შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

HABIBI-ანუ სიყვარული არაბულად.(რეალური ისტორიის მიხედვით) 1თავი


6-11-2016, 18:45
ნანახია 1 871

ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. უნივერსიტეტთან ახლოს პარკში ვიჯექი და შეყვარებულს ველოდი. ისიც გამოჩნდა. ლამაზი გოგო იყო,როგორც წესი თავსაფარი ეხურა ყოველთვის. მე ის ძალიან მიყვარდა,მაგრამ რაღაცას ვგრძნობდი რომ მატყუებდა. მომიახლოვდა და გვერძე ჩამოჯდა.
-მაპატიე ომარ დამაგვიანდა.
-არაუშავს ფოტონ.
-მოდი გავისეირნოთ. შემომთავაზა მან და მეც დავთანხმდი. სეირნობისას ის უამრავ რამეზე მესაუბრებოდა,მაგრამ მე არ ვუსმენდი,რადგან ჩემი ფიქრები სხვაგან იყო. ვიცოდი გულის სიღრმეში,რომ მღალატობდა და ის კიდევ მხიარულად მესაუბრებოდა ვითომც არაფერი. უეცრად სადღაც შორს თვალი მოვკარი ერთ გოგოს და პირველი გავიფიქრე რომ დედამიწაზე ჩამოსული მთვარე იყო. მისმა სილამაზემ საუბრის უნარი დამაკარგვინა. გოგონას გვერდით უნდა ჩაგვევლო,თუმცა ის ფოტონთან გაჩერდა და მიესალმა. ამაზე საერთოდ დავიბენი.
-ომარ ეს ნორია ჩემი მეგობარი (ნორ-არაბ. სინათლე) გამაცნო ის გოგონა ფოტონმა. მან დაიმორცხვა. და მალევე წავიდა. მე და ფოტონი დავჯექით სკამზე. მალე მან მესიჯი მიიღო ნორისგან
“შეიძლება შენთან და შენ შეყვარებულთან დავჯდე?”
ფოტონმა მე მკითხა შეიძლებოდა თუ არა და რა თქმა უნდა დავთანხმდი.
ის მშვენიერი გოგონა ისევ მოვიდა ჩვენთან და ჩამოჯდა. ბევრი არ უსაუბრია.ძალიან დაიმორცხვა ჩემს გარემოცვაში. ერთი ის გავიგე რომ ის და ფოტონი ერთად ცხოვრობდნენ.
მალე ყველა სახლებში წამოვედით. სულ მაწუხებდა იმაზე ფიქრი,რომ ფოტონი მღალატობდა,მაგრამ არ ვიცოდი როგორ გამერკვია და უცებ გამახსენდა ნორი. ის ხომ ფოტონის მეგობარია და მას უნდა სცოდნოდა თუ ვინმე ყავდა მას ჩემს გარდა.
რადგან ფოტონის სახლი ვიცოდი,წავედი და იქ დაველოდე ნორს. მთელი საათი ვუცდიდი სანამ ის გამოჩნდებოდა საბოლოოდ. რომ დამინახა შეკრთა და დაიმორცხვა. მე მივესალმე. ის კი რამდენიმე წუთი ჩუმად იდგა.
-ნორ ძალიან გთხოვ მითხარი ფოტონს თუ ვინმე ყავს ჩემს გარდა.
-ვერ გეტყვი.
-ძალიან გთხოვ,მითხარი უნდა ვიცოდე.
-ომარ არ ვიცი. ვერ გეტყვი ვერაფერს. რომც ვიცოდე ის ჩემი მეგობარია…
-კარგი როგორც გინდა. შენი ნომერი შეგიძლია მომცე?
მე და ნორმა ნომრება გავცვალეთ და საცლში წამოვედი. მთელი საღამო მასზე ვფიქრობდი. ძალიან ლამაზი გოგო იყო მუქი შავი თვალებით და თან წესიერი. ძალიან მინდოდა მისი კიდევ ერთხელ ნახვა ამიტომ მეორე დღეს დავურეკე და რესტორანში დავპატიჟე რომანტიულ ვახშამზე,სანთლებით და ფრანგული მუსიკით. ისიც დამთანხმდა ლ,რასაც არ ველოდი. თავიდან ერთი მიზანი მქონდა-გამეგო სიმართლე,მაგრამ როცა ის დავინახე,ანგელოზივით ლამაზი,სულ გადამავიწყდა ფოტონი. მთავარი რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია იყო ის,რომ ნორი ერთადერთი გოგო იყო რესტორანში ვისაც თავსაფარი ეხურა. ცოტა ვისაუბრეთ. როგორც ყოველთვის მორცხვობდა ჩემს წინაშე. ცოტა ხნის შემდეგ ჩემი კითხვაც გამახსენდა.
-ომარ არ ვიცი როგორ გითხრა… მას ერთი კი არა შენს გარდა კიდევ 4 ბიჭი ყავს.
ამ სიტყვებმა ჩემი ეჭვი დაადასტურეს,მაგრამ ნორის გარემოცვაში ფოტონზე ღელვა აღარც მომსვლია თავში. ვისაუბრეთ ბევრ რამეზე. ნელ-ნელა მორცხვობა მოეხსნა. მისი სილამაზით დატყვევებული ვიყავი. წამოსვლის დრო რომ მოვიდა ორივე წამოვდექით. მე წასვლა არ მინდოდა და ვგრძნობდი რომ არც მას,მაგრამ გვიანი იყო. ცოტა ხანი ვისეირნეთ და სახლამდე მივაცილე. სახლის კართან გამიღიმა და დამემშვიდობა.
-ნახვამდის ომარ.
-ნახვამდის.
სახლში სანამ მოვდიოდი მისი მომღიმარი სახე არ ამომდიოდა თვალებიდან. სახლში რომ მივედი ესემესი მივწერე და თითქმის მთელი ღამე ვმესიჯობდით. უეცრად მან მომწერა:
“ომარ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გითხრა.”
ძალიან დავინტერესდი და მივწერე:
“მითხარი”
“მე მართლა მომწონხარ,ფოტონი კი მატყუარაა. მას შემდეგ შენზე ვფიქრობ რაც გაგიცანი და მას მერე ვფიქრობ, რომ ის არ იმსახურებს შენნაირ შეყვარებულს”
ამ მესიჯმა ჩემში იმდენი გრძნობა გააღვიძა. ცოტა დავიბენი თან გამეხარდა,არა უბრალოდ კი არ გამეხარდა, სიხარულით დავფრინავდი. და ვუპასუხე:
“რა მოგეწონა ჩემში სხვა ბიჭებისგან განსხვავებით”
“არ ვიცი უბრალოდ რაც გაგიცანი მას შემდეგ ჩემს ფიქრებს არ ტოვებ. სულ შენზე ვფიქრობ”
ამ პასუხმა კიდევ უფრო გამახარა და ვუპასუხე რომ რასაც ვაკეთებდი ამ დღეებში მხოლოდ იმიტომ ვაკეთებდი რომ მასთან მესაუბრა და მის გულს ჩავწვდომოდი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent