლად წასვლის დღეს მეგობარმა მომწერა და თითქოს შეხვედრა მთხოვა, მერე ისევ გადაიფიქრა და საგონებელში ჩამაგდო, რადგან არ მითხრა რააში იყო საქმე. როგორც იტყვიან ჩემოდანზე ვიჯექი და სულაც არ მხიბლავდა იმ მომენტში სახლიდან გასვლა. მერე სულმთლად გადამავიწყდა სანამ დაბრუნების შემდეგ თავი არ შემახსენა…

გამიკვირდა შეხვედრა ისევ, რომ მოინდომა თან არაფერი ამიხსნა, დრო გამოვნახე და დავთანხმდი შეხვედრაზე, თან შეხვედრის ადილიც ძალიან მეუცნაურა… ვხვდებოდი, რომ რაღაცაში იყო საქმე, მაგრამ არ ვიცოდი რაში…

რა გაეწყობა დაველოდე 4 საათს და მივედი დათქმულ ადგილას.

ქრონიკული დამგვიანებლისგან 10 წუთი დაგვიანება არ გამკვირვებია, ამიტომაც ტელეფონზე რეკვა არ დამიწყია თუმცა ძალიან მეჩქარებოდა და ბევრი დრო არ მქონდა. 10 წუთის შემდეგ მოთმინება თითქმის, რომ ამომეწურა უკნიდან ნაცნობი ხმა შემომესმა…

გგონიათ ის მოვიდა ვისაც ველოდი?

სულაც არა …

ჩემი მეგობარი იყო რომელიც ძალიან მიყვარს, მაგრამ მოვლენათა რაღაცნაირად განვითარების გამო, ჩვენს მეგობრობას წერტილი დაესვა. საათს თვალს ვერ ვაშორებდი და ამ დროს გავიგონე ”თიკა არ მოვა”

თვალები ლამის შუბლს იქეთ გამექცა.

– “ცოტა ხნის წინ თიკას მივწერე და შენთან შეხვედრაში დახმარება ვთხოვე. სხვანაირად ვერ გიკავშირდებოდი, დამთანხმდა და ადგილი და დროც შეათანხმა შენთან, მის მაგივრად კი შეხვედრაზე მე მოვედი, რათა ვცადო და დავაბრუნო ის რაც დიდი ხნის წინ ალბათ ჩემივე სისულელის გამო დავკარგეთ”

ცოტა გავბრაზდი, გავბრაზდი ორივეზე, მაგრამ რაკი იქ ვიყავი გადავწყვიტე ბოლომდე მომესმინა რისი თქმაც სურდა და მეც მეთქვა ჩემი სათქმელი , ის რასაც დიდი ხანი გულში ვინახავდი.

ცოტახანში ბრაზმა გამიარა,

დაწვრილებით მომიყვა ჩემთან შეხვედრის ყველა მცდელობა, გავიხსენეთ წარსული, ჩვენი სურვილები და ოცნებები, ვილაპარაკეთ მომავალზე, მივედ- მოვედეთ ყველას და ყველაფერს, რაც რაღაცით მაინც გვიკავშირდება ჩვენ და მივხვვდით, რომ უერთმანეთოდ უბრალოდ არ შეგვიძლია, რომ ერთმანეთის გარეშე თავს მარტოებად ვგრძნობთ ამ 7 მილიარდიან დედამიწაზე და ერთმანეთი ჰაერივით გვჭირდება…

დავშორდით იმედით, რომ იგივე შეცდომებს აღარ გავიმეორებთ და დაკარგული მეგობრობაც დაბრუნდება…

ამდენხნიანი განშორების შემდე ისევ თამამად შემიძლია ვთქვა ” მე და მარი”




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent